დღეს, 20 მარტს, ეროვნული ლიგის მე-5 ტურში ქობულეთის "შუქურა" წყალტუბოს "სამგურალს" ზესტაფონში, კერძოდ დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე დაუპირისპირდა და 2:0 დაამარცხა.
ქობულეთელებმა ანგარიშში სხვაობა მიშიკო სარდიკაშვილმა მატჩის მე-15 შეცვალა, საბოლოოდ, პირველი ტაიმი ამ შედეგით დასრულდა.
რაც შეეხება მეორე ტაიმს, თითქოს შეხვედრა მინიმალური სხვაობით უნდა დასრულებულიყო, თუმცა 90+3 წუთზე ცვლილებაზე შემოსულმა ჩელებაძემ თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა და ანგარიშში სხვაობა ორამდე გაზარდა.
ამრიგად, 5 ტურის შემდეგ "შუქურას" 7 ქულა აქვს და ეროვნულ ლიგაში მე-4 ადგილს იკავებს, თავის მხრივ "სამგურალი" 3 ქულით მე-8 ადგილზე იმყოფება.
"შუქურა" მომდევნო შეხვედრას 2 აპრილს, ქუთაისის "ტორპედოს" წინააღმდეგ გამართავს, "სამგურალი" ამავე რიცხვში "სამტრედიას" დაუპირისპირდება.
ზესტაფონი. დავით აბაშიძის სახელობის სტადიონი
"შუქურა" - "სამგურალი" - 2:0
გოლები: 1:0 სარდალიშვილი (15), 2:0 ჩელებაძე (90+3)
გოლები: 1:0 სარდალიშვილი (15), 2:0 ჩელებაძე (90+3)
"შუქურა" (4-2-3-1): შეროზია, ფარტენაძე, ჭანტურია, რეხვიაშვილი, გაფრინდაშვილი, კაკაშვილი, გურეშიძე, კაბრალი (იგნოროყვა 55), ჯეფინიო, სარდალიშვილი, მუსელიანი (ჩელებაძე).
"სამგურალი" (4-4-2): ქვილითაია, თევზაძე (გაზდელიანი), კურდაძე, პატარკაციშვილი, მჭედლიშვილი (კირკიტაძე), ახვლედიანი, პონიავა, ჩიხლაძე, კიკაბიძე (გილმორე 46), ლეკვთაძე (ვერულიძე), კუხიანიძე (ბუხაიძე).