ცხადაძე: - "დინამოს" ინდივიდუალისტები აკლია, ამ მიმართულებით უნდა ვიმუშაოთ!"

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის მე-19 ტურში თბილისის "დინამო" საკუთარ მოედანზე წყალტუბოს "სამგურალთან" დამარცხდა (1:2) და გალიდერების შანსი დაკარგა.

სტუმრები შეხვედრის პირველივე წუთზე დაწინაურდნენ. "სამგურალი" 67-ე წუთიდან კაცნაკლული თამაშობდა, მაგრამ თბილისელებმა ანგარიშის შეცვლა მაინც ვერ მოახერხეს.

მატჩის შემდეგ "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ საკმაოდ ვრცელი კომენტარი გააკეთა:

"ადამიანი სხვის შეცდომებზე სწავლობს, ჩვენ კი საკუთარზეც ვერ ვისწავლეთ. მატჩის წინა დღეს ფეხბურთელებში ეიფორიას ვამჩნევდი...

ბევრი წუნი გვქონდა, განსაკუთრებით, შუა ხაზში, რის შედეგადაც, მეტოქის სწრაფი შეტევები მივიღეთ. ამაში "სამგურალი" ძალიან ძლიერია და როგორც კი საშუალება მიეცათ,
დასაწყისშივე გაგვიტანეს.

ყველანაირად ვეცადეთ, სიტუაცია შეგვეცვალა, ძალიან დიდი უპირატესობა გვქონდა, მაგრამ ფაქტი ერთია - გვიჭირს გავხსნათ ისეთი გუნდი, რომელიც დაცვაში ავტობუსს აყენებს. "დინამოს" ინდივიდუალისტები აკლია. ცენტრფორვარდის გარდა, დღეს გუნდის გაძლიერების რესურსი არ გვქონდა. ამ მიმართულებით თუ არ ვიმუშავეთ, ძალიან გაგვიჭირდება და პრობლემები გვექნება".

ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ბაქოს "ნეფთჩისთან" თბილისურ დაპირისპირებამდე (7 ივლისი) ეროვნულ ლიგაში დინამოელები ორ რთულ და პრინციპულ შეხვედრას გამართავენ - ქუთაისის "ტორპედოს" ეწვევიან და ჩემპიონატის ლიდერ ბათუმის "დინამოს" უმასპინძლებენ.


წყარო: ეროვნული ლიგა Unofficial


altთბილისის „დინამო“ კაცნაკლულ „სამგურალთან“ დამარცხდა, „თელავმა“ 90+4-ე წუთზე იმარჯვა, "ლოკომოტივი" სამეულში შევიდა [VIDEO]


მკითხველის კომენტარები / 18 /
მეცოდება ცხადაძე აფერისტ ფიფიას ხელში. ამ შემადგენლობით ვერავინ მიაღწევს შედეგს.
0
მორჩი ზღაპრებს, თუ კაცი ხარ. ისეთ სისტემაში ხარ, მანდ გუნდი არ გაკეთდება და ეგ შენც კარგად იცი. კაცნაკლულ სამგურალს სახლში რომ ვერ უგებ, მაგას ახსნა არა აქვს. დინამო ხარ ბოლო-ბოლო
: )))))))
11:06 24-06-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული