"გეგუჩაძე არსად მიდის, გუნდის მიზანი კვლავ ჩემპიონობაა!" – არჩილ ბერიძე

AutoSharing Option
ჯონი ბაკურიძის სახელობის ანგისას საწვრთნელ ბაზაზე "დინამო ბათუმის" პრეზიდენტმა არჩილ ბერიძემ დღეს პრესკონფერენცია გამართა. მან გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტის ირგვლივ გაჩენილ კითხვებს გასცა პასუხი და ფლამარიონ ჯოვინოს ტრანსფერთან დაკავშირებული საკითხებიც განმარტა.

არჩილ ბერიძე ("დინამო ბათუმის" პრეზიდენტი)

"გუნდის ბოლო შედეგებიდან გამომდინარე, უკმაყოფილება იყო. სიტუაცია გავაანალიზეთ და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გია გეგუჩაძე გააგრძელებს თავისი მოვალეობის შესრულებას მინიმუმ სეზონის ბოლომდე, – განაცხადა არჩილ ბერიძემ, – ვფიქრობთ, რომ ეს სეზონი აუცილებლად იქნება წარმატებული. გუნდის მიზანი უცვლელია – საქართველოს ჩემპიონობა. ფეხბურთელები, მთავარი მწვრთნელი და კლუბის
ხელმძღვანელობა ყველაფერს გავაკეთებთ ამ მიზნის მისაღწევად. მოთამაშეებსა და ხელმძღვანელებს შორის შეხვედრა გაიმართება. ვფიქრობ, გუნდი მომზადებული შეხვდება შემდეგ მატჩს და ეს ჩავარდნა წარსულს ჩაბარდება".

გეგუჩაძე "დინამო ბათუმს" 2018 წლის იანვრიდან წვრთნის. მან კლუბი ეროვნულ ლიგაში დააბრუნა, მომდევნო სეზონში კი გეგუჩაძის "დინამო" საქართველოს ვიცე-ჩემპიონი გახდა. ახალი სეზონი "დინამომ" არც ისე დამაჯერებლად დაიწყო, რასაც ევროპალიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველსავე მეტოქესთან (ბეერ შევას "ჰაპოელი") მარცხი მოჰყვა. მერე იყო ძალიან მნიშვნელოვანი თამაშის წაგება "დინამო თბილისთან" (1:3) და მარცხი საქართველოს თასზე, "გაგრასთან".

ბერიძემ დღეს ჯოვინოს ტრანსფერთან დაკავშირებითაც ისაუბრა: "ამ ნაბიჯის გადადგმა ჯოვინომ თვითონ მოისურვა და ჩვენც სხვა არჩევანი არ გვქონდა, გარდა იმისა, რომ მის კონტრაქტში ჩადებული პუნქტის გამო იჯარით "როტორში" გაგვეშვა.

კონტრაქტის გაფორმების წინ ჯოვინოს აგენტების მხრიდან იყო დაჟინებული მოთხოვნა, რომ ჩაწერილიყო გამოსასყიდი თანხა. ჩვენ ამის წინააღმდეგნი ვიყავით. თუ გამოსასყიდი თანხა არ ჩაიწერებოდა, ისინი ამ კონტრაქტს ხელს არ აწერდნენ და ჯოვინოს ვკარგავდით. ამიტომ წავედით დათმობაზე და ჩავწერეთ ბრაზილიელის კონტრაქტში გამოსასყიდი თანხა. ახლა, როდესაც ჯოვინომ გაშვება გვთხოვა, მასთან ახალი მოლაპარაკება დავიწყეთ. თანახმანი ვიყავით, კიდევ ერთხელ გაგვეორმაგებინა მისთვის ხელფასი, მაგრამ ჯოვინო შეუვალი იყო. მან პირდაპირ გვითხრა, რომ წასვლა სურდა. აგენტების თქმით, თუ არ გავუშვებდით, ისინი კონტრაქტის პუნქტს აამოქმედებდნენ. ეს იყო მიზეზი, რის გამოც ჯოვინომ დაგვტოვა. იძულებულები ვიყავით, რომ მის განათხოვრებას დავთანხმებულიყავით. ასე რომ არ გაგვეკეთებინა, ჯოვინოს მაინც ვერ შევინარჩუნებდით, რადგან იმ პუნქტს აამოქმედებდნენ.

ვფიქრობ, რომ ბათუმის "დინამო" დღესდღეობით წარმატებულია. უმაღლეს ლიგაში გადასვლიდან პირველივე წელს გუნდმა ჩემპიონობისთვის იბრძოლა და ვიცე-ჩემპიონი გახდა. მეორე წელს კიდევ ჩემპიონობისთვის იბრძვის. სადღაც წარუმატებლობა იქნება. ეს ცუდია, მაგრამ ჩვენ მიზეზები უნდა გავაანალიზოთ და დასკვნები გამოვიტანოთ".

dinamo.ge

მკითხველის კომენტარები / 15 /
მიხარია რომ დადებითად გადაწყდა, და კვლავაც გეგუჩადზე იკნება მწვრთნელი. მაგრამ იმედს ვიტოვებტ რომ კაი თავდამსხმელის პრობლემაც მოგვარდება, და ამავე დროს ყველაზე მნიშვნელოვანი მეკარის პრობლემაა, დზალიან სუსტი მეკარეა ალავიდზე, და ეს პრობლემა დზალიან სწრაფად უნდა მოგვარდეს.........
3
სწორი გადაწყვეტილებაა გეგუჩაძის დატოვება. ეხლა მთავარია დადგინდეს ამ ჩავარდნის მიზეზი. არც ისაა გამორიცხული ფეხბურთელთა გარკვეული ჯგუფის მხრიდან პროტესტს ჰქონდა ადგილი. ერთი რაც აუცილებლად უნდა გაკეთდეს, გუნდს სჭირდება მაღალი დონის მეკარე, შემადგენლობის ძირითადი ბირთვის შენარჩუნება და 2-3 მაღალი დონის ფეხბურთელის დამატება. მეტი არცაა საჭირო ჯგუფის დასადებად. ნუ პატარა გამართლებაც საჭიროა
რომელუ
09:41 23-09-2020
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული