"ვოცნებობ, ბათუმის "დინამო" ჩემპიონთა ლიგაზე ვიხილო და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ" - არჩილ ბერიძე ევროტურნირების გეგმებზე

AutoSharing Option
ბათუმის "დინამოს" პრეზიდენტმა აჩი ბერიძემ გადაცემაში "სპორტი იმედზე" ჩემპიონობის შემდეგ გუნდის ევროტურნირების მიზნებზე ისაუბრა.

"გია გეგუჩაძე არის ერთადერთი მწვრთნელი, რომელმაც ქართული გუნდი ევროსარბიელზე გაიყვანა და დარწმუნებული ვარ, რომ ის ამას თბილისის "დინამოს" შემდეგ ბათუმის "დინამოშიც" მიაღწევს.

ამ მიზანს 2018 წლიდან მოვყვებოდით და საბოლოო შედეგის მისაღწევად კიდევ დიდი შრომაა საჭირო. გუნდი ძალიან გაიზარდა, ფინანსურად ჩამოყალიბდა... არ შემიძლია არ აღვნიშნო ლადო დვალიშვილის ფაქტორი, რომელმაც ბატონ გია გეგუჩაძესთან ერთად დიდი სამუშაო გასწია და ვფიქრობ, რომ მათი ტანდემი მომავალი რადენიმე წლის განმავლობაში საქართველოს საკლუბო
ფეხბურთში საუკეთესო იქნება.

უნდა ვიშრომოთ ბევრი, მოვიზიდოთ ფინანსები და არაფერი შეუძლებელი არ არის! ჩემი ოცნებაა ბათუმის "დინამო" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ვიხილო... ფეხბურთში რაც ჩავიფიქრე და მინდოდა, რომ გამეკეთებინა, ეს არის ჩემი გუნდის სწორედ ჩემპიონთა ლიგაზე ნახვა და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ.

ყველას გვესმის, რომ ამას დიდი სამუშაოს გატარება სჭირდება. ყველაფერი კომპლექსურად არის: მინდვრები, სტაფი, ფინანსები... მთავარია, რომ მენეჯმენტში მიმდინარეობდეს ყველაფერი სწორად, გათვლები გავაკეთოთ და მიზანიც სწორად დავისახოთ", - ამბობს აჩი ბერიძე.

მკითხველის კომენტარები / 13 /
ეს სიტყვები წესიერი და მონდომებული კაცის სიტყვებია.ღმერთმა ხელი მოგიმართოს.
status quo
16:00 06-12-2021
1
წარმატებას გისურვებთ
aleksandre
14:39 06-12-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული