"საბურთალომ" გიორგი ჭანტურია გუნდში მიყვანიდან 2 კვირაში გაუშვა

AutoSharing Option
ფოტო:facebook.com/fc.saburtalotb

სულ ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ გიორგი ჭანტურიამ თბილისის "საბურთალო" დატოვა და აღნშნული გადაწყვეტილება თბილისურ კლუბში დაგვიდასტურეს.

"საფეხბურთო კლუბი "საბურთალო" და გიორგი ჭანტურია ერთმანეთს დაემშვიდობნენ. კლუბმა გადაწყვეტილება ესპანური შეკრების შემდეგ მიიღო.

საბურთალო გიორგის მომავალში წარმატებებს უსურვებს,"- წერია კლუბის განცხადებაში.

გიორგი ჭანტურიას "საბურთალოში" მიყვანის ინიციატორი გიორგი ცეცაძე იყო, რომელმაც კლუბი 3 დღის წინ დატოვა. გავრცელებული ჭორების მიხედვით, გიორგი ჭანტურიამ გუნდის 10-ნომრიანი მაისური მოითხოვა, გიორგი ცეცაძეს კი მარგველაშვილის ნაცვლად კაპიტნად სხვა მოთამაშის დანიშვნა სურდა. ამ ყველაფერმა გუნდში დაძაბულობა შეიტანა და
რეაქციამაც არ დააყოვნა.

მკითხველის კომენტარები / 53 /
გოგუას და ჯანაშიას მსგავსი ხასიათი ქონდათ, მაგრამ შედეგი მაინც დადეს. ეს რაღაცა უჯიშო გამოდგა.
sg
22 თებერვალი 2020 10:32
0
51 კომენტარი დევს. სულ ამ ბიჭის ლანძღვა გინებით. მეც არ დავაკელი, მაგრამ ძალიან კორექტულად, თან წარმატებები ვუსურვე, თან, ჩემი გადმოსახედიდან, მომავლისთვის ჭკუა დავარიგე. იმის იმედით, რომ იქნებ შეიცვალოს და საკუთარ თავს გამოადგეს მაინც. არ დაბეჭდეთ! აი ისმის კითხვა - რატომ? ალბათ, ვისზეც არის დამოკიდებული დაბეჭდვა ან არა "ნამეტნავად" ვერ იტანს ჭანტურიას და იმიტომ. რის ადმინისტრაცია თუ მოდერატორები ხართ? რა უბედურებაა?
alexandre
21 თებერვალი 2020 10:13
0
ჭანტურია როცა პირველად გამოჩნდა კარგად მახსოვს ეგ პერიოდი 2011 წელი იყო ვიტესში და მართლა კარგად დაიწყოო მისი კარიერა და საქართველოშიც ატყდა მთელი ამბები ქართული ფეხბურთს იმედი ქართველი მესი ქართველი რონალდო და მაშინ იყო ეს ბიჭი სულ 18-19 წლის და აშკარად თავში აუვარდა ზედმეტი ქება-დიდება და ზედმეტო პიარი და რეკლამა ამის მერე გავიდა 8-9 წელი ამ ბიჭმა მოიარა 6-7 სხვადასხვა გუნდი და ჩემპიონატი ვერსად ვერაფერი გააკეთა და ჩამოვიდა საქართველოში აქაც აი ეს მოხდა პირადული არაფერი მაგრამ აშკარად იმაზე ბევრად მაღალი წარმოდგენა აქვს თავის თავზე ვიდრე საჭიროა და პრობლემური და კომფლიქტური ფეხბურთელია ასე რომ არ იყოს სადმე დაიმკვიდრებდა ადგილს პრობლემური და კომფლიქტური ფეხბურთელი არავის უნდა კლუბში და არც ნაკრებში თუ ის არ არის განსაკუთრებულად მაღალი დონის შემსრულებელი და ფიგურა გუნდისთვის ჭანტურიას კიდევ ჩემი აზრით დღეს დღეისობით ამ საქართველოს ჩემპიონატშიც კი ძალიან ბევრი ფეხბურთელი ჯობია ნაკრების ფეხბურთელებზე აღარ არის საუბარი.
გიორგი
18 თებერვალი 2020 02:25
0
წნორის მილანშიც არ ვათამაშებდი.
გიორგი ნაკაშიძე
18 თებერვალი 2020 02:12
1
დანკარას რეალში გადავა :)
გიორგი
18 თებერვალი 2020 02:11
0
გიორგი ჭანტურიამ დაამტკიცარ რომ ნამდვილად ქართველია, რადგან ძთვითონ დაიღუპა თავისი კარიერა. არა და უნიჭიერესი ცალფეხა ფეხბურთელია, რომელსაც ცალტვინასაც ვერ დაუზაXებ
niko
17 თებერვალი 2020 07:42
2
გერმანიაში მესამე თუ მეორე ლიგაში რო შეაგდო გოლი და მაისური მოისროლა ეგ იყო ყველაფერი ბარსა-ვიტესი-ალანია-და რაგაცა ესეთი კლუბები;)ეს ბიჭი ძალიან ტექნიკურია მეტი არაფერი ;)
L.J.
16 თებერვალი 2020 21:34
0
ჩაუვარდათ კოვზი ნაცარში.ცეცაძის გამიკვირდა :)
L.J.
16 თებერვალი 2020 21:30
0
საერთოდ არ ღირს ამ ტიპზე წერა, მარა სხვებისთბის რომ იყოს სამაგალითო ალბათ იმიტომ ღირს ეს ყველაფერი!!!/ ერთი მიკვირს ძალიან , რომ წერთ ბარსელონიდან არ უნდა წამოსულიყოვო, თქვენ ბარსელონა თბ.დინამო ხომ არ გგონიათ? კათარზისის რო დაამსგავსა ამ ფიფიამ, ათასჯერ ითქვა უკვე რა და როგორ იყო, პოლოლიკაშვილის ამხანაგი იყო იმ დროინდელი ბარსას პრეზიდენტი და თხოვა ერთ ბავშს მიუყვანდა და ბარსას სკოლაში ავარჯიშებდნენ, ესეც ეს პოლოლიკაშვილი აბა მე ხო არ წამიყვანდა ? , წაიყვანა თავის ახლობელი მაგანაც, ( ამას კიდე გაუმართლდა რომ ამ პოლოლიკაშვილის ახლობელია) . ავარჯიშეს სკოლაში ერთი თუ ორი წელი, და ამოეწურა სკოლის ვადა, და რა ექნა? იქ არავინ დაიტოვებდა მაგნაირო იქ იყო ათასი ბავშვი, ხოდა პრესაც ხომ იცით საქართველოში რა დონეზეცაა? ისე გააშუქეს და ისე გააამარიაჟეს თვით ჭანტურიამაც კი დაიჯერა რომ მართლა რაღაც ზებუნებრივი ნიჭის პატრონია, ხოდა მერე ჟორდანისთან გაუშვეს , იქაც მიხვდნენ რო არაფერი ყოფილაა (ტრუხა აღმოჩნდა) და მერე კიდე უფრო დაბლაა, მერე კიდე უფრო დაბლაა, და ჰააა ! ხო ხედავთ რაც მოხდა!!! არაფერი პირადული ამ ბიჭზე, მართლა გამიხარდებოდა ამის წარმატება, და გამიხარდება კიდევაც, მაგრამ იცი რა არი? ამას ბურთს არ დავანახებდით უბანში , და კიდე ისეთი ტალანტები მყავს ნანახი თბილისში რო აი ვერც შევადარებ დღეს ნიჭით უკვე გამოჩენილ ფეხბურთელებს, მარა სამწუხაროდ საქართველოში ნიჭიერი ბავშვების ხვედრი ან ციხეა, ან სტროიკა, ან ბირჟა, ან საზღვარგარეთ პახაობა და ქურდობა!!!
Vasili
16 თებერვალი 2020 21:25
0
პოლოლიკაშვილის გაკეთებული საქმე ვის უნახავს, ეგ რომ გაეკეთებინა ნორმალურად :))) ეგ არაფერს აკეთებს საკუთარი გამორჩენა თუ არ აქვს, არც სახელმწიფო და არც პირადულ საქმეს :(( ჭანტურიამ კი, ეხლა პროექტი ნიჭიერი იწყება და იქ მიიღოს მონაწილეობა :)))))))
ნიჭიერი
17 თებერვალი 2020 08:54
1
მაქვს მე-5 ლიგის გუნდი, პირველას წელს ვიწყებთ თამაშს. საჯაროდ ვთავაზობ ჭანტურიას ჩემს გუნდში თამაშს, 10 ნომერს და კაპიტონობას. გიო, შენ ამათ ნიჭს ვერ დაანახებ, ბოღმიანი ხალხია. წამოდი ჩემთან!!!
გელა
16 თებერვალი 2020 21:25
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული