"ტორპედომ" ეროვნულ ლიგაში დასარჩენად დიდი ნაბიჯი გადადგა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ეროვნული ლიგის 2020 წლის სეზონის პლეი-ოფის პირველ შეხვედრაში ქუთაისის "ტორპედომ" გასვლაზე "გაგრას" 2:0 აჯობა და ქვეყნის უმაღლეს დივიზიონში დასარჩენად პირველი ნაბიჯი გადადგა.

24-ე წუთზე გაგრელთა საჯარიმოში შექმნილი არეულობით გიორგი ივანიშვილმა ისარგებლა და ანგარიში გახსნა.

მეორე ტაიმშიც უპირატესობას "ტორპედო" ფლობდა. 81-ე წუთზე ბექა ტუღუში კარში უტყამდა, თუმცა პასი გამოუვიდა და ცოტნე ნადარაიამ მასპინძლებს მეორე გოლი გაუტანა - 2:0.


15 დეკემბერი, ტექნიკური ცენტრი "ბასა", თბილისი

გაგრა - ტორპედო 0:2

0:1 გიორგი ივანიშვილი (24), 0:2 ცოტნე ნადარაია (81)


განმეორებითი შეხვედრა შაბათს, 19
დეკემბერს, ქუთაისში გაიმართება.


მკითხველის კომენტარები / 5 /
სასწაული ამბავია! თასის მფლობელი, რომელმაც ევრო ტურნირზე უნდა ითამაშოს, აგებს დაშლილ ტორპედოსთან და ვერ გადმოდის უმაღლესში?!
ბასკი
16:02 15-12-2020
4
ვულოცავ ტორპედოს და მის გულშემატკივრებს ამ მოგებას.ტორპედოს და მისი გულშემატკივრების გარეშე, ჩვენი ისედაც სუსტი ჩემპიონატი სულ უფრო გაუფერულდება.
ქობულეთიდან
16:13 15-12-2020
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული