დანიშვნიდან 1 თვეში - გია ცეცაძე "საბურთალოს" აღარ გაწვრთნის!

AutoSharing Option
ფოტო: fb.com/fc.saburtalotb/

თბილისის "საბურთალოს" ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტი 8 იანვარს დანიშნულმა გია ცეცაძემ დატოვა.

"საფეხბურთო კლუბ "საბურთალოსა" და უკვე ყოფილ მთავარ მწვრთნელ გია ცეცაძეს შორის, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, კონტრაქტი შეწყდა. ჩვენი კლუბი მადლობას უხდის გია ცეცაძეს გაწეული შრომისთვის და მომავალში წარმატებებს უსურვებს!

რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას, რომელიც "საბურთალოს" ესპანურ "ალკოიანოსთან" ელის, ამხანაგურ მატჩში გუნდს გამოცდილი სპეციალისტი თემურ შალამბერიძე უხელმძღვანელებს.

თუ ვინ იქნება მომავალში "საბურთალოს" მთავარი მწვრთნელი, რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. გუნდი ესპანური შეკრებიდან სამშობლოში ხვალ დაბრუნდება",
- ვკითხულობთ კლუბის განცხადებაში.

მკითხველის კომენტარები / 54 /
ვაა 10ნი არა კაპიტნიბაც მოუთხოვია:)))მართლა მივესალმები ესეთი არასერიოზული ხალხისგან გამიჯვნას საბურთალოს ხელმძღვალელობას (ყენია გუნდშია და 14ია )თამადა 10ის ითხოვს ღადავია
L.J.
13 თებერვალი 2020 17:12
0
არარატ-არმენიას შემდეგ ეგ კლუბი თუნდაც ატომებად დაშლილა ...რაც მალე მით უკეთესი....ერთით ნაკლები სამარცხვინო სუბიექტი იქნება ქართულ სპორტში...!!!! სახელიც სწორად დაწერეთ არა საბურთალო არამედ " სამარცხვინო " ..!!!!!
aueee
13 თებერვალი 2020 16:44
12
ნარკომანი ძალით მწვრთნელი შალამბერიძე და დირექტორი კახა კაშია საბურთალოს საბოლოოდ დაასამარებენ!
ზურა
13 თებერვალი 2020 16:17
6
პირში ეტყვი ამას? თუ ჭორაობ, მაშინ იჭორავე და გაიხარე შენი ბოღმიანი გული,იმტვრიე თითები კლავიატურაზე,
ზურა-ს
14 თებერვალი 2020 12:44
1
თქვენა და რო დაგიმტკიცდებათ ნარკომანობა ოფიციალურად მერე მაინც გეყოფათ ნამუსი და შეეშვებით ქართულ ფეხბურთს?! მაგრამ რას შეეშვებით შესეული ხართ და ხრავთ ქვეყნის ბიუჯეტს რა გენაღვლებათ? მე ხეჩიკაშვილის მიკვირს რატო იფუჭებს ავტორიტეტს თქვენისთანების გამო
ზურა
14 თებერვალი 2020 10:14
1
ყველა გამოხმაურება
ბათუმელი ვარ და ბათუმის დინამოს ვგულშემატკივრობ მაგრამ არ შეიძლება გუნდში ტიპი მოვიდეს და ახალგაზრდა კაცს რომელსაც ერთი თამაში ჩაუვარდა ბომერს თხოვდეს(რონალდო ზამორანო :))ივანმა ცხრიანი მისცა 1+8დაიწერა)ისინი ლეგენდებია არიან და შეუძლიათ მოითხოვონ ეს ფრეესტაილრებმა ხო ტვინი წაიგო :)))
L.J.
13 თებერვალი 2020 16:02
0
კახა გეთანხმები მეგობარო არ არის ლამაზი გუნდში მიდიხარ და ბომერს ითხოვ ანუ გერგება ეგ მაგალითი მომყავს არსად ათიანი არ იყო და კოხრეიძეს არ დაუმსახურებია რო ნერი დაეთმო არარატის გამოკლებით საბურთალოს ჰქონდა მაგარი წინსვლა(არარატი რაგაც საშინელება ქნეს მინდა დავიკერო რო შემთხვევით)
L.J.
13 თებერვალი 2020 15:55
1
და კრუიფი რო 14 ნომერი იყო,არ იცოდა ხომ თამაში...აიაქსში 9 ნომრად თამაშობდა და როცა გერმანიის ჩემპიონატი იწყებოდა ყველაზე გვიან ჩავიდა გუნდში და ისე მოხდა, რომ 14 გარდა ყველა ნომერი უკვე დაკავებული იყო.ამანაც ადგა და ჩაიცვა.აი რას ნიშნავს როცა ადამიანი ნორმალურია.(კაცი თამაშობს და არა ნომერი)
კახა ქ.
13 თებერვალი 2020 15:36
0
ისევ გიის მე მატთლა მაგარი იმედი მქონდა და თითქმის სულ თვალ ვადევმებდი მის ყველა თამაშს ალანიიიდან (ნუ ბარსას გარდა)ურალამდე ერთი სეზონი ითამაშა ვიტესში სამამ არ მიწერემ მესი ხარო და ლი აუვატდა თავსი
L.J.
13 თებერვალი 2020 15:33
0
გის ვპასუხობ:პატივი სვა ლიგას არა მეგობარო არავის არ ჭირდებოდა და ""ვინუჟდენი" დაბრუნდა:))ეს ათ ნომეერზეც ამტკიცებს,არც ერთ გინდში ტიპი 10ანი არ ყოფილა 39აა მაგისი ნომერი
L.J
13 თებერვალი 2020 15:27
0
შენ რას შვები ანტე გი, როგორ ხარ? როგორ მოეწყე ახალ გუნდში? ,,გუგლით" თარგმნა კი გისწავლია შე ოხერო შენ :)) იმდენი შეცდომაა ტექსტში, ნაღდად შენ ხარ. აი ,,პატივი ცა" ძაან მაგარია, გაიმეორე რა, როგორა როგორა?
,,გი"-ს
13 თებერვალი 2020 15:25
0
ნაკრებში როცა იყო ეს ცეცაძე იძახდა ნაკრები ჩემია,რამოდენიმეჯერ სთხოვეს ეს არ ეთქვა მაინც არ იშლიდა,მერე იყო შოუ დადგა ფურთხების ამ არსებამ,საბურთალოში მივიდა და ისეთი უღირსი საქციელით გამოირჩა რაც კოხრეიძეს ათ ნომრიანი მაისურის დათმობას ეხებოდა და ისეთ მძიმეწონოსან ყოფილ ფეხბურთელზე გადაცემას ეხებოდა,დროზე მიხედა ამ საკითხს ეტყობა ხეჩიკაშვილმა რისთვისაც მადლობა მას და მთელ საბურთალოს ფეხბურთელებს ჭანტურიას გამოკლებით,,რა სინდიდით უნდა დარჩეს ჭანტურია აწი გუნდში,წავიდეს ჭამა-სმას მიხედოს
lordi
13 თებერვალი 2020 14:44
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული