"ტორპედოს" წაგება და სტადიონის დისკვალიფიკაცია - გუნდებსა და ფეხბურთელებს ფულადი ჯარიმები" - სადისციპლინო კომიტეტის ვერდიქტი

AutoSharing Option
სფფ-ის სადისციპლინო და საფეხბურთო დავების განმხილველმა კომიტეტმა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეათე ტურის, "ტორპედო ქუთაისისა" და "დინამო თბილისის" მატჩის მიმდინარეობისას მომხდარი ინციდენტის შესახებ იმსჯელა. აღნიშნული მატჩი 2022 წლის 29 აპრილს ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გაიმართა.

კომიტეტის გადაწყვეტილებით, ფულადი ჯარიმა დაეკისრა თბილისის "დინამოს" 2 400 ლარის ოდენობით (სფფ-ის სადისციპლინო კოდექსის 93-ე მუხლის 1-ელი პუნქტი, 114-ე მუხლის 1-ელი პუნქტი, 115-ე მუხლის მე-2 პუნქტი, 116-ე მუხლისა და 55-ე მუხლის მე-2 პუნქტი);

ქუთაისის "ტორპედოს" ჩაეთვალა ტექნიკური წაგება 0:3 "დინამო თბილისის" სასარგებლოდ. ქუთაისის "ტორპედო" მომდევნო
5 საშინაო მატჩს მაყურებლის გარეშე გამართავს (სფფ-ის სადისციპლინო კოდექსის 93-ე მუხლის 1-ელი პუნქტი, 106-ე მუხლის მე-2 პუნქტი, 114-ე მუხლის 1-ელი პუნქტი, 115-ე მუხლის მე-2 პუნქტი და 55-ე მუხლის მე-2 პუნქტი)

ამას გარდა, ქუთაისის "ტორპედოს" დაეკისრა ფულადი ჯარიმა 6 900 ლარის ოდენობით (სფფ-ის სადისციპლინო კოდექსის 93-ე მუხლის 1-ელი პუნქტი, 106-ე მუხლის მე-2 პუნქტი, 114-ე მუხლის 1-ელი პუნქტი, 115-ე მუხლის მე-2 პუნქტი);

ამასთან, კომიტეტის გადაწყვეტილებით, 3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია და ფულადი ჯარიმა დაეკისრა თბილისის "დინამოს" ფეხბურთელს - გიორგი პაპავას (სფფ-ის სადისციპლინო კოდექსის 98-ე მუხლის მე-4 პუნქტი და 55-ე მუხლის მე-2 პუნქტი).

4-მატჩიანი დისკვალიფიკაცია და ფულადი ჯარიმა დაეკისრა "დინამო თბილისის" ფეხბურთელს - დიმიტრი ანტილევსკის (სფფ-ის სადისციპლინო კოდექსის 104-ე მუხლის მე-2 პუნქტი და 55-ე მუხლის მე-2 პუნქტი);

ასევე, ფულადი ჯარიმა დაეკისრა თბილისის "დინამოს" მეკარეების მწვრთნელს - ევგენი ტაიკევიჩს (სფფ-ის სადისციპლინო კოდექსის მე-100 მუხლი და 55-ე მუხლის მე-2 პუნქტი);

ამასთან, ფულადი ჯარიმა და 3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია დაეკისრათ ქუთაისის "ტორპედოს" ფეხბურთელებს - ბაქარ მირცხულავას, დინო ჰამზიჩს, ლევან მჭედლიძეს და ვაჟა ტაბატაძეს; ასევე, ქუთაისის "ტორპედოს" მწვრთნელის ასისტენტს - შოთა ბაბუნაშვილს (სფფ-ის სადისციპლინო კოდექსის 98-ე მუხლის მე-4 პუნქტი და 55-ე მუხლის მე-2 პუნქტი);

ასევე ფულადი ჯარიმა და 5-მატჩიანი დისკვალიფიკაცია დაეკისრა ქუთაისის "ტორპედოს" ფიზმომზადების მწვრთნელს - თეიმურაზ ჯანაშიას (სფფ-ის სადისციპლინო კოდექსის 98-ე მუხლის მე-9 პუნქტი და 55-ე მუხლის მე-2 პუნქტი).

erovnuliliga.ge

მკითხველის კომენტარები / 15 /
ქუთაისის ტორპედოს ფანებს სტადიონზე ანშლაგი მარტო ნუ გგონიათ ფანობა!!! კულტურაც საჭიროა
ქართველი
22:10 02-05-2022
16
ქუთაისის "ტორპედო"-ს მეამბოხე ფანებო, იჯექით ახლა სახლში და ტრიბუნების ნაცვლად ლეწეთ ეგ თქვენი ტელევიზორები - თუ დაიცხრობთ ვნებებს, მაშინ გეღირსებათ საყვარელი გუნდის სტადიონზე ქომაგობა
მოჩხუბარიძეებს
23:10 02-05-2022
20
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული