გიორგი პაპუნაშვილი: "ტორპედოს" შეუძლია ჩემპიონობისთვის იბრძოლოს

AutoSharing Option
"ტორპედოს" ახალწვეულმა ნახევარმცველმა გიორგი პაპუნაშვილმა კლუბის საიტთან პირველი კომენტარი გააკეთა:

"პირველ რიგში, მადლობას გადავუხდი კლუბის ხელმძღვანელობას, გუნდის მწვრთნელ გია ცეცაძეს და "ნიუ ვიჟენის" მთელ შემადგენლობას. რაც შეეხება "ტორპედოს", ჩვენ ხანგრძლივი საუბარი გვქონდა იმაზე, როგორ უნდა განვითარდეს გუნდი, რაც ჩემთვის ძალიან მომხიბვლელი იყო. ვიცნობ "ტორპედოს" ძირითად ბირთვს და ძალიან მოხარული ვარ, რომ გუნდის წევრი ვარ.

შორიდან ვადევნებდი თვალს, აქაც ბევრჯერ მომიწია თამაში და ვიცი, როგორ უყვართ "ტორპედო", როგორი გულშემატკივრობა იციან და ძალიან ბედნიერი ვიქნები, თუ გვერდში დაგვიდგებიან, რადგან ახალი გუნდი ვართ,
ახალი მიზნები და ამბიციები გვაქვს და მათი თანადგომა ძალიან დაგვჭირდება.

"ტორპედოს" დღევანდელი ბირთვი იმის თქმის საფუძველს გვაძლევს, რომ შეგვიძლია ვიბრძოლოთ ჩემპიონობისთვის, თასისთვის, ევროტურნირებისთვის და მეც მოხარული ვიქნები, თუ ჩემს წვლილს მაქსიმალურად შევიტან".

მკითხველის კომენტარები / 6 /
არაბიძე და ნინუაც რომ დაემატებინათ არ იქნებოდა ურიგო. მთლიანად ქართული ფეხბურთისთვის
ტოტტი
19:02 13-01-2022
2
არაბიძე ძალიან კარგი ფეხბურთელია და ველოდებოდი მის დიდ ფეხბურთელობას,მაგრამ რაღაც თითქოს ბორკავს,არ ვიცი,ეს ამპარტავნობით,სიჯიუტით,თავის თავზე დიდი წარმოდგენით,თუ რითი მოსდის,მაგრამ ფაქტია ვერ გაიხსნა,ვერ გაილაღა,მე მას მთელი გულით ვგულშევმატკივრობ და უსურვებ წარმატებებს და დიდ გამარჯვებებს,სადაც არ უნდა ითამაშოს.
თერჯოლელი
20:48 13-01-2022
1

სიახლეები პოპულარული