"ტორპედოს" გულშემატკივართა ჯგუფმა - "ჩვენ ვართ ტორპედო", თავისი "ფეისბუქის" გვერდით გაავრცელა ინფორმაცია, რომ 31 წლის თავდამსხმელი ლევან მჭედლიძე კარიერას "ტორპედოში" გააგრძელებს.
თუმცა ქუთაისურ კლუბს ჯერ მჭედლიძესთან კონტრაქტის გაფორმება არ დაუდასტურებია.
ლევანი "ემპოლიში", "პალერმოში", თბილისის "დინამოსა" და ბათუმის "დინამოში" თამაშობდა, ამჟამად კი თავისუფალი აგენტია.
მას საქართველოს ნაკრებში 32 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი.
ხელფასს გამოუწერენ და თამაშით არაფერს არ ითამაშებს.