"საბედნიეროდ, ქუთაისის "ტორპედოს" საკითხი გადაწყდება და კლუბს იტალიელები ჩაიბარებენ", - ამის შესახებ "ტორპედოს" პრესსამსახურის უფროსმა ედო ბადალაშვილმა გაზეთ "ლელოს" უთხრა.
"ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ 10 იანვარს იტალიელი ინვესტორი შეხვდა ქუთაისის მერს, გიორგი ჭიღვარიას და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულს, ზვიად შალამბერიძეს. შეხვედრა რამდენიმე საათს გაგრძელდა. ამის შემდეგ შევიტყვეთ, რომ ყველა მნიშვნელოვან საკითხზე შეთანხმდნენ. ორშაბათს ან სამშაბათს კი ეს შეთანხმება ოფიციალურ ხელშეკრულებაში აისახება, ქუთაისის "ტორპედო" კი იტალიელთა საკუთრებაში გადავა", - ამბობს ბადალაშვილი.
"ფეისბუქგვერდი" "ჩვენ ვართ ტორპედო" - სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს:
მორიგი აფიორის სუნი ასდის ამ ყველაფერს, იმიტომ რომ წარმოუდგენელია სერიოზულ ადამიანს ევროპიდან ქუთაისში ფულის ჩადება მოუნდეს.
თუმცა აქვე ვიტყვი რომ მგონი ეს ჩაჩავაზე მოკლე ისტორია იქნება...მე ასე მგონია და მინდა რომ სფფ და ყვეალ ფრთხილად იყოს რომ მერე კლუბი არ დაისაჯოს რაიმეს გაუთვალისწინებლობის გამო. ამიტომაც ვამბობ ყველა კლუბი გასატანია საერთაშორის ღია აუქციონზე და იქ გასაყიდი და არა ასე კუთხე-კუთხე ძიებით..
პროცესი როგორაც არ უნდა წავიდეს, წელს ტორპედოს ერთადერთი სამიზნე იქნება 7-4 ადგილებს შორის მოხვედრა რომ გავარდნა არ დაემუქროს.დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს.