სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი სიხარულიძე, მწვრთნელი ჭიაბრიშვილი, ნომინანტები და გამარჯვებულები - ეროვნული ლიგის ტრადიციული დაჯილდოება

AutoSharing Option
"კრისტალბეთ ეროვნული ლიგის" ტრადიციული დაჯილდოება, წელს პანდემიის შედეგად მიღებული ახალი რეალობის და საკარანტინე რეგულაციების გათვალისწინებით, შეცვლილი ფორმატით - ონლაინრეჟიმში გაიმართა.

გასული სეზონის საუკეთესოები დღეს "კრისტალბეთ ეროვნული ლიგის" სოციალური ქსელების ("ფეისბუქი", "ინსტაგრამი") და ვებგვერდის საშუალებით გამოვლინდნენ.

"კრისტალბეთ ეროვნული ლიგის" სეზონის საუკეთესო მოთამაშეების და მწვრთნელის გამოსავლენად, გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო ჩემპიონატში მოასპარეზე ათივე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა და თერთმეტმა ფეხბურთელმა.

აქვე გეტყვით, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოველწლიური დაჯილდოება - GFF AWARDS 2020 - წელს ამავე ფორმატით ჩატარდება. სფფ საუკეთესოებს 29 დეკემბერს გამოავლენს.

კრისტალბეთ ეროვნული
ლიგა 2


სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი - ჯეფინიო
"კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2"-ის საუკეთესო ფეხბურთელი "შუქურას" ბრაზილიელი ლეგიონერი - ჯეფერსონ ჯერალდო, იგივე ჯეფინიო გახდა.

სეზონის საუკეთესო მწვრთნელი - გიორგი შაშიაშვილი
გიორგი შაშიაშვილის ქობულეთის "შუქურამ" "კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2"-ის ჩემპიონის ტიტული ერთი ტურით ადრე გაიფორმა და რანგით პირველ დივიზიონში დაწინაურდა.

სეზონის საუკეთესო ბომბარდირი - თომა ტაბატაძე
ბომბარდირთა სამეული - თომა ტაბატაძე (რუსთავი - 13 გოლი), ჯეფინიო (შუქურა - 11 გოლი), გიორგი ხარებაშვილი (რუსთავი - 10 გოლი)

სეზონის სიმბოლური გუნდი
"კრისტალბეთ ეროვნული ლიგის" 2020 წლის სეზონის სიმბოლური გუნდი:
მამარდაშვილი (ლოკომოტივი), კობოური (დინამო თბ), კობახიძე (დინამო (ბთ), სანდოხაძე (ლოკომოტივი), ჩაბრაძე (თელავი), ჯიღაური (დინამო ბთ), ალთუნაშვილი (საბურთალო), დარცმელია (ლოკომოტივი), ქავთარაძე (დინამო თბ), სიხარულიძე (ლოკომოტივი), კოვტალიუკი (დილა)

სეზონის საუკეთესო მოთამაშეები პოზიციების მიხედვით
სეზონის საუკეთესო მეკარე (ნომინანტები): გიორგი მამარდაშვილი (ლოკომოტივი), როინ კვასხვაძე (დინამო თბ), ლუკა გუგეშაშვილი (დილა)

სეზონის საუკეთესო მცველი (ნომინანტები): მამუკა კობახიძე (დინამო ბთ), დავით კობოური (დინამო თბ), ნიკა სანდოხაძე (ლოკომოტივი)

სეზონის საუკეთესო ნახევარმცველი (ნომინანტები): ბექა დარცმელია (ლოკომოტივი) სანდრო ალთუნაშვილი (საბურთალო), ჯამბულ ჯიღაური (დინამო ბთ)

სეზონის საუკეთესო თავდამსხმელი (ნომინანტები): მიკოლა კოვტალიუკი (დილა), ირაკლი სიხარულიძე (ლოკომოტივი), გიორგი ნიქაბაძე (დინამო ბთ)

სეზონის საუკეთესო ბომბარდირი და ლეგიონერი - მიკოლა კოვტალიუკი
ბომბარდირთა სამეული - მიკოლა კოვტალიუკი (დილა - 13 გოლი), ირაკლი სიხარულიძე (ლოკომოტივი - 9 გოლი), ჯამბულ ჯიღაური (დინამო ბთ - 8 გოლი)

საუკეთესო ლეგიონერის პრიზზე, "დილას" უკრაინელი მიკოლა კოვტალიუკის გარდა, ასევე წარდგენილნი იყვნენ - ვაგნერ გონსალვესი (დინამო ბთ), ულად ომარ იმრანი (ლოკომოტივი)

სეზონის საუკეთესო მწვრთნელი - გიორგი ჭიაბრიშვილი
ნომინანტები: გიორგი ჭიაბრიშვილი (ლოკომოტივი), ჩისკო მუნიოსი (დინამო თბ), გიორგი ნემსაძე (დილა)

სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი - ირაკლი სიხარულიძე
ნომინანტები: ირაკლი სიხარულიძე (ლოკომოტივი), მიკოლა კოვტალიუკი (დილა), ჯაბა ჯიღაური (დინამო ბთ)

მომზადებულია erovnuliliga.ge-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 6 /
სიხარულიძე ნაკრებში !
ოთარი
00:46 29-12-2020
1
დიდი ხანია გავიძახი სიხარულიძე უნდა დაბრუნდეს ნაკრებში. თან მან 2 მატჩი ითამაშა და ერთი გოლის გატანა მოახერხა ნაკრებში!
daviti
03:21 29-12-2020
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული