ფოტო: facebook.com/FCTorpedoKutaisi1946/
საფეხბურთო კლუბ ქუთაისის "ტორპედოს" გულშემატკივრებმა კლუბის გადარჩენის მოთხოვნით აქცია-პერფომანსი რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე მოაწყვეს.
ამის შესახებ ინფორმაციას kutaisipost.ge ავრცელებს.
წყაროს ცნობით, აქციის მონაწილეების მიზანი ცენტრალური ხელისუფლებისთვის ხმის მიწვდენა და საკითხით დაინტერესებაა.
"გვინდა ჩვენს შვილებს შევუნარჩუნოთ გუნდი. ვითხოვთ "ტორპედოს" გადარჩენას. წელიწადი სრულდება უკვე, ხელფასები და დავალიანებები არ გაიცემა", - ამბობს ადმინისტრაციის ერთ-ერთი თანამშრომელი ბაქარ მელაძე.
kutaisipost.ge-ს "ტორპედოს" ადმინისტრაციაში ჯერ კიდევ ორი კვირის წინ მერიაზე დაყრდნობით აცხადებდნენ, რომ იტალიელ ინვესტორთან, ფაბიო მანინთან შეთანხმება მიღწეული იყო და ხელშეკრულება რამდენიმე დღეში უნდა
გაფორმებულიყო.
რეალური მიზეზი ისაა ჩემო მეგობრებო რომ ზაალ ჩაჩავა არის აზარტულ თამასებზე დამოკიდებული და გინდ დაიჯერეთ და გინდ არა მთელი ბიუჯეტი აქვს წაგებული. მზად ვარ დავამტკიცო ნებისმიერ დროს ამ ინფორმაციის ავთენტურობა. რომელ კაზინოებში აქვს წაგებული ეგეც ვიცი. გთხოვთ ნუ დაბლოკავთ და მიეცით საშუალება გულშემატკივრებს იცოდნენ სად წავიდა მათი საყვარელი კლუბის ბიუჯეტი
ხვალ ბათუმის დინამოს დაემართება ესეთი რაღაც და მერე დინამო თბილისს დაშლიან!
ისედაც სულს ღაფავს ქართული ფეხბურთი და ტორპედოს გაქრობა უარესი იქნება. ნუ გააქრობთ ტორპედოს, შევეჯიბროთ პატიოსანი თამაშით და გავახაროთ გულშემატკივარი ქართული ფეხბურთისა!
ტორპედო უნდა გადარჩეს!
გახსენით ანგარიში და შევეცდებით ქართული ფეხბურთის გულშემატკივრები დავალიანების ნაწილი მაინც გადავიხადოთ!