ფრუიძის წარმატებული სვლა "საბურთალომ" შეაჩერა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის მე-11 ტურში "საბურთალომ" წყალტუბოს "სამგურალს" უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა. შეხვედრის დაწყების წინ პატივი მიაგეს ლეგენდარული ქართველი მსახიობის, კახი კავსაძის ხსოვნას.

ორივე გუნდი მატჩს წარმატებული სერიით შეხვდა - თუკი "სამგურალმა" სოსო ფრუიძის დაბრუნება ქუთაისის "ტორპედოსა" და თბილისის "დინამოს" დამარცხებით აღნიშნა, ხვიჩა შუბითიძემ "ლოკომოტივს" მნიშვნელოვანი შეხვედრა მოუგო და წყალტუბოელებთან წარმატების შემთხვევაში, მისი გუნდი ეროვნულ ლიგაში მეორე საფეხურზე (სანამ კონკურენტებს უთამაშიათ) აინაცვლებდა. თბილისურმა გუნდმა ეს წარმატებით მოახერხა.

პირველი ტაიმი მაღალი ტემპითა და სახიფათო მომენტებით ნამდვილად ვერ გამოირჩეოდა. საწყისი 45  წუთი, ძირითადად, "საბურთალოს" ბურთის კარნახში გაილია.

მე-16 წუთზე თბილისელებმა მეტოქის საჯარიმოში სამსვლიანი კომბინაცია გაითამაშეს, რაც დმიტრი მადრიჩენკოს გოლით დასრულდა. უკრაინელ ლეგიონერს ეროვნულ ლიგაში ჰეთ-თრიი უკვე შესრულებული აქვს, ეს მისი მეოთხე გოლი იყო.

მეორე ტაიმის დაწყებისთანავე იური ტაბატაძემ ეროვნულ ლიგაში მეექვსედ გაიტანა,(ბომბარდირთა დავაში დაწინაურდა), გიორგი ლაცაბიძემ კი შეხვედრაში მეორე საგოლე გადაცემა ჩაიწერა. ამის შემდეგ ცხადი გახდა, რომ "საბურთალო" ამ უპირატესობას ხელიდან აღარ გაუშვებდა.


თბილისი. "მიხეილ მესხი"
საბურთალო - სამგურალი 2:0
გოლები: 1:0 მადრიჩენკო (16), 2:0 ი. ტაბატაძე (51)

მომდევნო ტურში, 7 მაისს, "საბურთალო" ქუთაისის "ტორპედოს" ესტუმრება,  წყალტუბოელები კი "თელავს" მიიღებენ.


მკითხველის კომენტარები / 4 /
თბილისის თუ ბათუმის დინამო დაამარცხა წინაზე სამგურალმა.
დასეირნობდნენ მცველები, ყომარს არ იშლიან
გიორგი გორგაძე
30 აპრილი 2021 17:34
0
პატარა მოდუნება და უხეირო დაცვის სუსტი თამაში და ნოლი ქულა არადა არაფრით მეტი არარის საბურთალო წკალტუბოზე ბუხაიძის და კუხიანიძის ტანდები იქნება საუკეთესო შეტევაში წარმატებები სამგურალს
fanat
30 აპრილი 2021 08:41
0
ეს იყო ანტიფეხბურთი, სახელმძღვანელო, როგორ არ უნდა ითამაშო ფეხბურთი, სრულიად უემოციო, ყოველგვარ ინტრიგასა და ჟინს მოკლებული, სათამაშო ოსტატობაზე და შესრულებაზე ზედმეტია საუბარი. სამარცხვინო, ორივე გუნდისთვის.
kaxi
29 აპრილი 2021 20:57
0
საქართველოს ჩემპიონატში თვალში საცემია,ჩამოწოდებულ ბურთებზე,დაცვის პასიური თამაში.მეორე გოლის შემთხვევაში,ტაბატაძეს,თავისივე თანაგუნდელი ებრძოდა ბურთის დასარტყმელად,წყალტუბოელები კი2-3 მეტრიდან ინტერესით უყურებდნენ,რომელი მოიგებდა ბრძოლას.ტაბატაძემ რა თქმა უნდა კარგად დაარტყა,მაგრამ დაცვის ძალიან უხეში შეცდომაც, სახეზეა.
სოსო
29 აპრილი 2021 17:41
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული