"საქმემან შენმან წარმოგაჩინოს" - "ტორპედოს" ახალი მფლობელი რიხიანად იწყებს

AutoSharing Option
"ტორპედოს" ახალი მფლობელი ფაბიო მანინი კლუბში საქმიანობას რიხიანად იწყებს: ხვალ, 25 თებერვალს, 14:00 საათზე, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე პრესკონფერენციას ჩაატარებს და ახალ სპონსორზე, ეკიპირებაზე, ფან-შოპზე, ავტობუსზე, განახლებულ ვებგვერდსა და სხვა სიახლეებზე ისაუბრებს.

იქამდე კი მან კლუბის "ფეისბუქის" გვერდს შემდეგი განუცხადა:

"არ ვეძებდი მცირე და უმნიშვნელო კლუბებს, მინდოდა საუკეთესო. ქუთაისის "ტორპედო" ბოლო წლებში არაერთი თასის მფლობელი გახდა. შესაბამისად, ჩავთვალე, რომ ეს ჩემთვის საუკეთესო ვარიანტი იყო.

როდესაც შეთანხმებას ხელი მოვაწერე, გადავწყვიტე ერთი პუნქტის ჩამატება კონტრაქტში, რომელიც მავალდებულებს, რომ ყოველწლიურად მინიმუმ 400 ახალგაზრდა
ქართველ ფეხბურთელს შევუწყო ხელი წარმატებაში.

თუ გყავს სერიოზული სპონსორი, მაშინ შეიძლება დანაკარგის ამოღება, მაგრამ ეს ძალიან რთულია. ახალგაზრდა მოთამაშეების გაყიდვითაც ვერ იღებ შესაბამის მოგებას. ამ მხრივ, საქართველოში განსაკუთრებით რთულია სიტუაცია. ჩვენ გვყავს საქართველოს ბაზრით დაინტერესებული სპონსორი, ვისთან ერთადაც გვინდა საერთაშორისო ბრენდის სახით განვვითარდეთ.

მეორე საშუალება არის უძრავი ქონება - ყველა კლუბი მსოფლიოს მასშტაბით ავითარებს ტრენინგ-ცენტრებს, სასტუმროებს, აუზებს, სპორტულ დარბაზებს, მაღაზიებს - ეს არის შემოსავლის წყაროები. ქუთაისში არსებული მიწის გამოყენება გვინდა. ეს იქნება ტრენინგ-ცენტრები და არამხოლოდ ფეხბურთთან დაკავშირებული აქტივობები, თუმცა იქნება ბრენდი "ტორპედო ქუთაისი". სხვა გზას ვერ ვხედავ, გარდა დანაკარგისა".

მკითხველის კომენტარები / 16 /
სურათის წინა ფონზე მსგავსმა სახეებმა თუ აცალეს...
ბათუმის ფანი
25 თებერვალი 2020 12:42
1
იმედია ახალ ოსტაპ ბენდერთან არ გვაქ საქმე.D
hhh
25 თებერვალი 2020 11:48
2
ღმერთმაც ქნას ყველაფერი კარგად წავიდეს ისე რო წერთ ზოგიერთები ეს იტალიელი ხელის გულზე ატარეთო არიქა ასე და ისეო რო იცოდეთ მაფიოზურ საქმიანობაში ეგენი წყაროსთან წყალს არ დაგალევინებენ ნეტა ვცდებოდე ტოპედოსთან მიმარტებაში და ჯანდაბას ჩემი თავი.
zurabi
25 თებერვალი 2020 12:59
3
კლუბის მიწები უნდა გამოვიყენოო, ხომ ამბობს? ხომ არ მეშლება? გეუბნებოდით რისთვისაც ყიდულობდა, მაგრამ ან არ მიბეჭდავთ, ან ქომაგი არ მეთანხმება. ტორპედოს დიდი ქონება აქვს, ამიტომაც არავის სამათხოვრო არაფერი გვჭირს. მეორე ქართველი ბიზნესმენები აზრზე არ არიან ან ქართველს ცუდ პირობებს თავაზობენ. და ბოლოს, შეიძლება ამ საქმიდან რამე გამოვიდეს, მაგრამ დიდი რისკიც არის ქონების უაზრო დაკარგვის. დაველოდოთ 3 წელი.
ჰაჰა
25 თებერვალი 2020 12:48
1
d p minda mivmarto , vinaxar erti cheni teleponi momcere, me rogorac minda ise davcer chen vin gekitxeba, kutaisis meri ra chuachia, kutaiseli var xo babuachemis babuac kutaiseli iko da es kalaki mtel msoplios mirchevnia, chen ra ginda me ki vici, kidev ertxel geubnebi chkuas mouxme da chen sakmes mixed
KUTAISELI
26 თებერვალი 2020 15:39
0
borjomi geyida upro cnobadi brendia P.S riti piqrobs xalxi gagvanatlo iqneba nichiero xalxi dzalianac sworad piqrobs umetesad
kaxa
25 თებერვალი 2020 01:39
13
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული