"ტორპედოს" 2 დღე დარჩა - ქუთაისის მერის თქმით, იტალიელებთან რამდენიმე დეტალია შესათანხმებელი

AutoSharing Option
ქალაქ ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ ტელეკომპანია "რიონთან" გაკეთებულ კომენტარში "ტორპედოსა" და იტალიელ ინვესტორებს შორის არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.

"ველოდებით ჩვენც, გრძელდება მოლაპარაკებები. სულ რამდენიმე დეტალი დარჩა შესათანხმებელი და შეჯერების შემთხვევაში იტალიელები მზად არიან, გადაიბარონ "ტორპედო" და ჩადონ ინვესტიციები ჩვენს გუნდსა და მის განვითარებაში.

იყვნენ ჩამოსულები, გავაცანით ჩვენი პირობები, ასევე გავეცანით მათ პირობებს. ახლა უკვე ვმუშაობთ და ველოდებით, რა როგორ დასრულდება. ყველას სურვილია, "ტორპედოს" საკითხი დადებითად გადაწყდეს. ამიტომ, როგორც სამხარეო ადმინისტრაცია, ისე მუნიციპალიტეტი და ცენტრალური ხელისუფლება მაქსიმალურს ვაკეთებთ აღნიშნული საკითხის სასურველად გადასაჭრელად.
კონკრეტული შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში აუცილებლად ვაცნობებთ საზოგადოებას", - განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.

შეგახსენებთ, "ტორპედოს" დავალიანების გასასტუმრებლად ვადა 26 იანვრამდე აქვს. ვალის არგადახდის შემთხვევაში ქუთაისური კლუბი ეროვნულ ლიგას დატოვებს. კატასტროფის თავიდან ასარიდებლად "ტორპედოს" 2 დღე აქვს დარჩენილი.

მკითხველის კომენტარები / 13 /
მერია ფულის მოტეხვას ჩალიჩობს
korufcia
24 იანვარი 2020 13:46
1
ნამდვილად იყვნენ იტალიელი ინვესტორები?თუ ნამდვილად იყვნენ და დღემდე დავალიანების დაფარვა არ მომხდარა მაშინ პრობლემა ქალაქის ხელმძღვანელობაშია,ალბათ ქალაქის ხელმძღვანელობამ ისეთი პირობები შესთავაზა,რომ პირდაღებულებმა დატოვეს ქალაქი,გაიქცენ და უკან აღარასოდეს დაბრუნდებიან.
ზასტაველი
23 იანვარი 2020 19:49
0
სირცხვილია ყველასი გამოფხიზლდით სანამ დროა. ეს კარგად არ დაგიბრუნდებათ
giga
23 იანვარი 2020 18:13
1
ადრეც დავწერე, რომ ქალაქში სადაც არ ვარგა სტადიონი, არ ვარგა ბაზა, ქალაქს აქვს სამარცხვინო პრობლემა გზების და წყალმომარაგება - ასეთ ქალაქში ვინ ნორმალური ჩადებს ინვესტიციას?! ეს პრობლემა უნდა გადაჭრას მთავრობამ და მერიამ და მერე კი აღარ მოთხოვს გამწარებული ქუთაისელი გულშემატკივარი ხან მერიას და ხან ფედერაციას კლუბი დაგვიფინანსეო! მერე თვითონ მოვა ინვესტორი! დაქცეულ ქალაქში დიდი კლუბი ვერ დაიბადება! ქალაქს მიხედოს მერიამ და დახელმწიფომ! გასაცოდავებულს! გადათხრილ უკანალიზაციო ქალაქს! ჩიხად რო აქციეს ამხელა ქალაქი!
ბასკი
23 იანვარი 2020 18:00
2
ერთი მაგ ვაჟბატონს ჰკითხეთ, ზაალი სად წავიდა ზუსტად ვიცი კარგად იცის :-)
გიორგი
23 იანვარი 2020 17:39
0
როგორც ერთ სიმღერაშია: “არ დაიჯეროოო, არ დაიჯეროოო!”
Simartle
23 იანვარი 2020 17:28
0
ვინ იტალიელები არიან ვინმემ იქნება აგვიხსნას. ან ჟურნალისტებმა დაწერონ ვინ ინვესტორია. ზღაპარი ხომ არაა კიდევ ერთი?
გელა ნუგზარაშვილი
23 იანვარი 2020 17:12
0
ვინმემ ახსნას დავალიანების გამომწვევი მიზეზები, დაფინანსება თავიდან გარკვეული ხომ იყო.
ss
23 იანვარი 2020 16:44
0
ბლეფია ყველაფერი წასულია ტორბედოს საქმე 26 იანვრის 23 საათზა და 59 წამზე დაფარავენ იტალიელები დავალიანებას
sosia
23 იანვარი 2020 16:43
3
X გამოტყდი და თქვი რო ჩაჩავა ხარ. ადრე KUTAISELIt წერდი ხოლმე.ჩაჩავა ხარ შენ გაიშიფრე უკვე!!!
ქ.ბათუმი. ქუთაისის ქუჩა.
23 იანვარი 2020 16:07
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული