"დინამო არენას" მედია დარბაზში თბილისის "დინამოს" გენერალურმა დირექტორმა ზაზა დოლიძემ და მთავარმა მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა გუნდის ახალწვეულები წარადგინეს:
ხოსე პერალესი, როინ კვასხვაძე, ომარ მიგინეიშვილი, ლუკა ლოჩოშვილი, გიორგი კუცია, ნიკა სანდოხაძე, ირაკლი ბუღრიძე, თორნიკე კაპანაძე, თორნიკე ახვლედიანი, ფილიპ ორშულა, ივან ტრუბოჩკინი, საიმონ ბენიო, პერნამბუკუ
23 თებერვალი იუნკერთა ხსოვნის დღეა. დინამოელები სუპერთასის მატჩზე შავი ფერის სათამაშო ფორმით იასპარეზებენ, რომელსაც გულზე იუნკერთა სახელები ექნება დატანილი.
შეგახსენებთ, საქართველოს სუპერთასზე თბისისის "დინამო" "საბურთალოს" შეხვდება - მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე 23 თებერვალს 17:00 საათზე
დაიწყება.
მე მიკვირს ჩხეტიანის რატო დათახმდა ფიფიას შემოთავაზებას შარშან ჩისკომ გუნდი ჩემპიონი გახადა ევროპა ლიგის პლეიოფამდე მიიყვანა კარგ ფეხბურთს თამაშობდა გუნდი ჩემპიონატის დონეზე და მაინც გაუშვეს და ჩხეტიანს რა გარანტია აქვს რომ არ დაემართება იგივე საბურთალოზეც ძალიან ნაწყენი ვარ მაგრამ დინამოსგან განსხვავებით ეს გუნდი 4-5 წელია მოდის სტაბილურად და ვითარდება.