4 ივლისს, ეროვნული ლიგის მეოთხე ტურში "თელავმა" საკუთარ მოედანზე "სამტრედია" 3:1 დაამარცხა.
"თელავმა" ისტორიაში საქართველოს ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა, 6 ქულით მეოთხე ადგილიზეა და 10 ივლისს თბილისში "საბურთალოს" შეხვდება.
"სამტრედია" 4 ქულით მეექვსე პოზიციაზეა და 9 ივლისს "ჩიხურას" უმასპინძლებს.
თელავი. "კავკასიონი არენა"
თელავი - სამტრედია 3:1
გოლები: 1:0 ბერიაშვილი (4), 1:1 ყურბანოვი (9, პენ), 2:1 რუხაძე (22, პენ), 3:1 ძოწენიძე (54)
თელავი (3-4-3): გოშაძე, თოლორდავა (კ), ბერიაშვილი, ჩუკვურა, ძოწენიძე, ჩაბრაძე, მ. ბაშელეიშვილი, რუხაძე (ნ. ბაშელეიშვილი 86), მოსიაშვილი (ვარშანიძე 58), სამუშია (კვასოვი 72), კოხრეიძე
მწვრთნელი: გოცირიძე
სამტრედია (4-4-2): სეფიაშვილი (კ), კილასონია, ახალაძე (ფერეირა 85), ინკუმი, კვირკვია (ლუკავა 63), ქოჩლაძე (ილურიძე 46), ყურბანოვი, მესიაჩენკო, დისი, სამბუ, იმნაძე
მწვრთნელი: კაჭარავა