![](https://sportall.ge/pictures/image5/a74fbe5cfd7d201b597304d8f7e12af6.jpg)
როგორც ფოთის "კოლხეთის" "ფეისბუქგვერდი" იტყობინება, კლუბმა სენაკის "ეგრისიდან" მცველი ლაშა გოგონაია დაიმატა, რომელსაც კარიერის უდიდესი ნაწილი სწორედ "კოლხეთში" აქვს გატარებული და გუნდი 2018 წელს, მატჩების მსვლელობასა და შედეგზე მანიპულირებისათვის დისკვალიფიკაციის დაკისრების გამო დატოვა.
![ფოთის "კოლხეთმა" შედეგზე მანიპულირების გამო დისკვალიფიკაციამოხდილი ფეხბურთელი დაიმატა Sportall.Ge](/pictures/artimages/original/f41ad95c7421e82a3f3830b3e6457809.png)
2018 წელს სფფ-ის სადისციპლინო კომიტეტმა ფოთის "კოლხეთის" 5 ფეხბურთელი 6-თვიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა: ლაშა გოგონაია, ბორის მახარაძე, ზურაბ არზიანი, გიორგი კილასონია და თორნიკე ჯიმშელეიშვილი. მოგვიანებით სპორტულმა ტრიბუნალმა 4 მათგანს დისკვალიფიკაცია პირობითი სასჯელით შეუცვალა, ხოლო ლაშა გოგონაიასთან მიმართებით ტრიბუნალმა სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილება ძალაში უცვლელად დატოვა.
ფოთის "კოლხეთი 1913-ის" "ფეისბუქგვერდის"
ინფორმაციით, ლაშა გოგონაია გუნდში დაბრუნდა და წყალტუბოს "სამგურალთან" 1-ელ თებერვალს გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში ითამაშა.
![ფოთის "კოლხეთმა" შედეგზე მანიპულირების გამო დისკვალიფიკაციამოხდილი ფეხბურთელი დაიმატა Sportall.Ge](/pictures/artimages/original/3324cbf66a1416d2f0cd72a911905e75.png)