თბილისის "დინამო" სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

AutoSharing Option
საფეხბურთო კლუბი თბილისის "დინამო" კლუბის გარშემო ბოლო დღეებში გავრცელებულ ცნობებს გამოეხმაურა და ოფიციალური განცხადება გააკეთა.

"რამდენიმე დღის განმავლობაში სხვადასხვა საინფორმაციო საშუალების მეშვეობით ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, თითქოსდა რამდენიმე დღის წინ წყნეთის გზაზე მომხდარი კრიმინალური თავდასხმა საფეხბურთო კლუბ თბილისის "დინამოს" წილების თაობაზე მიმდინარე დავასთანაა დაკავშირებული.

ასევე გავრცელდა არასწორი ინფორმაცია, თითქოსდა საფეხბურთო კლუბი თბილისის "დინამო" ჩართულია სასამართლო დავაში და ორი ინსტანციის სასამართლოში დასრულდა საფეხბურთო კლუბ თბილისის "დინამოს" წინააღმდეგ.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ საფეხბურთო კლუბ თბილისის "დინამოს" წილებთ
ან დაკავშირებით არ მიმდინარეობს არანაირი სახის სამართლებრივი ან კომერციული დავა არც საქართველოში და არც სხვა რომელიმე ქვეყნის სასამართლო სისტემაში. ამის თაობაზე გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს.

ამასთან, საფეხბურთო კლუბი თბილისის "დინამო" არ არის ჩართული არანაირი სახის სასამართლო დავაში, რაც შესაძლოა უკავშირდებოდეს წილების გადანაწილებას ან კლუბის მიმართ რაიმე უფლებების განხორციელებას. შესაბამისად, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოსდა საფეხბურთო კლუბი თბილისის "დინამო" ან მისი პარტნიორები ჩართულნი არიან სასამართლო დავაში, რომელიც ორი ინსტანციის სასამართლოში დასრულდა, არ შეესაბამება სინამდვილეს.

კლუბი სრულად არის კონცენტრირებული საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატსა და ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის თამაშებზე, რათა მიმდინარე საფეხბურთო სეზონშიც შეინარჩუნოს საქართველოს ჩემპიონის ტიტული და მისი ერთგული გულშემატკივარი ევროპულ ასპარეზზე წარმატებული გამოსვლით გაახაროს!" - წერია "დინამოს" განცხადებაში.



მკითხველის კომენტარები / 8 /
.."და მისი ერთგული გულშემატკივარი ევროპულ ასპარეზზე წარმატებული გამოსვლით გაახაროს!",ამ ბოლო ფრაზას აშკარად აკლია-რაც ბოლო წლების მანძილზე არაერთხელ უქნია:))
0
მაგ ინფორმაციას იმიტომ აჟღერებენ ლერიას ბნელი წარსული რო დაიმალოს..და არა მარტო მისი.გამგები გაიგებს
პეპე
19:10 03-08-2020
1

სიახლეები პოპულარული