[წარდგენა] ევროტურნირების გუნდი - რომელიც მზად არ არის

AutoSharing Option
საქართველოს ევროტურნირებზე კიდევ ერთი კლუბი "ლოკომოტივი" წარმოაჩენს, რომელიც დიდ ხნიანი განშორების შემდეგ ევრო სარბიელს უბრუნდება. რა შეიცვალა კლუბში, გაძლიერდა თუ დასუსტდა, ამას სტატიაში იხილავთ.

კლუბს მიმდინარე სეზონშიც 40 წლის ლევან კორღალიძე გაწვრთნის, რომელიც მთავარი მწვრთნელის რანგში პირველად უძღვება გუნდს.

რკინიგზელები მიმდინარე სეზონში საშინაო შეხვედრებს მიხეილ მესხის სათადარიგო მოედანზე ჩაატარებენ.

შემადგენლობა

მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი, ლუკა შეროზია, რეზო ლომიძე.

დაცვა: ნიკა ჭანტურია, ალექსანდრე გურეშიძე, ალექსანდრე ანდრონიკაშვილი, ჯემალ ჯინჯოლავა, დავით უბილავა, თორნიკე კირკიტაძე, ცოტნე კაპანაძე, გიორგი გაბაძე.

ნახევარდაცვა: თორნიკე ძებნიაური, დავით სამურკასოვი, თემურ
შონია, სანდრო შეწირული, ალექსანდრე კობახიძე, ბექა დარცმელია, იმრან ოულად ამარი, ლევან ჟორდანია, დავით კირკიტაძე.

თავდასხმა: რევაზ ინჯგია, გიორგი იაკობიძე, ირაკლი სიხარულიძე, მამია გავაშელიშვილი, შოთა შეყილაძე.

ამხანაგური მატჩები 2020 წელს:

  • "ლოკომოტივი" - "სპაერი" 2:1
  • "ლოკომოტივი" - "თელავი" 3:1
  • "ლოკომოტივი" - "ზაქათალა" 2:0 (აზერბაიჯანის მეორე ლიგა, მე-4 ადგილი)
  • "ლოკომოტივი" - "ვიტ ჯორჯია" 3:1
  • "ლოკომოტივი" - "ფრედერიცია" 0:1 (დანიის მეორე ლიგა, მე-2 ადგილი)
  • "ლოკომოტივი" - "მარიუპოლი" 2:1 (უკრაინის პრემიერ ლიგა, მე-7 ადგილი)
  • "ლოკომოტივი" - "შაგადამი" 1:1 (თურქმენეთის უმაღლესი ლიგა)
  • "ლოკომოტივი" - "ტუკუმსი" 0:1 (ლატვიური ვირშლიგა)

შეფასება

"ლოკომოტივი" ყველაზე ახალგაზრდული გუნდია ეროვნულ ჩემპიონატში, რკინიგზელები აქცენტს ახალგაზრდებზე აკეთებს და ამავდროულად მაქსიმალურად ენდობა აკადემიის აღზრდილებს.

მაგრამ ისიც უნდა ვთქვათ, რომ როცა კლუბი ევროტურნირების საგზურს მოიპოვებს, გაცილებით მეტი აქტიურობაა საჭირო, რადგან ამ გუნდს შეიძლება პირველივე ეტაპის გადალახვაც გაუჭირდეს.

გუნდის მთავარი გაძლიერება ალექსანდრე კობახიძის დამატებით შემოიფარგლა, რაც ნამდვილად კარგი ტრანსფერია. თუმცა სხვა შემთხვევაში, ძალიან ბევრ პოზიციაზე ნამატი ესაჭიროება.

ერთადერთი ლეგიონერი, რომელიც კლუბში ამ ზამთარს ჩაირიცხა, ეს 22 წლის მაროკოელი შემტევი ნახევარმცველი იმრან ოულად ომარია. მანამდე ის სლოვაკურ, ჰოლანდიურ და რუმინულ გუნდებში თამაშობდა, სადაც განსაკუთრებული სათამაშო დრო არ ეძლეოდა.

კლუბის ხელმძღვანელობას მეტი აქტიურობა მართებს, არამარტო სატრანსფერო ბაზარზე, არამედ გულშემატკივრის მოზიდვის მხვრივაც, რადგან კლუბს ქომაგების მინიმალური რაოდენობა ჰყავს.

alt[წარდგენა] მზე, ზღვა, ახალი სტადიონი, გამორჩეული გულშემატკივარი...

alt[წარდგენა] ყველაზე ხმაურიანი გუნდი ეროვნულ ჩემპიონატში

alt[წარდგენა] ჩემპიონი ვარდისფერი სათვალეებით

alt[წარდგენა] ეგზოტიკური ტრანსფერების გუნდი - მიზნის გარეშე

alt[წარდგენა] ფრუიძის გარეშე - საჩხერელთა ახალი გამოწვევა

alt[წარდგენა] ბიჭები ძმობისა და მეგობრობის ქალაქიდან...

alt[წარდგენა] "გასწი, მერანო" - შეძლებენ თბილისელები უმაღლესში თავის წარმოჩენას?

alt[წარდგენა] იქნებიან ალაზნისპირელები კახური ღვინოსავით გამორჩეულები?


მკითხველის კომენტარები / 6 /
Miaweqit bijebo aravize naklebi tqven arxart
Bacho
01 მარტი 2020 00:01
1
არა ლოკომოტივი შორს ვერ წავა ესე კაი ფეხბურთელები გაუშვეს იმის მაგივრად რო შეენარჩუნებინათ მაინც გუნდი გაძლიერებაზე ხო ზედმეტია ლაპარაკი
რაული
29 თებერვალი 2020 22:29
0
ქართული ფეხბურთის გადასარჩენად ერთი რესურსი კიდევ დაგვრჩა - მენტალური მომზადება!
gujakakhadze
29 თებერვალი 2020 21:51
5
ჩვენი სურვილია ოთხივე ქართული გუნდი ჩემპიონთა და ევროპა ლიგის ჯგუფში მოხვდეს,მაგრამ ავტორი ნამდვილად რეალობას წერს და ვეთანხმები. არა მარტო ლოკომოტივი ყველა გუნდს ცუდი შედეგი ექნებათ ევროტურნირებზე. ღმერთმა ქნას ვცდებოდე.
გოგა
29 თებერვალი 2020 20:41
1
რატომ გონია რომ პირველი ეტაპოს გადალახვა შეიძლება გაუჭირდეთ?ნაცვლად იმისა რომ პოზიტიურად დაწერე გუნდზე აუგად იხსენიებ,რომ გადალახოს ის ეტაპო ალბათ დაიბოღმები
avtors
29 თებერვალი 2020 19:22
13
დანარჩენი სამისგან განსხვავებით რომელთა კრიტიკაშიც ავტორს არც მე ვეთანხმები ლოკომოტივი მართლა ცუდ დღეშია, რაღაც ბავშვთა გუნდს ჰგავს, ეგეთი დუბლები უნდა ჰყავდეს თავმოყვარე გუნდს, შევრცხვებით ევროტურნირებზე, მეტი პასუხისმგებლობა მოეთხოვება ხელმძღვანელობას...
zura
29 თებერვალი 2020 22:35
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული