თბილისის „დინამომ“ სტუმრად „სამტრედია“ 2:0 დაამარცხა, კახა ცხადაძის ხელმძღვანელობით პირველი გამარჯვება მოიპოვა და სატურნირო ცხრილს სათავეში ჩაუდგა, თუმცა თუ ხვალ ბათუმის „დინამომ“ წყალტუბოში „სამგურალს“ სძლია, ლიდერობას დაიბრუნებს. „სამტრედია“ კი 10 ქულით კვლავ ბოლოსწინა, მე-9 ადგილზეა.
კახა ცხადაძის გუნდი 19 ივნისს "ლოკომოტივს" შეხვდება, "სამტრედია" კი იმავე დღეს თბილისში "საბურთალოს".
სამტრედია“. „ეროსი მანჯგალაძე“
სამტრედია - დინამო (თბ) 0:2
გოლები: 0:1 რადინი (24), 0:2 ახვლედიანი (80)
ფოთში "შუქურასა" და "საბურთალოს" შეხვედრა უგოლოდ დასრულდა. 28 ქულით მესამე ადგილზე მყოფი "საბურთალო" 19 ივნისს "სამტრედიას" უმასპინძლებს, ხოლო "შუქურა" 16 ქულით მე-8 პოზიციაზეა და 18 ივნისს გასვლაზე "თელავს" დაუპირისპირდება.