რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქართველი ფეხბურთელი გიორგი არაბიძე შესაძლოა, თბილისის "დინამოში" გადასულიყო.
ჩვენ დავინტერესდით, ჰქონდა თუ არა მართლაც დედაქალაქურ კლუბს ფეხბურთელთან მოლაპარაკება, თუმცა არაბიძის დედამ განგვიცხადა, რომ მსგავსი რამ არ ყოფილა.
როგორც ლელა ბრეგვაძე გვიყვება, გიოს ამჟამად აგენტი არ ჰყავს, "ნასიონალში" დაბრუნებას კი არ აპირებს და ახალი გუნდის ძიებაშია.
კითვაზე, ხომ არ აღმოჩნდება არაბიძე კვლავ გია ცეცაძესთან, ის გვპასუხობს, რომ თუ "ტორპედომ" უმაღლეს ლიგაში ადგილს შეინარჩუნებს, მსგავსი რამ შეიძლება მოხდეს.
შეგახსენებთ, რომ გასული სეზონი იჯარით არაბიძემ "სამტრედიაში" გაატარა
და 15 მატჩში 3 გოლიც გაიტანა.
მე რომ კლუბის მფლობელი ვიყო და წამალივით მჭირდებოდეს გიო, მაინც არ ავიყვანდი.
თუმცა ასეთი იქნება დღევანდელი ვარსკვლავ ბიჭებიც,ალბათ 23-24 წლის ასაკში, კვარა და ჩაკვეც ალბათ...აფუჭებს ამათ მასმედიას მიერ ნაბოდვარი ათასი საქებარი ზღაპრები .