"რიბერის სტილში თამაშობს, შეიძლება, ახლა "ბაიერნის" დონის არაა, მაგრამ..." - სანიოლმა ცნობილ გერმანულ გამოცემასთან კვარაცხელიაზე ისაუბრა

AutoSharing Option
ცნობილმა გერმანულმა გამოცემა Bild-მა საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელ ვილი სანიოლთან ინტერვიუ ჩაწერა, სადაც მან ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

ჟურნალისტმა ჩვენი გუნდის თავკაცს შემდეგი კითხვა დაუსვა:

-თქვენ უკვე ერთ წელზე მეტია საქართველოს ნაკრებს წვრთნით, რომელ ფეხბურთელი განვითარდა ისე, რომ გვირჩევდით ბუნდესლიგაში, მათ შორის თქვენს ყოფილ გუნდში "ბაიერნში" სათამაშოდ?

-ჩვენი ყველაზე დიდი ტალანტი ხვიჩია კვარაცხელიაა, ის რიბერის სტილში თამაშობს, ყოველთვის მიდის რისკზე, სწრაფია, კარგ პასებს აკეთებს და ტექნიკურად ძალიან ძლიერია.

მან ყაზანის "რუბინი"
დატოვა და ძალიან მნიშვნელოვანია რომ ახალ კლუბში რეგულარულად ითამაშოს და ჰყავდეს მწვრთნელი, რომელიც ჩამოყალიბებაში დაეხმარება.

კვარაცხელიას ნამდვილად შეუძლია ბუნდესლიგაში თამაში. 21 წლის ასაკში შეიძლება მთლად "ბაიერნის" დონის არ არის, მაგრამ "დორტმუნდში", "ლევერკუზენში" ან "გლადბახში" თამაში ნამდვილად შეუძლია", - უპასუხა სანიოლმა.

alt"დამირეკა იაშვილმა... 5 წუთი ვილაპარაკეთ და ვუთხარი..." - სანიოლმა მოჰყვა, როგორ დაინიშნა საქართველოს ნაკრების მწვრთნელად

მკითხველის კომენტარები / 19 /
არავითარ შედარებებს ადგილი არ უნდა ჰქონდეს.ასე ადარებდნენ მესხსა და მეტრეველს, რაც სწორი არ იყო და შემდგომ ამის მოსურნე ხალხი გაქრა. მოდით ჯერ ეს ბიჭები მართლაც მესხისა და მეტრეველის დონეზე ავიდნენ და უფრო კარგად გავიგებთ რასთან გვაქვს საქმე. ჩაკვეტაძე მგონია გადაურჩა ამ უძნელეს ტრამვას და ათამაშდება სრული ძალით ცოტა ხანში. კიდევ ბევრი რამ სჭირდება ორივეს უმაღლეს დონეზე სათამაშოდ: 1. ჯანმრთელობამ გაქაჩოს უმძიმესი დატვირთვები;
2. იღბალი, რომ ტრამვები (ყოველ შემთხვევაში მძიმე) არ დაემართოთ;
3. ტოპ 4-ის გუნდები, რომლებშიც გაიზრდებიან და განვითარდებიან;
4. შესაბამისი აღმზრდელი მწვრთნელები. ასე, რომ წინ ბევრი რამ გვჭირდება და
ნეტა ყველაფერი ჩვენს სასარგებლოდ აეწყოს. მაგენი თუ მაღალ დონეზე ავლენ მათ მითვება ნახევარდაცვის დაცვის მოთამაშეები და ქართული ნიჭის სესაბამისი ნაკრები გვეყოლება.
პეტრე
13 აპრილი 2022 12:17
0
მეგობრებო, ქართველებო სტატია წავიკითხე და არასასიამოვნო კომენტარებიც მომხვდა თვალში ამიტომ როგორც ქართველი ქართველს თხოვნა იქნება რომ ასეთ შედარებებს ამ ორ მაგარ ფეხბურთელში ნუ აკეთებთ ეს ბიჭები და არა მარტო ეს ბიჭები ჩვენი სიამაყეები არიან გვიყვარს ეს ფეხბურთელები და გვემედებიან. ამიტომ ნუ დავთესავთ შუღლს ნუ შევქმნით ნეგატიურ განწყობას პირადად ამ ორი მაგარი კაცის მისამართით რადგან ესენი პირველ რიგში კაცები არიან მეგობრობენ და ორივეს ერთი მიზანი აქვთ რომ ქვეყანა ასახელონ ამიტომ ასეთი მიდგობა გაუმართლებელი და სასტიკად არასწორია. მართალია ერთ ფლანგზე თამაშობენ მაგრამ რადიკალურად განსხვავებული სათამაშო უნარები და თამაშის სტილი აქვთ და ასე გადაჭრით მე ვიტყოდი რომ ფეხბურთის არ მცოდნე იტყვის რომ რომელიმე ერთმანეთზე ნაგარ ან ლამაზ ფეხბურთს თამაშობს საერთოდ სხვადასხვანაირი სტილი აქვთ და ორივე უუუულამაზესი სტილია ამიტომ მოდი ვაცადოთ განვითარება და ვუსურვოთ წარმატებები თვითოეულ მათგანს ვისაც საქართველოს ნაკრების ფორმა აცვია და სულსა და გულს დებს მისთვის. ნუ დავთესავთ შუღლს!
T.q
10 აპრილი 2022 00:13
0
გეთანხმებით ორივეს,უბრალოდ ან ბავშვები წერენ ამ კომენტარებს ან დილეტანტები,აუცილებელია დასაბუთება და ფეხბურთი ამიტომაც არის საინტერესო,რომ მრავალფეროვანია,ყველას თავის სტილი აქვს და გემოვნება,მაგრამ იმან ერთა ლიგა მოიგო,ამანაც მოიგოს და მერე ვილაპარაკოთ არ არის დასაბუთება და რბილად რომ ვთქვათ,არ ნიშნავს ფეხბურთის კარგად ცოდნას. ძალიან მარტივად დავწერ - ფეხბურთი არის გუნდური სპორტის სახეობა.წერილი.
Skeleton-ს და T.q.-ს
10 აპრილი 2022 08:02
0
თქვენს მოსაზრებას პატივს ვცემ მაგრამ სრულიად ჯანსაღი რეაქციაა გულშემატკივრის მხრიდან, თუ კი ერთს მეორე ურჩევნია. ფეხბურთში ასე ხდება ყოველთვის და ინდივიდუალური შეხედულებები ყველას გაგვაჩნია. აქ ისეთები იწერება ბიჭებზე, იმ დონის ბულინგს ვაწყდები ზოგჯერ და გადავეფარები ხოლმე და ვიცავ, ეგ დამოკიდებულება მილიონად ჯობია, როცა დაასაბუთებ ეს ფეხბურთელი მეორეს მირჩევნიაო. ჩემი აზრით ამაში ცუდი არაფერია.
რავიცი მსოფლიოში ყველა ფეხბურთელი გააძლიერა მსგავსმა კონკურენტულმა გარემოებამ და რაღა ჩვენებს დაემართებათ უკუღმა :))
წარმატებებს ვუსურვებ ორთავეს.
Skeleton
10 აპრილი 2022 02:16
0
რატომ ადარებთ ჩაკვეს კვარაცხელიას მაინც ვერ ვხვდები ახლა იწყება ახალი შესარჩევი და მოიგოს ჯგუფი კვარამაც მარტო და ვნახავთ იქნება თუარა ჩაკვეს დონის და მაშინ მართლა მარტომ მოიგო ჩაკვემ ის ჯგუფი ცოტა მეტი პატივისცემა გმართებს ამ ბიჭის მიმართ ჯერ აქ დაამტკიცოს რას წარმოადგენს და მერე ვცეთ პატივი ჩაკვეტაძის ნაირათ.
Gio
09 აპრილი 2022 20:36
12
ჩაკვეტაძე ძალიან მომწონს მაგრამ კვარას სულ სხვა ეფექტი აქვს. კვარამ მე და მთელი ჩემი ფეხბურთის მოყვარული სამეგობრო ქართული ფეხბურთისკენ მოგვახედა და ხელი ჩაქნეული რომ გვქონდა სამუდამოდ, იმედიანად დაგვაწყებინა ნაკრების თამაშების ყურება.
თან უფრო მაღალი დონის ნაკრებებთან გაიბრწყინა ვიდრე ჩაკვემ.
ესპანეთს, საბერძნეთს, შვედეთს ისე ეთამაშა ტოლი არ დაუდო, ესპანეთის დაცვას რეები გაუკეთა, შვედეთთან თამაშის დროს ზლატანი იყო მოედანზე ხალხო და კვარამ გაიფორმა დუბლი, და უმაგრესად ითამაშა. ამით ჩაკვეტაძის ყაზახეთთან და სხვა ნაკრებებთან მაგარ თამაშს კი არ ვაკნინებ, იმედია გამგები გაიგებს რასაც ვგულისხმობ. უბალოდ ბევრად მაღალი დონის ფეხბურთელების წინააღმდეგ ითამაშა კვარამ ტოლ-სწორად და უკეთესად, ვიდრე ჩაკვემ.
არ მიყვარს მსგავსი შედარებები მაგრამ ფეხბურთში მოსულა. თან ჯანსაღ კონკურენციას უწყობს ხელს.
გავუფრთხილდეთ ჩვენს ტალანტებს!
Skeleton
09 აპრილი 2022 19:52
3
კი ვუ"ფ"რთხილდები. ყოველგვარი ბულინგისგან და ცუდი დამოკიდებულებისგან ვიცავ, რაც არაერთხელ შემხვედრია მათ მიმართ და სრულიად დაუმსახურებლად. ვაფასებ თითოეულ მათგანს და მოდი თქვენ ნუ მასწავლით ვინ ვისზე მეტად მომწონდეს.
ინდივიდუალური შეხედულებები ყველას გაგვაჩნია.
წლებია ფეხბურთს ვუყურებ და მგონი ჯანსაღად როცა იტყვი ეს ფეხბურთელი იმას მირჩევნიათქო და ასაბუთებ,სრულიად ნორმალური რეაქციაა.
ყველას ვიღაცა მოგვწონს ვიღაცაზე მეტად.
პ.ს წაკითხულიდან შინაარსის გამოტანაც მნიშვნელოვანია :)
წარმატებები!
Skeleton
10 აპრილი 2022 02:11
0
და შენ ეხლა აი ამ შენი კომენტარით შენ "ტალანტებს" უბრთხილდები ასე გგონია?!
T.q
10 აპრილი 2022 00:16
1
ამ ტაკიმასხარა სანიოლს საერთოთ რა უნდა,დაბოღმილია რომ არცერთი ფრანგი ფეხბურთელი ახლოს ვერ მივა ხვიჩასთან და არც მომავალშიც დაიბადება საფრანგეთში ხვიჩას დონის ფეხბურთელი..
gaga
09 აპრილი 2022 17:09
48
ეე, ფანატიზმი ასულელებს ადამიანს
დათო
09 აპრილი 2022 20:22
1
რა ეთქვა გიორგიზე?ორი წლის წინ ბევრი გაკეთა ნაკრებისთვის და მაგარიაო? გენტში ვერ დამკვიდრდა და დორტმუნდში ითამაშებს თავისუფლადო ვერ იტყოდა ნამდვილად, დორტმუნდი კი არა ჰამბრგში არ ათამაშებენ სასტარტოში. ჩვენ კი გვჯერა მალე დაგვიბრუნდება ძველი ჩაკვეტაძე და ბევრჯერ გაგვახარებს
გოგა
09 აპრილი 2022 17:06
0
გერმანელებმა იციან ჩაკვე როგორ განავითარონ და მალე სუპერვარსკვლავს მივიღებთ. კვარასაც იგივეს ვუსურვებ და ჩვენი ნაკრები 2 სუპერ ვალსკვლავით ძალიან დიდი ძალა იქნება!
Guja Kakhadze
09 აპრილი 2022 14:43
4
ხვიჩაც და ჩაკვეც ორივე დიდი ტალანტია, ცოტა ხანში დაიმკვიდრებენ თავიანთ მყარ ადგილს
თენგაბი
09 აპრილი 2022 14:36
1
დღესდღეობით საქართველოში ნომერი პირველი ფეხვბურთელი არის ხვიჩა კვარაცხელია და ის სხვა დანარჩენ ფეხბურთელებს სამწუხაროდ ერთი თავით ჯობნის, ეს რეალობაა
არწივი
09 აპრილი 2022 14:34
3
სამწუხაროდ რატომ?! ძალიან კარგი,რომ მაგარი ბიჭია,მაგრამ ძალიან მაგარი ბიჭები გვყავს,სულ მიკვირს,რომ 2 ფეხბურთელის შედარება მიდის ერთმანეთთან?! მე პირადად ოთარ კიტეიშვილი ამ ნაკრებში ერთ-ერთი ყველაზე რთულად შესაცვლელი მგონია, სამწუხაროდ ტრავმამ შეაწუხა ბოლო პერიოდი,მაგრამ დარწმუნებული ვარ უმაღლესი დონის პროფესიონალია ეს ბიჭი და ძალიან მალე დაიბრუნებს სათამაშო ფორმას. შტურმის ლიდერი იყო,ვიცე კაპიტანი და ტრავმის შემდეგ ძალიან გაუჭირდა შტურმსაც მის გარეშე
საქართველო
10 აპრილი 2022 08:07
0
ჩაკვე იქა ჰყავთ გერმანელებს თვალწინ,ჰამბურგში და არავისი აზრი არ სჭირდებათ,ჯერჯერობით დიდი გზი გავლა საჭირო,მათ თავი რომ მოაწონოს.
status quo
09 აპრილი 2022 13:12
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული