კახა კაშია: "საბურთალო" ესპანეთში ცსკა-სა და "ზენიტს" შეხვდება

AutoSharing Option
დღეს, 30 იანვარს, თბილისის "საბურთალოს" აღმასრულებელმა დირექტორმა კახა კაშიამ ახალწვეულების წარდგენის შემდეგ კლუბის ტრანსფერებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

"კლუბი მზადების დასკვნით ეტაპზეა. დღეს ამხანაგურ მატჩს გავმართავთ და მივემართებით ესპანეთში შეკრებაზე. დროულად მოვახერხეთ იმ ფეხბურთელების ჩამოყვანა, რომლებიც, ვფიქრობთ, რომ გაგვაძლიერებენ.

ფეხბურთელების შერჩევა ხდება მწვრთნელის გემოვნების მიხედვით. ამასთან ერთად, მთავარი იყო ის ფაქტორი, რომ ეს ფეხბურთელები ყოფილიყვნენ მოქმედი ფეხბურთელები და კარიერაში არ ჰქონოდათ წყვეტა. ამ ფეხბურთელებს საკმაოდ წარმატებულ კლუბებში აქვთ ნათამაშები და აქვთ დიდი გამოცდილება.

ესპანეთში ცსკა-ს
და "ზენიტს" შევხვდებით, იქნება ავსტრიული გუნდი და ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის გუნდი.

მალისა და კოხრეიძეზე უამრავი კლუბიდან არის წინადადება. ჩვენ დაინტერესებულნი ვართ იმ ფაქტორით, თუ ფეხბურთელები რომელ კლუბში გააგრძელებენ კარიერას. ჩვენი სურვილია, მათი წასვლის შემთხვევაში კარგ გუნდში გადავიდნენ", - აღნიშნა კაშიამ.

კლუბი დასკვნით ეტაპზეა მზადების, დღეს ამხანაგურ მატჩს გავმართავთ და მივემართებით ესპანეთში შეკრებაზე. ჩვენ მოვახერხეთ დროულად იმ ფეხბურთელების ჩამოყვანა, რომელსაც ვფიქრობთ რომ გაგვაძლიერებს.


ფეხბურთელების შერჩევა ხდება მწვრთნელის გემოვნების მიხედვით, ამასთან ერთად მთავარი იყო ის ფაქტორი რომ ეს ფეხბურთელები ყოფილიყვნენ მოქმედი ფეხბურთელები და კარიერაში არ ჰქონოდათ წყვეტა. ამ ფეხბურთელებს საკმაოდ წარმატებულ კლუბებში აქვთ ნათამაშები და აქვთ დიდი გამოცდილება.


ესპანეთში ცსკა-ს და "ზენიტს" შევხვდებით, იქნება ავსტრიული გუნდი და ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის გუნდი.


მალიზე და კოხრეიძეზე უამრავი კლუბიდან არის წინადადება, ჩვენ დაინტერესებული ვართ იმ ფაქტორით თუ ფეხბურთელები რა კლუბში გააგრძელებენ კარიერას, ჩვენი სურვილია მათი წასვლის შემთხვევაში კარგ გუნდში გადავიდნენ.


ჟარდელ როდრიგეს ნაზარე: საკმაოდ კარგი გამოცდილება დამიგროვდა ფეხბურთში, მიხარია ამ კლუბში გადმოსვლა. პირველ რიგში გვსურს თასის მოგება და შევეცდებით მოვიგოთ ყველაფერი რაც შესაძლებელი იქნება.


რა თქმა უნდა კარგია თუ ევროპა ლიგისთვის ვიბრძოლებთ, გუნდს ბოლო წლებში აქვს ტიტულები მოგებული და ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს ფაქტორი, რომ გუნდს შემოვუერთდი.

მკითხველის კომენტარები / 1 /
კაკ მინიმუმ ზენიტს მოვუგოთ

გიო
21:46 04-02-2020
0

სიახლეები პოპულარული