[წარდგენა] ჩემპიონი ვარდისფერი სათვალეებით

AutoSharing Option
თბილისის "დინამომ" 2019 წელი ჩემპიონობით დაასრულა და ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს სწორედ დინამოელები წარადგენენ. იმის შესახებ, თუ როგორ გაძლიერდა ან/და რა შემადგენლობა ჰყავს დედაქალაქურ კლუბს, მოცემულ სტატიაში წაიკითხავთ.

ჩემპიონი გუნდი, ტრადიციისამებრ, საშინაო შეხვედრებს "დინამო არენაზე" ჩაატარებს. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ 26 მარტს საქართველოს ნაკრებს აქვს ამ სტადიონზე შეხვედრა ჩასატარებელი, დედაქალაქური გუნდი სანაკრებო მატჩამდე ეროვნული ლიგის შეხვედრებს სტუმრად გამართავს.

"დინამოს" მთავარ გუნდს 42 წლის კახაბერ ჩხეტიანი გაუძღვება, რომელიც ქართველი ქომაგისთვის ქუთა
ისის "ტორპედოდან" გახდა ცნობილი. თუმცა ჩხეტიანს მანამდეც უმუშავია თბილისურ კლუბში, ის გია გეგუჩაძის ასისტენტი იყო.

შემადგენლობა

მეკარები: როინ კვასხვაძე, ხოსე პერალესი, ომარ მიგინეიშვილი.

დაცვა: ლუკა ლოჩოშვილი, ნიკა სანდოხაძე, დავით კობოური, გიორგი ქიმაძე, ნოდარ იაშვილი, საიმონ ბენიო, ივან ტრუბოჩკინი.

ნახევარდაცვა: ბაქარ ქარდავა, გიორგი ზარია, გიორგი კუხიანიძე, აკაკი შულაია, გიორგი პაპავა, გიორგი კუცია, ირაკლი ბუღრიძე, თორნიკე ახვლედიანი, ნიკა ნინუა, ნოდარ ქავთარაძე.

თავდასხმა: კვამე კარიკარი, ლევან მჭედლიძე, ვიტორ პერნამბუკო, ფილიპ ორშულა, თორნიკე კაპანაძე.

ლეგიონერების ტრანსფერები

ფილიპ ორშულა - 27 წლის თავდამსხმელი, რომელიც ბოლოს ტრნავის "სპარტაკში" თამაშობდა. ის კლუბის სათადარიგო ფეხბურთელი იყო, გასული სეზონში სლოვაკეთში 20 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 1 გოლი გაიტანა. მანამდე თამაშობდა ჩეხეთის "სლოვან ლიბერეცში", 2018 წლის სეზონში 24 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა. ღრმა ყმაწვილობაში ჰქონდა კარგი კარიერა, ისევე, როგორც ბევრ ქართველ ფეხბურთელს, თუმცა ბოლო წლებში მისი თამაში რეგრესისკენ არის მიმართული.

ივან ტრუბოჩკინი - 26 წლის მცველი, რომელიც ბოლოს დონეცკის "ოლიმპიკის" სკამს თითქმის არ მოშორებია. ნახევარი წლის განმავლობაში სულ სამ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, ჯამში 95 წუთი ითამაშა. ახალგაზრდობაში მასაც კარგი კარიერა ჰქონდა.

საიმონ ბენიო - 27 წლის მცველი, რომელიც ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის "მირანდესში" თამაშობდა. "მირანდესმა" ბენიოს გუნდში ყოფნის განმავლობაში 30 შეხვედრა ჩაატარა. აქედან 5 შეხვედრაში ფეხბურთელი ძირითად შემადგენლობაში იყო. სხვა შემთხვევაში ან სკამზე იჯდა, ან განაცხადშიც ვერ ხვდებოდა. ის ტოგოს ნაკრების ფეხბურთელია, თუმცა იქაც სათადარიგოთა შორისაა.

პერნამბუკო - 21 წლის თავდამსხმელი, სხვა ლეგიონერებთან შედარებით, პერსპექტიული ფეხბურთელია. ბოლოს უკრაინულ "ლვოვში" თამაშობდა და 19 შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა. ის თბილისის "დინამოში" მომავალ სეზონში იჯარის წესით ითამაშებს.

მატჩები 2020 წელს:

"დინამო" - "ვოლუნტარი" 1:3 ( რუმინეთის 1 ლიგა, ბოლო, მე-14 ადგილი)
"დინამო" - "არდა" 2:3  (ბულგარეთის 1 ლიგა, მე-9 ადგილი)
"დინამო" - კრაკოვის "ვისლა" 2:3 (პოლონეთის ექსტრაკლასა, მე-13 ადგილი)
"დინამო" - "რადნიკი" 2:2 ( სერბეთის სუპერლიგა, მე-11 ადგილი)
"დინამო" - "მლადოსტი" 0:1 (ბოსნია და ჰერცეგოვინის პრემიერლიგა, მე-9 ადგილი)
"დინამო" - "ოლექსანდრია" 1:0 (უკრაინის პრემიერლიგა, მე-5 ადგილი)
"დინამო" - კიევის "დინამო" 0:2 (უკრაინის პრემიერლიგა, მე-2 ადგილი)
"დინამო" - "საბურთალო" 0:1 ( საქართველოს სუპერთასი)
შეფასება

როგორც წინა სეზონებში იყო, კლუბმა წელსაც უცნაური სატრანსფერო პოლიტიკა აწარმოა. აქამდე მსგავს გადაწყვეტილებებს წარმატება მხოლოდ შიდა ჩემპიონატში მოჰქონდა, თუმცა ევროტურნირებზე შედეგი ყოველთვის უარყოფითი გახლდათ.

აი, ამ ტრანსფერების ფონზე კლუბმა ყველაზე მეტად კარის ხაზი გააძლიერა, ხოსე პერალესი გუნდში მოაბრუნა, როინ კვასხვაძე "ტორპედოდან" დაიმატა და ომარ მიგინეიშვილი "საბურთალოდან" გადმოიბირა. იქნებ ჯობდა, გუნდს აღნიშნული 3 მეკარიდან 1 დაემატებინა, არ გაენათხოვრებინა გიორგი მამარდაშვილი და მესამე მეკარედ მოთამაშე აკადემიიდან დაემატებინა?! ხოლო ამ ფეხბურთელებისთვის გადახდილი ხელფასით, სხვა პოზიციაზე მოეყვანა ძლიერი მოთამაშე?!

"დინამო", ტრადიციულად, იმავე წრეზე ტრიალებს და ვარდისფერი სათვალეებით უყურებს ევროტურნირებს. კლუბი კვლავ ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტი იქნება, მაგრამ ევროტურნირებზე ამ გუნდით შორს ვერ წავლენ...

alt[წარდგენა] ეგზოტიკური ტრანსფერების გუნდი - მიზნის გარეშე

alt[წარდგენა] ფრუიძის გარეშე - საჩხერელთა ახალი გამოწვევა

alt[წარდგენა] ბიჭები ძმობისა და მეგობრობის ქალაქიდან...

alt[წარდგენა] "გასწი, მერანო" - შეძლებენ თბილისელები უმაღლესში თავის წარმოჩენას?

alt[წარდგენა] იქნებიან ალაზნისპირელები კახური ღვინოსავით გამორჩეულები?







მკითხველის კომენტარები / 10 /
ქართული ფეხბურთის გადასარჩენად ერთი რესურსი კიდევ დაგვრჩა - მენტალური მომზადება!
gujakakhadze
21:34 28-02-2020
0
ეჰ, რა დრო იყო, ეს გუნდი ევროპის გრანდებს ტოლს არ უდებდა.... (((
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული