დღეს, 30 იანვარს, თბილისის "საბურთალომ" გუნდის ახალწვეულები წარადგინა. კლუბის პრეზიდენტმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა განხორციელებულ ტრანსფერებზე ისაუბრა.
"საკმაოდ დიდი გაკვეთილი მივიღეთ, შარშანდელი ევროტურნირებიდან გამომდინარე. ამის გამოძახილია ჩვენი ახალი სატრანსფერო პოლიტიკა. მიხარია, რომ გულშემატკივრები კმაყოფილები არიან.
ძალიან სწორი სატრანსფერო ნაბიჯი გადაიდგა, რომ ჩვენ წამყვანი ქვეყნებიდან დავიწყეთ ფეხბურთელების მოზიდვა. ჰოლანდიურ-პორტუგალიურ რუკაზე რომ გამოჩნდება საქართველო, ეს კარგია. ეს არის დასაწყისი და სხვა ქვეყნებიდანაც გაიზრდება ინტერესი ქართული ფეხბურთისადმი.
გუნდის პოლიტიკა რომ ახალგაზრდებს მივცეთ, ძირითად გუნდში თამაშის შანსი არ შეიცვლება.
კონტრაქტი ყველა ფეხბურთელთან გვაქვს 1+1 და იმ
შემთხვევაში, თუ გაამართლებენ ჩვენს იმედებს, მათთან ხელშეკრულებას გავაგრძელებთ. ჩვენი პროექტები არის ხანგრძლივი.
მესამე ჰოლანდიელთან მიდის მოლაპარაკება. "საბურთალოში" მოხვედრა ითვალისწინებს გარკვეულ სტანდარტებს და მას მოუწევს დამტკიცება, რომ იმსახურებს ჩვენს გუნდში თამაშს. შეიძლება იყოს კიდევ ტრანსფერები, ესპანეთში შეკრებაზე შეიძლება შემოგვთავაზონ აგენტებმა გარკვეულ პოზიციებზე ფეხბურთელები.
ჩვენ მზად ვართ, ჩვენი ევროპული ურთიერთობით ქართულ კლუბებს დავეხმაროთ ტრანსფერების განხორციელებასა და გაძლიერებაში. ამით მხოლოდ ქართული ფეხბურთი ისარგებლებს.
როცა არის შესაძლებლობა, ვცდილობთ, ფეხბურთელი კარგ გუნდში გავუშვათ და არ არის მეორეხარისხოვანი, თუ სად წავა", - თქვა ხეჩიკაშვილმა.
ძალიან სწორი სატრანსფერო ნაბიჯი გადაიდგა, რომ ჩვენ წამყვანი ქვეყნებიდან დავიწყეთ ფეხბურთელების მოზიდვა. ჰოლანდიურ-პორტუგალიურ რუკაზე რომ გამოჩნდება საქართველო, ეს კარგია. ეს არის დასაწყისი და სხვა ქვეყნებიდანაც გაიზრდება ინტერესი ქართული ფეხბურთისადმი.
გუნდის პოლიტიკა რომ ახალგაზრდებს მივცეთ, ძირითად გუნდში თამაშის შანსი არ შეიცვლება.
კონტრაქტი ყველა ფეხბურთელთან გვაქვს 1+1 და იმ
მესამე ჰოლანდიელთან მიდის მოლაპარაკება. "საბურთალოში" მოხვედრა ითვალისწინებს გარკვეულ სტანდარტებს და მას მოუწევს დამტკიცება, რომ იმსახურებს ჩვენს გუნდში თამაშს. შეიძლება იყოს კიდევ ტრანსფერები, ესპანეთში შეკრებაზე შეიძლება შემოგვთავაზონ აგენტებმა გარკვეულ პოზიციებზე ფეხბურთელები.
ჩვენ მზად ვართ, ჩვენი ევროპული ურთიერთობით ქართულ კლუბებს დავეხმაროთ ტრანსფერების განხორციელებასა და გაძლიერებაში. ამით მხოლოდ ქართული ფეხბურთი ისარგებლებს.
როცა არის შესაძლებლობა, ვცდილობთ, ფეხბურთელი კარგ გუნდში გავუშვათ და არ არის მეორეხარისხოვანი, თუ სად წავა", - თქვა ხეჩიკაშვილმა.
2 ჰოლანდიელი და 1 პორტუგალიელი - "საბურთალომ" ახალწვეულები წარადგინა
თუ გადაიფიქრეთ და აღარ მიგიმართავთ? იმ თამაშის და შედეგის რა მოგახსენოთ და სპექტაკლი ორივე კარგი იყო, მატჩიც და შემდგომი კონფერენციაც, აი ის კონფერენცია რომ ბრძანეთ უეფას უნდა მივმართოვო!!! ტყუილად ფიქრობთ, რომ არარატთან განცდილ სირცხვილს ასე ადვილად დაივიწყებს გულშემატკივარი! არა რააააატ!!!