შეცვლილი ფორმატით - საქართველოს ეროვნული ლიგის განახლების თარიღი ცნობილია

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე განცხადება გამოაქვეყნა და ეროვნული ლიგის განახლების თარიღად 25 ივნისი დაასახელა.

sportall.ge უცვლელად გთავაზობთ განცხადების ტექსტს:

"ეროვნული ლიგის 2020 წლის სეზონი 25 ივნისს განახლდება. ჩემპიონატის განახლებამდე მომდევნო კვირის განმავლობაში ეროვნული ლიგის 10-ვე გუნდის ფეხბურთელებს პირველადი ტესტირება ჩაუტარდებათ. სავარჯიშო პროცესი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებით წარიმართება. მატჩების განახლებამდე კი მოთამაშეები ტესტირებას ხელმეორედ გაივლიან.

ეროვნული ლიგა შეცვლილი ფორმატით განახლდება, რაც გულისხმობს ჩემპიონატის 4 წრის ნაცვლად, 2 წრედ ჩატარებას. შესაბამისად, გარდა
მარტში გამართული ორი ტურისა, სეზონის განახლების შემდეგ ეროვნული ლიგის მონაწილე კლუბები 16 ტურს ითამაშებენ. მატჩები საწყის ეტაპზე მაყურებლის გარეშე გაიმართება. სეზონის განახლებასთან დაკავშირებული ყველა ინფორმაცია ეცნობა ეროვნული ლიგის მონაწილე ყველა კლუბს.

სეზონის განახლება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს რეკომენდაციების საფუძველზე მოხდება. აღნიშნული ითვალისწინებს ყველა იმ საჭირო პროცედურას, რაც აუცილებელია ეროვნულ ლიგაში ჩართული ყველა პირის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად.

საწყის ეტაპზე სეზონის განახლება ეხება მხოლოდ ეროვნულ ლიგას. საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის სხვა ლიგებისა და თასის თამაშების განახლებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მოგვიანებით გახდება ცნობილი."

ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა დაამატა, რომ "საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, "კრისტალბეთ ეროვნული ლიგის", "კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2"-ის, ლიგა 3-ისა და ლიგა 4-ის ყველა კლუბი საწევრო გადასახადისგან გათავისუფლდა. კლუბებს აღნიშნული თანხის გამოყენება იმ რეკომენდაციების შესასრულებლად შეეძლებათ, რომელიც შექმნილ სიტუაციაში აუცილებელია. ამასთან ერთად, ფეხბურთის ფედერაცია საკუთარ თავზე იღებს ტესტირებისთვის საჭირო ყველა ხარჯს."


მკითხველის კომენტარები / 7 /
აბა სამტრედიაში ქუთაისში ბათუმში თელავში გორში პოლიციას დიდი ჯაფა დაადგება ხალხის შესაკავებლად ამ ჩამოთვლილ ქალაქებში ისეა ხალხი მონატრებული ფეხბურტს სპეც რაზმები იქნება საჭირო ალბათ.
sosia
21:32 29-05-2020
3
შემოდგომა-გაზაფხულის სისტემას დავუბრუნდეთ აჯობებს,მთელი ევროპა როგორც თამაშობს(მგონი 2სკანდინავიური ქვეყნის გარდა)ამ სისტემამ არაფერი შემატა ქართულ კლუბებს და ნაკრებს-90%ზე მეტი საფეხბურთო ექსპერტი და გულშემატკივარი დამეთანხმება. არც დონე აწეულა და არც კლასი მარტში ჩემპიონატის დაწყებით
ზეზვა
20:54 29-05-2020
6

სიახლეები პოპულარული