ტარიელ ხეჩიკაშვილი: შარშანდელი ევროტურნირების გამოძახილია ახალი სატრანსფერო პოლიტიკა

AutoSharing Option
დღეს, 30 იანვარს, თბილისის "საბურთალომ" გუნდის ახალწვეულები წარადგინა. კლუბის პრეზიდენტმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა განხორციელებულ ტრანსფერებზე ისაუბრა.

"საკმაოდ დიდი გაკვეთილი მივიღეთ, შარშანდელი ევროტურნირებიდან გამომდინარე. ამის გამოძახილია ჩვენი ახალი სატრანსფერო პოლიტიკა. მიხარია, რომ გულშემატკივრები კმაყოფილები არიან.

ძალიან სწორი სატრანსფერო ნაბიჯი გადაიდგა, რომ ჩვენ წამყვანი ქვეყნებიდან დავიწყეთ ფეხბურთელების მოზიდვა. ჰოლანდიურ-პორტუგალიურ რუკაზე რომ გამოჩნდება საქართველო, ეს კარგია. ეს არის დასაწყისი და სხვა ქვეყნებიდანაც გაიზრდება ინტერესი ქართული ფეხბურთისადმი.

გუნდის პოლიტიკა რომ ახალგაზრდებს მივცეთ, ძირითად გუნდში თამაშის შანსი არ შეიცვლება.

კონტრაქტი ყველა ფეხბურთელთან გვაქვს 1+1 და იმ
შემთხვევაში, თუ გაამართლებენ ჩვენს იმედებს, მათთან ხელშეკრულებას გავაგრძელებთ. ჩვენი პროექტები არის ხანგრძლივი.

მესამე ჰოლანდიელთან მიდის მოლაპარაკება. "საბურთალოში" მოხვედრა ითვალისწინებს გარკვეულ სტანდარტებს და მას მოუწევს დამტკიცება, რომ იმსახურებს ჩვენს გუნდში თამაშს. შეიძლება იყოს კიდევ ტრანსფერები, ესპანეთში შეკრებაზე შეიძლება შემოგვთავაზონ აგენტებმა გარკვეულ პოზიციებზე ფეხბურთელები.

ჩვენ მზად ვართ, ჩვენი ევროპული ურთიერთობით ქართულ კლუბებს დავეხმაროთ ტრანსფერების განხორციელებასა და გაძლიერებაში. ამით მხოლოდ ქართული ფეხბურთი ისარგებლებს.

როცა არის შესაძლებლობა, ვცდილობთ, ფეხბურთელი კარგ გუნდში გავუშვათ და არ არის მეორეხარისხოვანი, თუ სად წავა", - თქვა ხეჩიკაშვილმა.

alt2 ჰოლანდიელი და 1 პორტუგალიელი - "საბურთალომ" ახალწვეულები წარადგინა

მკითხველის კომენტარები / 11 /
რა გააჭირეთ საქმე ამ ვაიგულშემატკივრებმა. ბიჭებმა თავისი გამოუცდილებლობით წააგეს და ნუ გადააყოლებთ თქვენს გესლს. თქვენი გამკვირვებია, სააკაშვილს და მის ნაცბანდას აპატიეთ დანაშაული და ამ პატარა ბიჭებს რას ერჩით?
Gia
30 იანვარი 2020 21:44
12
საინტერესოა რა გვარიხარ პოგოსიანი არნენიანი თუ ხეჩოიანი?
გვარი დაწერე
04 თებერვალი 2020 10:35
0
ისტორიული სამშობლო თუ გენატრებათ სხვა რამით მიაგეთ პატივი
kidev ert armenians
31 იანვარი 2020 01:35
2
არარატ არმენიადან უნდა დაგემატებინათ ფეხბურთელები. :)
ქომაგი
30 იანვარი 2020 20:48
9
არა რაააააააატ !!! ისე რა მაგის პასუხია, მაგრამ უეფას რომ მიმართეთ საბურთალო-არარატის მატჩის გამოძიებასთან დაკავშირებით, რაო უეფამ?
თუ გადაიფიქრეთ და აღარ მიგიმართავთ? იმ თამაშის და შედეგის რა მოგახსენოთ და სპექტაკლი ორივე კარგი იყო, მატჩიც და შემდგომი კონფერენციაც, აი ის კონფერენცია რომ ბრძანეთ უეფას უნდა მივმართოვო!!! ტყუილად ფიქრობთ, რომ არარატთან განცდილ სირცხვილს ასე ადვილად დაივიწყებს გულშემატკივარი! არა რააააატ!!!
!!!!!
30 იანვარი 2020 16:50
19
რა შანსი გქონდათ შარშან და როგორ გაყიდეთ თხასავით ქვეყანაც და გულშემატკივარიც გრცხვენოდეთ!!! თუმცა ალბათ ასჯერ რომ გაიმეოროთ იგივე აღარ შეგრცხვებათ...
912
30 იანვარი 2020 16:35
17
არარატმა იცის ეს ტრანსფერები?
erevani istoriuli samshoblo
30 იანვარი 2020 16:28
10
კაი ხო უკვე საკმარისია თუ იმაიმუნეს შეარცხვინოთ ღმერთმა.მაგრამ არ დაგავიწყდეთ იქ მილიარდერმა ჩადო ფულები და არარატიო რომ იძახით სომხებტან თამაში არც დიდი დინამოსთვის იყო ადვილი.საერ თოდ 11 ფეხბუღთელი არ მონაწილეობს გარიგებაში ამიტომ ყველას ნუ აყენებთ შეურაწყობას წარმატებები ბიჭებს.ამ კაცსაც ბოლობოლო რას ერჩიტ ასეტუ ისე ხარჯავს ფულს სხვებს საერთოდ კიდიათ.
mosexoneli
30 იანვარი 2020 17:16
12
წარმეტებებიიიი
oto
30 იანვარი 2020 16:00
3
ნახევარდაცვაში 2 ფეხბურთელი და ერთი ფორვარდი
Ka
30 იანვარი 2020 14:46
1
წარმატებებიიიი
oto
30 იანვარი 2020 16:12
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული