"ამ ქალაქში ასე არაფერი ხდება - გუნდი რომ გავარდეს, არავინ გაპატიებთ" - "ჩვენ ვართ "ტორპედო" ჩხეტიანის გადაყენების გამო პროტესტს გამოთქვამს

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედოს" გულშემატკივართა კლუბმა "ჩვენ ვართ ტორპედომ" გუნდის მწვრთნელის, კახა ჩხეტიანის გადაყენების გამო უკმაყოფილება თავისი "ფეისბუქის" გვერდით გამოთქვა:

"ჩვენთვისაც მოულოდნელი იყო "ჩხეტოს" გაშვება. რამდენიმე თვის წინ ჩვენ გვითხრეს, რომ მას ენდობოდნენ და ამ სეზონში მისი დავალება გუნდის ეროვნული ლიგაში დარჩენა იყო. არავითარი ძნელი მისახვედრი არ არის, თუ რის გამო გაუშვეს და ეს იყო ძალიან დიდი შეცდომა.

უახლოეს მომავალში ამ საკითხზე შევხვდებით ხელმძღვანელობას და მოვითხოვთ დეტალურ ახსნა-განმარტებას.

განაწყენებულები ვართ იმაზე, რომ სანამ ამ გადაწყვეტილებას მიიღებდნენ, ჩვენ არავინ არაფერი გვითხრა და კარგად
უნდა
იცოდეთ, რომ ამ გუნდში და ამ ქალაქში ასე არაფერი ხდება.

ეს ხალხის გუნდია და არა რომელიმე კერძო პირის. არ აქვს მნიშვნელობა, ვის მოიყვანენ მწვრთნელად, მაგრამ ახლა რომ "ტორპედო" გავარდეს, არავინ გაპატიებთ. იმედია, ხვდებით ამას.

P.S. როგორც კი შევხვდებით ხელმძღვანელობას და გავიგებთ, დეტალურ ინფორმაციას ამ თემაზე აუცილებლად დავწერთ აქ და გაგაგებინებთ ყველაფერს".

მკითხველის კომენტარები / 13 /
გეყოფათ გულშემატკივრებს ამდენი კრიტიკა გეყიდათ ასე თუ გინდოDათ კლუბი და ვისაც გინდოდათ იმას დანიშნავდით მწვრთნელად
გია
04 ნოემბერი 2021 07:29
1
ფანებო ქუთაისიდან,არავისთვის ძნელი მისახვედრი არაა რისთვის მოხსნესო რომ,წერთ,კომენტარებიდან ჩანს ბევრისთვისაა მიუხვედრელი და ამიტომ დაწერეთ პირდაპირ,ჩხეტიანი მოხსნეს გახარიას პარტიიდან,საკრებულოში დეპუტატობის სიაში ყოფნის გამო,კიდევ,ალიანს ჯგუფს რომ უნდოდა გუნდში მოსვლა და პირდაპირი მნიშვნელობით "დაახვევინეს"ყოველგვარი საღი აზრის გარეშე,მაშინ უნდა ამოგეღოთ ხმა,სამწუხაროდ არ ამოიღეთ და გყავთ ახლა გუნდის მეპატრონე რომელიც,იღებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას,თორე ლოგიკა მართლა არაა წმინდა საფეხბურთო თვალსაზრისით მწვრთნელის გაშვება ამ სიტუაციაში ვინც არ უნდა ყოპილიყო ის.სამტრედიელებს მინდა გკითხოთ რატომ თამაშობს გუნდი უხელფასოდ?ხომ მიიღო მისი კუთვნილი დაფინანსება სახელმწიფოსგან ფედერაციის გავლით?სად წავიდა ფული?რატო არ ეყო გუნდს?როცა ბიუჯეტი გაქვს მხოლოდ სახელმწიფოს დაფინანსებით და ეს თანხა შეადგენს კონკრეტულ X ციფრს,ბიუჯეტს კი უგეგმავ კლუბს X*3ზე,თან არ გაქვს მოძიებული არცერთი კაპიკი გარედან და კლუბის ხელმძღვანელები ისევ აგრძელებენ თავიანთ საქმიანობას რა ქვია ამას?ან რატო არ გაინტერესებთ არცერთ ფეხბურთის გულშემატკივარს ამ ქვეყანაში,კობიაშვილის,ფედერაციის სათავეში მოსვლის შემდეგ,ბიუჯეტიდან ამ სპორტის სახეობის განვითარებაში დახარჯული 300 მილიონამდე ლარი სად წავიდა?ზარზეიმით რომ ხსნის ფედერაცია ამ აკადემიებს და ყველა ჟურნალისტი ტაშს უკრავს გულშემატკივრებთან ერთად თურმე რა საშვილთაშვილიშვილო საქმე კეთდება,არსად ერთი ბუნებრივ საფარიანი მოედანი რომ არ არის ამ აკადემიებში ნორმალურია?ყველა ვეტერანი რომ,ამბობს ხმამაღლა რა პრობლემები მოაქვს ხელოვნურ საფარიან მოედნებს და ამ აკადემიების გახსნაზე ტაშს უკრავენ რა ქვია ასეთ ადამიანებს?
ანდრია
03 ნოემბერი 2021 14:19
7
რა მაგის პასუხია, მაგრამ ვიღაც მადლიანმა "სამტრედია" ახსენა, აბა იკითხე რამდენი ხანია ხელფასი არ აუღიათ ბიჭებს, ის კაპიკებიც კი, ეხლა ე.წ. მწვრთნელიც გაქრა(თვითმფრინავი გამახსენდა), და რა ქნან? ეს ხო მაზი არაა და ჯიგრული გრევი, ეს ჩვეულებრივი ოჯახების შემოსავალია,
ავთო
03 ნოემბერი 2021 09:41
1
"ტორპედოს" გულშემატკივრებს და მათ ვისაც გონია რომ პუბლიკა არაფერს წყვეტს! გაიხსენეთ ან სოც.ქსელებში ნახეთ რა მოხდა მოსკოვში სიომინის გადაყენების საპასუხოდ. უკიდურესი პროტესტი გამოხატა არა მარტო "ლოკომ", არამედ სრულიად საფეხბურთო სამყარომ,მოსკოვი რეალურმა საპროტესტო ტალღამ მოიცვა, ეს გაგრძელდა რამოდენიმე კვირა და ყველაზე მსხვილი სახ.მონოპოლისტი-რკინიგზა იძულებული იყო უკან დაეხია და მთლიანად დაშალა კლუბის მენეჯმენტი, ვინც სიომინის წინააღმდეგი იყო. ასე რომ გულშემატკივარი საკმაოდ ანგარიშგასაწევი ძალაა.
vaxo
03 ნოემბერი 2021 09:32
11
ხალხის გუნდია და კერძო კომპანია აფინასნებ? იქნებ უკეთესი მოყავთ?
ermiloe
03 ნოემბერი 2021 09:13
0
მართლა რა ტვინი წაიღეს, ქურდებმა რომ გითხრან მოსახსნელი იყოო, ხომ დაიჯერებთ ?)) ხოდა ვითომ წრიპოვიჩმა მოხსნა რა
Solo
03 ნოემბერი 2021 08:29
0
Imedia gavardebit da dagvasvenebt
Toryledo
03 ნოემბერი 2021 03:01
12
პროვინციული მუქარები, აქ ასე არ ხდება და სულ ერთი ერთი და იგივეს რომ იმეორებენ ვითომ ძალიან მნისნელოვანი ტიპები არიან და ვინმე რამეს ეკითხება.
ნიკო
03 ნოემბერი 2021 01:27
8
ან სად ხდება, კლუბებში მწვრთნელების გაშვებას და მოყვანას გულშემატკივრებს ეკითხებოდნენ? და მარლა რა შეჭამეთ ტვინი, აქანე ასე არ ხდება და იქანე ჩვენ არ გვეკითხებიან....სხვა დანარჩენ გუნდებშიც იცვლებიან მწვრთნელები და ეს ჩვეულებრივი მოვლენაა
Cea
03 ნოემბერი 2021 01:13
2
რა აქანე იქანე შენ ხოარ გახველებს?
ლაშა
03 ნოემბერი 2021 02:38
4
ხო ხართ ღირსები მიაგდოს მაგ კაცმა ეგ გუნდი და ისევ იტილაოთ მგზავრობის და ბენზინის ფულზე. რა წარმოდგენის ხართ თქვენს თავზე, მილიონები გადაიხადოს ადამიანმა და მწვრთნელი ვერ შეცვალოს?!!! 2 ლარს არ იხდით ბილეთში მარტო მაღალ მატერიებზე ლაპარაკობთ!!!
ჯუნგლებს
02 ნოემბერი 2021 22:45
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული