კახა ჩხეტიანმა თბილისის "დინამო" დატოვა

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე "ტირანასთან" 0:2 დამარცხების შემდეგ მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა თბილისის "დინამო" დატოვა, - ამის შესახებ ინფორმაცია კლუბის "ფეისბუქის" გვერდზე გავრცელდა.

"კახა ჩხეტიანმა დედაქალაქური გუნდის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. ამასთან დაკავშირებით კახამ ჩვენი კლუბის ვებგვერდზე გააკეთა კომენტარი.

კახა ჩხეტიანი: "გუშინ დასრულებულ მატჩს სოციალურ ქსელში "დინამოს" ფეხბურთელების, მწვრთნელების და ხელმძღვანელობის ბულინგი მოჰყვა. ყველაფერზე პასუხისმგებელი მე ვარ და რომ არ გაილანძღოს ის ხალხი, ვინც მე ამ გუნდის მთავარი მწვრთნელობა მანდო და ასევე, ფეხბურთელები, რომელთა იმედიც მქონდა და მომავალშიც მექნება - ვიღებ
გადაწყვეტილებას, რომ დავტოვო კლუბი.

მადლობა ხელმძღვანელობას, კლუბის თითოეულ თანამშრომელს, ჩემს სტაფს, ფეხბურთელებს, რომლებიც ჩვენთან ერთად თავდაუზოგავად შრომობდნენ; მადლობა ერთგულ გულშემატკივარს, რომელიც "დინამოს" ყველა შეხვედრისას გვერდით უდგას. მინდა ყველას წარმატება ვუსურვო".

კლუბი ოფიციალურ განცხადებას უახლოეს მომავალში გააკეთებს.

მკითხველის კომენტარები / 67 /
ბატონო კახა! ეს ბოდიშის მოხდასთან ერთად რომ გაგეკეთებინა, უფრო ჩაგეთვლებოდა. სამწუხაროდ მხოლოდ თქვენ არა ხართ დამნაშავე "დინამოს" ამ დონემდე მიყვანისა. ბატონი რომან ფიფიაა მთავარი დამნაშავე ამაში და ის როგორ მოვიშოროთ მაგაშია პრობლემა. ერთ რამეს გატყვით. ჟორდანიას "მეფობისას" ბევრი სამარცხვინო ფაქტი ხდებოდა "დინამოში", არაერთხელ დავწერე სპორტში და ყველაფერი ბურუსში იყო გახვეული. ვერაფერს რომ ვერ მივაღწიე, გაზეთში ფეხბურთის ფედერაციასთან საპროტესტო აქციის გამართვის და ჟორდანიას გადადგომის მოთხოვნით გულშემატკივართა შეხვედრის თარიღი და დრო გამოვაცხადედ ბატონების მერაბ მამულაშვილის და კონსტანტინე გოგიშვილის თანხმობით. აბა რა გითხრათ. დასვენების დღეს, შუადღისას, კარგ ამინდში, სულ 20 კაცი მოვიდა. ბატონი მერაბ მამულაშვილიც იქ იყო და დამიდასტურებს რამე რომ იყოს. გარემოებებმა და ჩემმა გაუსაძლისა ხასიათმა სამშობლოს მომაშორა და გეფიცებით, საქართველოში რომ ვიყო აქამდე ავაოხრებდი ფიფიას რეზიდენციას. დათქვით დღე, შეიკრიბეთ, ათასობით, და შეუსრულეთ მაგ ნაძირალას. სიგიჟემდე ვამაყობ ქართული ფეხბურთით და მისი ტრიუმფით, "დინამო" ხომ ხატია ჩემთვის, დარწმუნებული ვარ ასეთი მე მარტო არა ვარ. ჰოდა მოშორდით ამ დედანატირებ კლავიატურას და ვისაც გული შეგტკივათ გამოდით. აბა გულშემატკივარი რატო გვქვია?!
ადმინ არ დამიბლოკო გთხოვ.
emigranti
21 აგვისტო 2020 02:17
2
ტექნიკაზე, ტაქტიკაზე და ფიზმომზადებაზე აუცილებელია მენტალური მომზადების დამატება. ამის გარეშე წინსვლა ვერ იქნება და მოედანზე მუდმივად ვიხილავთ შენელებულ აზროვნებას, მის შესაბამის თამაშის დაბალ ტემპს და ასევე ბურთის დიდხანს დაყოვნებას!
მენტალური მომზადების ცენტრი
20 აგვისტო 2020 20:49
2
პარლამენტთანაც უნდა იკრიბებოდეს ხალხი როცა საჭიროა და დინამოს რეზიდენციასთანაც, მარტო ფიფიასი ნაღდად არაა თბილისის "დინამო", ეს საქართველოს წამატებული ფეხბურთის და საამაყო ისტორიის მთავარი ნაწილია, ვინაა ფიფია, ფიფის კი არა ბერლუსკონის და ანიელის უწყობდნენ ობსტრუქციას, როცა რამე არ მოსწონდათ, ან ესპანეთს გადახედეთ. ბერკეტი არის ხალხი, რომელიც სულგრძელად და პატიოსნად ელოდება დინამოსგან წარმატებას, მაგრამ ფიფიას ეს არ ესმის და არც აინტერესებს. სანამ უნდა ვუთმინოთ ამ დინამოსადმი გულცივ არსებას, გადადგეს, გაყიდოს ან გააყიდინონ დინამო.
21 აგვისტო 2020 00:25
3
ბატონო მარაზმატიკო ანიელის და ბერლუსკონის პასუხს თხოვდნენ ბევრად უფრო ნაკლებზე ჯერ კიდევ რომ რაღაც დონეზე იყვნენ და ხალხიც იმიტომ დადიოდა, ეს დონე კიდევ სამოყვარულოა და ხალხიც არ დადის რომელ მორალზე მელაპარაკები დააგდე მილანის დონე ტლად აქამდე და ვინ ივლის ვნახავ, დინამო ერთ ერთი დასწერბადი გუნდი იყო ევროპაში, ხალხი გააქციეთ სტადიონიდან დაუმთავრებელი უპასუხისმგებლობით თან ხალხს ეუბნები მოდითო და თუ გკითხე სად მოვიდეთ აი ამ მძღნერზეო რა გაგიკეთებიაო იმას ეუბნები და აქეთ "ეშპილკავები", იმიტომაც თამაშობთ ცარიელი ტრიბუნების წინ და ასევე ითამაშებთ სანამ აზრზე არ მოხვალთ, ფიფიას რა გაუკეთებია, ფიფიამ მოკლა დინამოს იმიჯი, ფიფიას დროს გუნდს არანაირი მიზანი აღარ აქვს, ფიფია ის კაცია თვითონ რომ ამბობს 100 უცხოელი მოვიყვანე და მარტო ჩისკომ გაამართლაო, ნორმალური კაცი ამის მერე დარჩეებოდა ფეხბურთში? ან სად გაგიგია რომელ ტრადიციულ გუნდში რომ შედეგი მარტო გარემონტებული აკადემიით განისაზღვრებოდეს და პაგალოვნად ყველასთან აგებდეს მაგრამ მაინც წარმატებულ პრეზიდენტად ითველობდეს აქეთ ხალხს ლანძღავდეთ და მორალს უკითხავდეთ, აბა ერთი კარგად ჩამოკარი იქნებ გონს მოხვიდე.
კოტეს
21 აგვისტო 2020 03:19
1
ანიელის და ბერლუსკონის ის ხალხი უწყობდა ობსტრუქციას, ვინც ბილეთში და ატრიბუტიკაში ფულს იხდიდა, ვის გამოც სპონსორები რეკლამის უფლებას ყიდულობდნენ, ანუ ვინც დეფაქტო გუნდს ინახავდა. ჩვენთან კიდევ ევროთასებზე გაახსენდებათ გუნდი და მიტინგების უფლებას ითხოვენ. კარგით რა )) ვიდრე ამხელა წარმოდგენას შეიქმნიდეთ საკუთარ თავზე, ელემენტარულზე დაფიქრდით - ფიფიასთან შედარებით რა გაგიკეთებიათ კლუბისთვის და როცა მიხვდებით, რომ არც არაფერი, იქნებ ეს პრეტენზიები მაინც დაგიცხრეთ.
ერთადერთი, ვისაც მორალური უფლება აქვს პრეტენზია ქონდეს, გლადიატორებია, რომლებიც დარშიც და ავდარშიც გუნდს გვერდში უდგანან, თუმცა თქვენნაირი მოთხოვნებით ისინი არასდროს არ გამოდიან.
უკაცრავად ასეთი მწარე პასუხისთვის, თუმცა სიმართლეს თვალებში უნდა შეხედოთ.
კოტე
21 აგვისტო 2020 01:51
11
ყველა გამოხმაურება
ერთი მთხლე წავიდა,მეორე მოვიდა.ასე საქმე არ გამოვა.ასეთი მწვრთნელებით და საშუალოზე დაბალი დონის,ხურდაში გასაყოლებელი ფეხბურთელებით ვერაფერს გავხდებით.ბრაზილიის სკოლის გუნდების დონისაც კი არაა დინამო.არც მენეჯმენტი უვარგა. ნეტავ,ფიფიამ რუსეთში როგორ იშოვა ეს დიდი ფული? ეტყობა, რომ უპატიოსნოდ,თორემ ნიჭიერი და მონდომებული საქმის მკეთებელი ბიზნესმენი რაღაცას დაამგვანებდა გუნდს.
status quo
20 აგვისტო 2020 23:45
1
ადრეც ამბობდა პასუხისმგებელი მე ვარო და მაინც გუნდში იყო აიახლა ღირსეულად მოიქცა და დატოვა გუნდი თავიდანვე არ მომწონდა რომ დანიშნეს
KA
20 აგვისტო 2020 20:37
4
კახა ჩხეტიანს მინდა მადლობა ვუთხრა რომ დატოვა დინამო თბილისი ღირსეული ნაბიჯი გადადგი ღირსეულად თან ბოდიშის მოხდით მაგრამ!!! კახა ერთ რამეში არ დაგეთანხმები !!! ბულინგი კი არ მოყვა ინტერნეტსივრცეში ფეხბურთელების თქვენი და მთლიანად დინამო თბილისის არამედ!!! სამართლიანი შეფასებები მოყვა ქომაგებისგან სიმართლე ითქვა!!! და ამას ბულინგი არ ქვია!!! მაგრამ მესმის თქვენიც...თქვენს თავზე იღებთ პასუხისმგებლობას...ფეხბურთელები რომან ფიფია და დინამოს ხელმძღვანელი პირები კი ჩუმად არიან!!!და კიდევ დიდი მაგრამ!!! თქვენი გადადგომით წასვლით და სხვისი დანიშვნით მხოლოდ,სიტუაცია არ შეიცვლება!!! რა დონეზეც არიან ფეხბურთელები გაზრდილები იმ დონის ფეხბურთს ითამაშებენ მეტს ვერა!!! ანუ ბავშთა ფეხბურთი სავალალო დღეშია!!!არ ვითარდება სწორად შედეგი რომ მოიტანოს!!! ასევეა სამწვრთნელო კუთხითაც!!! ხოლო დინამო თბილისში კი სიტუაციას აფუჭებს არასწორი სელექცია!!! ჭ კლასის უცხოელებში რატომ ყრით ფულს?!?...ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტსაც მივმართავ რომ წამყვანი საფეხბურთო ქვეყნებიდან შეკრიბოს მასალები ერთ დიდ დოკუმენტის სახით როგორც ბავშთა ფეხბურთში ბავშვების აღზრდის კუთხით ასევე მწვრთნელების კვალიფიკაციის კუთხით სულ 5ადამიანის ვოიაჟი ეყოფა ამას ყველაზე მაქსიმუმ!!! და რომელი დეტალებიც კი ქართულ ტექნიკურ ფეხბურთს შეესაბამება დანერგეთ და ასევე ფიზ მომზადების კუთხით ბავშვთა ასაკიდან სწორად რომ აღიზარდონ ესეც!!! და შედეგი ამის Dემდეგ მოვა პლიუს ბავშვთა ფეხბურთში ფინანსების საჭირო დაფინანსება გაზარდეთ აიღეთ საკუთარ თავზე კლუბის მეპატრონეებმა რადგან ბევრ ნიჭიერს პერსპექტიული ტალანტიანს ბუნებრივად რომ აქვს თანდაყოლილი ყოველთვიური და შეკრებების ფულის გადახდის შესაძლებლობა არ გააჩნიათ!!! და თავს ანებებენ ფეხბურთს!!! და იკარგება ტალანტები!!! თუ არადა აგერ უდაბლესი შედეგებიც სახეზე გაქვთ!!!ფიფიავ ან გაითვალისწინე რჩევები ან ფეხბურთის მცოდნეები სუფთა წარსულის მქონე ხალხს მიყიდე გუნდი ქართველებს მხოლოდ!!! და არა აქ უკვე ძველ ყოფილ მეპატრონეებს!!! არც მათი დინამო თბილისი იყო გუნდი-იყო ფულის საკეთებელი დაზგა მხოლოდ!!! და ასევე ლევან კობიაშვილი თქვენც გაითვალისწინეთ ეს რჩევა როგორც ბავშვთა ისე ზრდასრულ ფეხბურთელთა ასევე მწვრთნელთა ბავშვთა თუ ზრდასრულთა განვითარების პროგრამის დანერგვა მასალების მოძიება ერთ დოკუმენტად აკინძვა და საქართველოშივე სემინარების გამართვა კვალიფიკაციის ასამაღლებლად და მწვრთნელად გახდომის მსურველთა დასაკმაყოფილებლად!!! მილიონებს ან ასი ათასობით რომ იხდით უცხოელ მწვრთნელებს ანდა ერთჯერად სემინარებზე რომ უშვებთ ერთ ორ ადამიანს და დიდი ხარჯები რომ ჭირდება ყოველივეს!!! თუ არადა ასე დაბეჩავებული შედეგები გექნებათ!!! ხალხნო ნურცერთი ნუღარ მივალთ სტადიონზე და იქნებ დაფიქრდნენ ? ასეც ვცადოთ ერთხელ რას იტყვით!? ჯერ კორონას გამო მაინც უმაყურებლოდ მოუწევთ მაგრამ გადაივლის ეს კორონაც და მერე ითამაშონ ცარიელი ტრიბუნის ქვეშ!!!
Simartle
21 აგვისტო 2020 01:01
2
თუ ამდენს შრომობთ და მაინც ეს შედეგი გაქვთ დაანებეთ თავი,სხვა საქმე სცადეთ. არ ყოფილა ფეხბურთი თქვენი საქმე
diñamo
21 აგვისტო 2020 10:08
3
წარმატების ფორმულა დიდიხანია გამოგონილია და უბრალოდ მას უნდა მიჰყვეთ - ტექნიკა, ტაქტიკა და ფიზმომზადება მხოლოდ საშუალო დონის პროფესიონალად ჩამოყალიბების საშუალებას იძლევა.

ელიტაში დასაბრუნებლად საჭიროა ის, რასაც ნოდარ ახალკაცი აკეთებდა - საჭიროა ეს ყველაფერი კიდევ უფრო დაიხვეწოს და აუცილებელია დაემატოს მენტალური მომზადება.

წინსვლის შემდეგი ეტაპი არის ჩემპიონობა და იქ ამ ყველაფერთან ერთად ფსიქოლოგიური მომზადებაც დაგჭირდებათ.

ამის გარეშე ქართული ფეხბურთის წინსვლა ვერ მოხდება და მოედანზე მუდმივად ვიხილავთ: შენელებულ აზროვნებას, მის შესაბამის თამაშის დაბალ ტემპს და ბურთის დიდხანს დაყოვნებას!
მენტალური მომზადების ცენტრი
21 აგვისტო 2020 11:08
2
ფიფია როგორ გავუშვათ? რა არაა ღირსი? ესეთი შედეგის დამდები პრეზიდენტი რომელ ნაღდ გულშემატკივარს უნდა, იმ ბარსელონის პრეზიდენტზე კარგია ფიფია დავიჯერო? და ჩემთვის დინამო უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ნებისმიერი სხვა გუნდი. დავიღალე, ამ ერთი კაცის გამო საყვარელ გუნდს როგორ არ ვუგულშემატკივრო???!!!! პ.ს ვეტერანები სად არიან დინამოს დიდიებას რომ ატარებენ???
გიორგი
20 აგვისტო 2020 23:34
1
კობიაშვილს პარლამენტში რა უნდა? ეს საქართველოში შეიძლება მოხდეს მხოლოდ! რა, საქმე გამოელია
zurab
20 აგვისტო 2020 23:32
6
ნამდვილად ღირსეული კაცია ჩხეტიანი.ფიფიას მორიგ ავამტიურას შეწირული.ამის ხელში ჟორდანია რო სანატრელი გაუხდება დინამოს.არანაორი ბერკეტი არაა ამ ფიფიას მოსაშორებლად ნეტავ?გამოვა დაიწყებს ეხლა ისევ,აკადემია,აკაფემია,აკადემია...ვის რა ფეხებად უნდა ეგ შენი აკადემია,თუ ყოველ წელს სირამარცხვინოდ უნდა გამოხვიდე ევროპაზე.მაგ აკადემიამდეც იზრდებოდნენ ფეზბურთელები დინამოში.ერთი საშუალო კლუბი ვერ შეიქმნა 30 წელიწადში საფეხბურთო ქვეყანაში არადა ყაზახებმა,ბელარუსებმა,აზერებმა,მოლდოველებმა შეძლეს,მალე სომხებიც შეძლებენ,ჩვენ კი ერთ უაზრო წრეზე ვტრიალებთ.
Master
20 აგვისტო 2020 23:09
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული