თბილისის "დინამომ" ამსტერდამის "აიაქსის" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" გვერდმა გვაუწყა, რომ კლუბმა 27 წლის ჰოლანდიელი მცველი ფაბიან სპორკსლეიდი გაიფორმა.

27 წლის ფეხბურთელი ამსტერდამის "აიაქსის" აღზრდილია და კარიერაც ამ გუნდში დაიწყო.

ცოტა ხნით "ვილემ II"-სა და "ლუპა კასტელიში" ასპარეზობის შემდეგ კი, რამდენიმე სეზონი "ბრედას" და ბოლოს "ვალვაიკის" ღირსებას იცავდა.

ფეხბურთელსა და "დინამოს" შორის ორწლიანი ხელშეკრულება გაფორმდა.

აქვე გეტყვით, რომ თბილისელთა რიგებში ითამაშებს მარტვილის "მერანის" აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი ლევან წოწონავაც. მანაც დედაქალაქელებთან ორწლიანი ხელშეკრულება გააფორმა.

გუშინ კი თბილისის "დინამო" ხუთმა ფეხბურთელმა დატოვა.

"ჩვენი კლუბი 5 ფეხბურთელს დაემშვიდობა.
გუნდთან არსებული ხელშეკრულება გიორგი კუხიანიძეს, ნოდარ ქავთარაძეს, გიორგი ზარიას, ივან ტრუბოჩკინს და როდნი კლოუსტერს ამოეწურათ. "დინამო თბილისი" მადლობას უხდის ფეხბურთელებს გაწეული სამსახურისთვის და წარმატებას უსურვებს მათ მომავალ კარიერაში", - წერს საიტი.

მკითხველის კომენტარები / 21 /
ცოტა ხანში იქნება - დინამომ ბარსელონას ფანი დაიმატა რომელმაც მესის გამარჯობა უთხრა
ზორბეგი
23:03 05-01-2021
2
აქ გაკეთებული კომენტარების მიკვირს. ისე ცხვირაწეულები ამადლით ამ ბიჭს თბილისის დინამოს "კვართს", თითქოს ბარსელონაში გადმოვიდა დაუმსახურებლად. მე უფრო ის მიკვირს ჰოლანდიიდან დაქცეულ საქართველოში რო წამოვიდა, განა ასეთ რა ხელფასს შეთავაზებდნენ? მე მის ადგილას ფარერებზე წავიდოდი, ფეხბურთის დონეც ჩვენზე მაღალია და თბილისური მოწამლული ჰაერის მაგივრად სუფთა ოკეანის ჰაერს მაინც ჩავისუნთქავდი. თუ გგონიათ რომ საშუალო ხელფასი ფეხბურთელის ფარერებზე (ნუ ცოტას თევზსაც თუ დაიჭერ და ცხვარსაც გაკრეჭ) ნაკლებია ვიდრე დინამოში, ძალიან ცდებით. ასე რომ ქილიკს და მაიმუნობას გვერჩივნოს ერთი ადგილი დავაყენოთ. აგერ ნახავთ ეს ჩამოწერილი ფეხბურთელი ყველა ქართველ ამომავალ ვარსკვლავზე მეტს ირბენს, 1 წელიწადში დარჩენას შევეხვეწებით და აზერბაიჯანის ცხრილის ქვედა ნაწილში მყოფ კლუბზე, ან რუსეთის მეორე ლიგის გუნდზე გაგვცვლის, იმიტომ რომ ჩვენი დონე ედაბლება!
თორნიკე
11:39 06-01-2021
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული