ეროვნული ლიგა. X ტური: "სამტრედიამ" და "ლოკომოტივმა" ქულები გაიყვეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
17 აგვისტოს, ეროვნული ლიგის მეათე ტურში "სამტრედიასა" და "ლოკომოტივის" მატჩი 0:0 დასრულდა.

მასპინძლები უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ გოლის გატანა ვერ მოახერხეს და ფრეს დასჯერდნენ. რაც შეეხებათ სტუმრებს, ევროპა ლიგის მატჩის წინ საუკეთესო ფორმაში ნამდვილად არ არიან.

"ლოკომოტივი" 13 ქულით მეექვსე ადგილზეა და 12 სექტემბერს "ჩიხურას" უმასპინძლებს, ხოლო 9 ქულით მეშვიდე პოზიციაზე მყოფი "სამტრედია" 13 სექტემბერს ქუთაისში "ტორპედოს" დაუპირისპირდება.

სამტრედია. "ეროსი მანჯგალაძე"
სამტრედია - ლოკომოტივი 0:0
სამტრედია (4-4-2): სიკაჩი, რუხაია, კილასონია (კ), ახალაძე (დაფე 59), ჯგერენაია, თოთაძე, კვირკვია (ინკუმი 21), დისი, პავიშიჩი, თარგამაძე,
იმნაძე

მწვრთნელი: კაჭარავა

ლოკომოტივი (4-3-3): მამარდაშვილი, ანდრონიკაშვილი, სანდოხაძე, მჭედლიშვილი, უბილავა (კ), დარცმელია, შონია, სამურკასოვი (კირკიტაძე 55), იმრანი (გავაშელიშვილი 64), ძებნიაური (კობახიძე 55), სიხარულიძე

მწვრთნელი: ჭიაბრიშვილი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული