ფლამარიონის დუბლი, კვარაცხელიას გოლი და ბათუმელთა ზედიზედ მეხუთე გამარჯვება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის მე-9 ტურში დარჩენილი ორი მატჩი ჩატარდა.

ბათუმის „დინამომ“ გასვლაზე „ტორპედო“ 3:0 დაამარცხა. პირველ ტაიმში სტუმრები ფლამარიონმა დუბლით დააწინაურა (ზედიზედ მეორე შეხვედრაში შეასრულა დუბლი), 64-ე წუთზე კი ბრაზილიელის პასით ჰამზიჩის კარი კვარაცხელიამ დალაშქრა. უნდა აღინიშნოს მასპინძელთა მეკარის კარგი თამაში - რომ არა ის, "დინამო" გაცილებით დიდი ანგარიშით გაიმარჯვებდა.

გეგუჩაძის გუნდმა ზედიზედ მეხუთე გამარჯვება მოიპოვა,  22 ქულით ლიდერია და უახლოეს მდევარ „დილას“ 3 ქულით უსწრებს, „ტორპედო“ კი 11 ქულით მეშვიდე ადგილზე დარჩა.

ქუთაისი. „რამაზ შენგელია“
ტორპედო - დინამო (ბთ) 0:3
გოლები: 0:1 ფლამარიონი (13), 0:2 ფლამარიონი (25), 3:0 კვარაცხელია (64)

ტორპედო (3-4-1-2): ჰამზიჩი, სანდოხაძე, მირცხულავა, აბულაძე, შულაია, კარაგუნისი (არველაძე 56), მანჯგალაძე (ბუღრიძე 69), ნადარაია (შერგელაშვილი 56), კუხიანიძე (კ) (ცინცაძე 74), არაბიძე, პაპუნაშვილი (მჭედლიძე 69)

დინამო (ბთ) (4-3-3): კუპატაძე, აზაროვი, აზაცკი, კობახიძე (კ), მამუჩაშვილი, ალთუნაშვილი (ფალავანდიშვილი 70), ტეიდი, რადინი (ფანცულაია 76), კვარაცხელია (ჩაბრაძე 81), ფლამარიონი (გაფრინდაშვილი 70), დავითაშვილი (ზარია 76)

„საბურთალომ“ სტუმრად „თელავს“ 2:0 სძლია და 15 ქულით მესამე ადგილზე დამკვიდრდა, ხოლო კახური გუნდი 10 ქულით მერვე პოზიციაზე დარჩა

თელავი. "კავკასიონი არენა"
თელავი - საბურთალო 0:2
გოლები: 0:1 შ. ნონიკაშვილი (41), 0:2 ქავთარაძე (90+7)
გაძევება: გოჩოლეიშვილი (90+6, საბურთალო)

altხვიჩას შოუ, ფლამარიონის დუბლი, ზურიკოს დებიუტი, რადინის სუპერგოლი - ბათუმის "დინამომ" ლიდერობა დაიბრუნა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 19 /
მე 80 ე წუთზე შეცვალეს და ტაშს ვუკრავდით ქუთაისელი გულშემატკივარი. ძალიან ემოციური იყო ეს ყველაფერი. საქართველოში არ დავდივარ სტადიონებზე და დღეს პირველად ვიყავი. ძალიან მეამაყება ჩემი თანაქალაქელები. კვარა რომ წააქციეს, ისიც კი გააპროტესტა ქუთაისელმა გულშემატკივარმა და როცა მოედანი დატოვა აპლოდისმენტებით გავაცილეთ. მეტი ასეთი მომენტი მინდა ქართულ ფეხბურთში. ემოციას მოჰყავს ადამიანები სტადიონზე, სხვას არაფერს!
კვარა დიდი მადლობა საქართველოში სტადიონებზე მაყურებლის დაბრუნებისთვის! :)
Winter
01:27 24-04-2022
0
ამ თამაშში ქუთაისმა მოიგო!!
დიდი მადლობა ქუთაისის ტორპედოს გულშემატკივრებს ეს არი მათი გამარჯვება..
არ გაჩერდეთ და ნანატრ გუნდს აუცილებლად ააშენებთ ჩვენ თქვენთან ვართ ბათუმელი გულშემატკივრები, სტადიონზე მიდით მეგობრებო და პროტესტი და უკმაყოფილება იქ გამოხატეთ როგორც შეგვეფერება.. თუ ვერ დაინახავენ,არ შერცხვებათ, ნგრევას გააგძელებენ ტორპედოსი და თქვენ ასე ერთმუშტად დადგებით ჩვენც ჩამოვალთ და გვერდით დაგიდგებით რომ ერთად დავეხმაროთ ტორპედოს და ქართულ ფეხბურთ!!!
მეამაყებით ქუთაისლებო!!
შავი კაცი
02:00 24-04-2022
1

სიახლეები პოპულარული