თბილისის "საბურთალოს" ორი ახალწვეული ჰყავს, ამის შესახებ ინფორმაცია კლუბმა "ფეისბუქზე" გაავრცელა.
ქუთაისის "ტორპედოს" მცველი ანრი ჭიჭინაძე და "რუსთავის" ფორვარდი ბექა ქავთარაძე ამიერიდან "საბურთალოს" ღირსებას დაიცავენ.
ჭიჭინაძემ გასულ სეზონში ეროვნულ ლიგაში 27 მატჩი ჩაატარა, სადაც 2 ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო ქავთარაძემ 22 მატჩი ჩაატარა და 8 გოლი გაიტანა.