ფლამარიონის დუბლი, კვარაცხელიას გოლი და ბათუმელთა ზედიზედ მეხუთე გამარჯვება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის მე-9 ტურში დარჩენილი ორი მატჩი ჩატარდა.

ბათუმის „დინამომ“ გასვლაზე „ტორპედო“ 3:0 დაამარცხა. პირველ ტაიმში სტუმრები ფლამარიონმა დუბლით დააწინაურა (ზედიზედ მეორე შეხვედრაში შეასრულა დუბლი), 64-ე წუთზე კი ბრაზილიელის პასით ჰამზიჩის კარი კვარაცხელიამ დალაშქრა. უნდა აღინიშნოს მასპინძელთა მეკარის კარგი თამაში - რომ არა ის, "დინამო" გაცილებით დიდი ანგარიშით გაიმარჯვებდა.

გეგუჩაძის გუნდმა ზედიზედ მეხუთე გამარჯვება მოიპოვა,  22 ქულით ლიდერია და უახლოეს მდევარ „დილას“ 3 ქულით უსწრებს, „ტორპედო“ კი 11 ქულით მეშვიდე ადგილზე დარჩა.

ქუთაისი. „რამაზ შენგელია“
ტორპედო - დინამო (ბთ) 0:3
გოლები: 0:1 ფლამარიონი (13), 0:2 ფლამარიონი (25), 3:0 კვარაცხელია (64)

ტორპედო (3-4-1-2): ჰამზიჩი, სანდოხაძე, მირცხულავა, აბულაძე, შულაია, კარაგუნისი (არველაძე 56), მანჯგალაძე (ბუღრიძე 69), ნადარაია (შერგელაშვილი 56), კუხიანიძე (კ) (ცინცაძე 74), არაბიძე, პაპუნაშვილი (მჭედლიძე 69)

დინამო (ბთ) (4-3-3): კუპატაძე, აზაროვი, აზაცკი, კობახიძე (კ), მამუჩაშვილი, ალთუნაშვილი (ფალავანდიშვილი 70), ტეიდი, რადინი (ფანცულაია 76), კვარაცხელია (ჩაბრაძე 81), ფლამარიონი (გაფრინდაშვილი 70), დავითაშვილი (ზარია 76)

„საბურთალომ“ სტუმრად „თელავს“ 2:0 სძლია და 15 ქულით მესამე ადგილზე დამკვიდრდა, ხოლო კახური გუნდი 10 ქულით მერვე პოზიციაზე დარჩა

თელავი. "კავკასიონი არენა"
თელავი - საბურთალო 0:2
გოლები: 0:1 შ. ნონიკაშვილი (41), 0:2 ქავთარაძე (90+7)
გაძევება: გოჩოლეიშვილი (90+6, საბურთალო)

altხვიჩას შოუ, ფლამარიონის დუბლი, ზურიკოს დებიუტი, რადინის სუპერგოლი - ბათუმის "დინამომ" ლიდერობა დაიბრუნა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 19 /
უვიცი "ტრენერი" და ძალად ფეხბურთელი არაბიძე წეწავენ კერესელიძეს და დასცინიან გულშემატკივარს,
დათო
09:37 25-04-2022
1
Bერასი რო ვიყო Bათუმს დავეხმარებოდი ბოლომდე Dა ფეხბურთით მაგრად ვიკაიფებდი თან ქალაქი მაგრად Gანვითარდებოდა..
Dinamo
01:31 25-04-2022
2

სიახლეები პოპულარული