თორნიკე გორგიაშვილი კარიერას "დილაში" გააგრძელებს

AutoSharing Option
თორნიკე გორგიაშვილი გორის "დილას" ფეხბურთელია.

31 წლის საყრდენი ნახევარმცველი თორნიკე გორგიაშვილი "დილას" ფეხბურთელია. მან კლუბთან 2-წლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. გორგიაშვილი ბოლოს "საბურთალოში" ასპარეზობდა, სადაც გასულ სეზონში 28 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა.

თორნიკე გორგიაშვილს არაერთი ქართული გუნდის რიგებში უთამაშია და არაერთი ტიტულის მფლობელია. მისი კარიერა 2005 წელს საფეხბურთო კლუბ "თბილისში" დაიწყო, რის შემდეგაც საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონში" გადაბარგდა, რომლის შემადგენლობაშიც ზედიზედ 2-ჯერ გახდა ქვეყნის ჩემპიონი 2010-11 წლებისა და 2011-12 წლების სეზონში. შემდეგ მის კარიერაში იყო "დინამო თბილისი", რომლის რიგებშიც ასევე გახდა ქვეყნის
ჩემპიონი. იმავე 2013-14 წლების სეზონში დაეუფლა საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასს. ამის შემდგომ ჯერ "ცხინვალში", ხოლო შემდეგ საფეხბურთო კლუბ "სამტრედიაში" გადაბარგდა. 2016 წელს იგი საჩხერის "ჩიხურას" შეუერთდა, სადაც საქართველოს თასს კიდევ ერთხელ დაეუფლა. ბოლოს კი იყო თბილისის "საბურთალო", სადაც 2018 წელს საქართველოს ჩემპიონის, 2019 წელს კი საქართველოს თასის გამარჯვებულის ტიტულს დაეუფლა.

მომზადებულია fcdila.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 5 /
წარმატებები- კიდევ ერთი ჩემპიონობა! ისე, თავის ადგილზე ათამაშეთ და წარმატებაც მოვა! რა საყრდენი რის საყრდენი...
კოლოკოლო
21:05 07-01-2020
0
წარმატებები ბუკა!!!შობას გილოცავთ!
ჩიჩუ
22:45 07-01-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული