ევროტურნირების წინ - ცხადაძე "დინამოდან" მიდის?

AutoSharing Option
ევროტურნირების დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, თბილისის "დინამოში" შესაძლოა, სამწვრთნელო ცვლილება განხორციელდეს. "ფეისბუქგვერდ" Matchday-ის ინფორმაციით, კახა ცხადაძეს გიორგი ჭიაბრიშვილი შეცვლის.

Sportall.Ge

ეროვნული ლიგის უკანასკნელ ტურში თბილისური კლუბი წყალტუბოს "სამგურალთან" (1:2) დამარცხდა, მატჩის შემდეგ კი ცხადაძე უკმაყოფილო იყო. ჯერჯერობით, ოფიციალური პოზიცია ცნობილი არაა.

შეგახსენებთ, თბილისის "დინამო" კონფერენს ლიგაზე ჩაერთვება, სადაც მისი პირველი მეტოქე ესტონური "პაიდე" იქნება, წყვილში გამარჯვებული კი სომხურ "არარატ-არმენიას" დაუპირისპირდება.

altბათუმელებმა ხვიჩასა და ზურიკოს გარეშე გაიმარჯვეს, თბილისის "დინამო" წყალტუბოში დამარცხდა, "ლოკომ" სიურპრიზი შემოგვთავაზა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 14 /
ფიფიამ არ იცის გუნდის მაართვა სამწუხაროთ, უნდა გაყდოს გუნდი და თავი დაანებოს ფეხბურთს
ვახო
18 ივნისი 2022 15:24
0
მერე?მყიდველი ვინ არის?თანაც აკადემიას მართლა ბრწყინვალედ ამუშავებს და ამის დაუნახაობა,უარესი დანაშაული იქნება.საქართველოს ყველა ნაკრები ხომ უმეტეს წილად მისი აღზრდილები არიან.რაღაც სხვა გამოსავალია საძებნი. მაგის დაშლა არ შეიძლება.
სოსო
18 ივნისი 2022 22:33
1
ვერაფერი გავუგე,რომან ფიფიას.შესანიშნავად ამუშავებს ფეხბურთის აკადემიას,მაგრამ პატარა ბავშვზე უარესად მართავს მთავარ გუნდს, წყალში ყრის დახარჯულ შრომას და ფულს.
სოსო
18 ივნისი 2022 14:51
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული