პრობლემებით სავსე "ტორპედო" "ლოკომოტივთან" განადგურდა [VIDEO]
AutoSharing Option
Mute
Current Time 0:00
/
Duration Time 0:00
Loaded: 0%
Progress: 0%
Stream TypeLIVE
Remaining Time -0:00
Playback Rate
1
Chapters
Chapters
descriptions off, selected
Descriptions
subtitles off, selected
Subtitles
captions off, selected
Captions
Audio Track
This is a modal window.
The media could not be loaded, either because the server or network failed or because the format is not supported.
Caption Settings Dialog
Beginning of dialog window. Escape will cancel and close the window.
AUTO PLAY
დღეს, 1-ელ დეკემბერს, საქართველოს ეროვნული ლიგის მე-17 ტურის შეხვედრაში ქუთაისის "ტორპედომ" საკუთარ მოედანზე თბილისის "ლოკომოტივი" მიიღო და დიდი სხვაობით დამარცხდა - 1:5.
არადა, ქუთაისელებმა შეხვედრა კარგად დაიწყეს და თბილისელთა შეცდომის შედეგად ანგარიში პირველივე წუთზე გიორგი ფანცულაიამ გახსნა. "ლოკომ" 22-ე წუთზე გავაშელიშვილის გოლით გაათანაბრა, 10 წუთში კი სიხარულიძემ სტუმრები წინ გაიყვანა. პირველი ნახევარი 1:2 დასრულდა.
49-ე წუთზე კი ირაკლი სიხარულიძემ დუბლი შეასრულა. ამას 69-ეზე გავაშელიშვილის დუბლი მოჰყვა და 71-ე წუთზე კი შეხვედრის საბოლოო ანგარიში ომარ იმრანმა დააფიქსირა.
ამ გამარჯვების შემდეგ "ლოკომოტივმა" 27 ქულა დააგროვა და ეროვნული ლიგის ცხრილში მე-3 პოზიციაზეა. 10 დეკემბერს "რკინიგზელები" "დილას" შეხვდება და თუ ჭიაბრიშვილის გაწვრთნილი გუნდი არ წააგებს, მესამე ადგილს დაისაკუთრებს და მომავალ წელს უეფას ახალ ტურნირ "კონფერენს ლიგაზე" იასპარეზებს.