"დინამოზე" დაბრუნებული გულშემატკივარი, კარგი თამაში და ზღვა ემოციები მატჩში, რომელსაც მხოლოდ გოლები დააკლდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის მე-11 ტურში ორი მატჩი გაიმართა და ორივე ძალიან დაძაბული და საინტერესო გამოვიდა.

ცენტრალური მატჩი თბილისში ჩატარდა - თბილისის „დინამო“ ბათუმის „დინამოს" დაუზავდა - 0:0.

ამ შეხვედრის მოლოდინი დიდი იყო. Tuttonapoli წერდა, რომ კვარაცხელია დიდ მატჩში მიიღებდა მონაწილეობას. თამაშის პირდაპირი ტელერეპორტაჟი „სეტანტამ“ უკრაინაში განახორციელა. პირველ რიგში, სასიხარულო ისაა, რომ ეროვნული ლიგის მატჩზე „დინამოს“ სტადიონზე 20 ათასზე მეტი მაყურებელი მივიდა და ყველა მასპინძელთა გუნდის აქტიურმა თამაშმა სასიამოვნოდ გააკვირვა. გაბედავას გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაუთვალეს, კამარასა და მალის დარტყმული ბურთები კი
ძელს
მოხვდა. შუა პირველ ტაიმში თამაში გათანაბრდა, სტუმრებმა შეუტიეს და 35-ე წუთზე კვარაცხელიას, რომელსაც ყურადღებით მეურვეობდნენ, გატანა პრიეტომ არ დაანება.

მეორე ტაიმი აჭარულმა გუნდმა აქტიურად დაიწყო, მარჯვენა ფრთიდან მამუჩაშვილმა ჩააწოდა, დავითაშვილმა მცველს დაასწრო და ბურთი ხარიხას გაარტყა. შემდეგ ხვიჩა ხვადაგიანს გაექცა და ისევ მეკარემ არ გაახსნევინა ანგარიში. ესპანელმა მერე კიდევ ორი სეივი განახორციელა და ორივე გუნდიდან ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ბოლოს მომენტები გაფრინდაშვილმა და ტეიდმა ვერ გამოიყენეს. საბოლოოდ ფრე დაფიქსირდა და ბათუმელებმა დედაქალაქელებთან ხუთქულიანი უპირატესობა შეინარჩუნეს.

თბილისი. „დინამო არენა“
დინამო (თბ) - დინამო (ბთ) 0:0

დინამო (თბ) (3-4-3): პრიეტო, ხვადაგიანი, ბენიო, კალანდაძე, მალი (სტეფენი 83), ლომინაძე (მოისწრაფიშვილი 67), ოსიყმაშვილი, ხარაბაძე (კ), ბარნსი (კირკიტაძე 67), გაბედავა (ბილენკი 83), კამარა

დინამო (ბთ) (4-1-2-3): კუპატაძე, აზაროვი, რეხვიაშვილი, კობახიძე (კ), ჩაბრაძე, ტეიდი, ალთუნაშვილი (ბიძინაშვილი 86), რადინი (ფალავანდიშვილი 86), კვარაცხელია (ჯიღაური 90+2), დავითაშვილი (ფანცულაია 74), მამუჩაშვილი (გაფრინდაშვილი 90+2)

„დილამ“ სახლში „ტორპედოს“ 2:0 სძლია და ლიდერ ბათუმის "დინამოსთან" ჩამორჩენა 2 ქულამდე შეამცირა.

გორი. „თენგიზ ბურჯანაძე“
დილა - ტორპედო 2:0
გოლები: 1:0 გონსალვესი (11), 2:0 მაქაცარია (90+4)

მკითხველის კომენტარები / 28 /
გინდათ ჩემპიონატის განვითარება? იარეთ თამაშებზე, ფეხბურთელებს სულსხვა მონდომება აქვთ როცა ხალხს ხდავენ. მილიონიან ქალაქში 10-15 ათასი რო ესწრებოდეს ეგეც საქმეა. მოკიდეთ შვილებს ხელი და იარეთ მეგობრებო.
ქართველი
03 მაისი 2022 23:41
1
კაია მაყურებლების წინაშე ორივე გუნდმა მოინდომა, მაგრამ კვარაცხელიას თამაში მართლა კრიტიკას ვერ უძლებს, ან ეს აშკარა სიმულაცია რა იყო. 2 მომენტი ქონდა მცველთან 1-1ზე და ძალიან ცუდად გააგრძელა. დამამინუსეთ რამდენიც გინდათ, მაგრამ ნაპოლიში თუ არ მოუმატა ესე ძალიან გაუჭირდება ძირითადში მოხვედრა
nedved
03 მაისი 2022 22:53
29
კვარა საქართველოსია. ცოტათი ფრთხილობს და სწორს შვება ტრამვა არ მიიღოს. ასევე არ ეწყინოს ბიჭებს და ვერ ქაჩავენ მასთან თამაშის დონეს ბათუმის დინამოში და ამოტომ ვერ ამარაგებენ პასებით.კვარა იმედია.
gio
04 მაისი 2022 11:17
3
შეიძლება ვცდები,მაგრამ როცა ისეთი შემტევი ფეხბურთელი გყავს გვერდით,როგორიც კვარაა ხშირად უნდა ამარაგებდე ბურთებით,კვარამ როცა ბურთი მიიღი სიტუაცია ყოველთვის მწვავე გახადა,ხშირად თავისუფალი იყო და ბურთს არ აწვდიდნენ,შეიძლება მე სუბიექტური ვარ ,როგორც კვარას გულშემატკივარი,მაგრამ მე ასე მგონია.
თერჯოლელი
03 მაისი 2022 22:51
5
მაყურებელი სხვა ელფერს სძენს ფეხბურთს და დღევანდელმა მატჩმა კიდევ ერთხელ ცხადყო ეს.თითქოს უინტერესო ჩვენი ჩემპიონატი,სულსხვა რაკურსში წარმოჩნდა. ასე რომ ჩვენც უნდა ავიღოთ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა და ვიაროთ სტადიონზე.
გულშემატკივარი
03 მაისი 2022 22:22
0
კი ბატონო, სათამაშო ატმოსფერო,ბრძოლა,შიგადაშიგ ტემპიც შეიძლება ნორმალური იყო, მაგრამ გუნდების კლასი და ფეხბურთელების კვალიფიკაცია ისევ დაბალია,ისევე როგორც მათი ფიზიკური მომზადების დონე.სწორედ ამან განაპირობა ის უაზრო და უკლასო თამაში.ასე რომ მგონია კიდევ ერთი იმედგაცრუება გველოდება ორი თვის შემდეგ ევროტურნირების შესარჩევ ციკლში. კვარა კი როგორც წესი ყოველთვის საკუთარი სტატ-შედეგედზეა იყო ორიენტირებული ვიდრე გუნდის ინტერესებზე.
raiiiiiiiii????
03 მაისი 2022 22:18
30
"ქუთაისი" რას უწუნებ კვარას
ვერ დაინახე ვერაფერი? ცუდია!
მშვენიერი კლასი მშვენიერი მატჩი
მშვენიერი დონე
ევროპას არ ჩამოვრჩებით ბევრით
თენგო
03 მაისი 2022 21:38
4
ანგაეიშის მიუხედავად თამაში მომეწონა. სამჯერ ხარიხა, ბევრი მომენტები და კარში დარტყმა. 0-0 სთვის საკმაოთ კარგი თამაში. კიდევ ერთხელ ვრწმუნდები მაყურებელს რა დიდი მნიშვლებოა აქვს ფეხბურთში. ხალხმა რომ ვიაროთ ფეხბურთზე მეტად წაიწევს წინ ჩვენი ფეხბურთი. მადლობა ორივე გინდს.
G.LA
03 მაისი 2022 21:32
1
კვარაცხელიას ასეთი თამაშით ნაპოლში ბურთის მომწოდებლად შეუძლია მხოლიდ დასაქმება
kutaisi
03 მაისი 2022 21:30
61
მადლობა თქვი რომ საერთოდ თამაშობს და თქვენნაირი ავაყდმყოფების გახარებას ცდილობს
Bidzia
03 მაისი 2022 22:54
0
ბოღმისგან როდის გასკდები? :)))))
მამუკა
03 მაისი 2022 21:56
0
ერთი კარგი ფეხბურთელის დაბრუნებამ რა მაგრად მოიყვანა მაყურებელი ყველგან ანშლაგია სადაც ბათუმი თამაშობს არც ისე ცუდი ჩემპიონატი გვქონია როგორც მეგონა
Soso
03 მაისი 2022 21:23
3
საუკეთესო ქართველმა მწვრთნელმა სუპერვარსკვლავს სერიოზული დაცვა დაუპირისპირა და საკუთარ მოედანზე ფრეს მიაღწია არადა ბევრი კვარაცხელიას გოლებს ელოდებოდა
შოკირებული გულშემატკივარი
03 მაისი 2022 21:20
14
და სად იყო საუკეთესო ქართველო მწვრთნელი? ჩიხრაძე რატო წვრთნიდა დინამოს?
ბოკინიო
03 მაისი 2022 21:24
6

სიახლეები პოპულარული