ორი "დინამოს" მატჩი - ზეიმი ბათუმში, მასპინძელთა გამარჯვება და ხვიჩას ნეაპოლში გაცილება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის მე-20 ტურში პირთამდე სავსე სტადიონზე ბათუმის „დინამომ“ თბილისის „დინამო“ 4:1 დაამარცხა.

მასპინძლებმა თავიდანვე დიდი ძალებით შეუტიეს. აზაროვის დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა, კარგი მომენტი დავითაშვილმა ვერ გამოიყენა, შემდეგ ზურიკოს გასროლილს ფლამარიონმა შეუცვალა მიმართულება და აჭარული გუნდი დაწინაურდა. სტუმრებმა საპასუხო იერიშებით უპასუხეს და მოისწრაფიშვილის თავურის მერე „დინამოს“ კარი ძელმა იხსნა. 25-ე წუთზე თბილისელებმა მოედნის ცენტრში ბურთი დაკარგეს და სწრაფი შეტევის შედეგად ალთუნაშვილმა პრიეტოს კარი დალაშქრა. ჭიაბრიშვილის შეგირდები ორმა გაშვებულმა გოლმა არ გატეხა, მეტოქის ნახევარზე აიწიეს, შანსიც მიეცათ, მაგრამ მალის გატანა
კუპატაძემ არ დაანება. 39-ე წუთზე საჯარიმოდან ჩაწოდებულ ბურთზე აზაცკიმ მეტოქეს აჯობა და ამჯერად ხარიხამ ბათუმელები იხსნა. თუმცა ტეიდმა შესვენებაზე გასვლის წინ მესამე გოლი გაუტანა მოწინააღმდეგეს და გამარჯვებულის ვინაობაც გაირკვა.

შესვენებაზე ხვიჩა კვარაცხელია მოედანზე გავიდა, გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა, გულთბილად დაემშვიდობა, მათ კი ოვაციებით „ნაპოლიში“ გააცილეს.

მეორე ტაიმი თბილისის „დინამომ“ აქტიურად დაიწყო. შეცვლაზე შესულმა სხირტლაძემ ანგარიში შეამცირა, პირისპირ გასულ ბილენკის მეკარემ არ გაატანინა. კომპენსირებულ დროში დავითაშვილმა მეოთხე გოლი გაუტანა პრიეტოს და ბათუმელებმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს.

ამ გამარჯვების შედეგად გეგუჩაძის გუნდმა უახლოესი მდევარი თბილისის „დინამო“ 9 ქულით ჩამოიტოვა და „სლოვანთან“ დაპირისპირების წინ შესანიშნავი განწყობა შეიქმნა.

ბათუმი. „აჭარაბეთ არენა“

დინამო (ბთ) - დინამო (თბ) 4:1
გოლები: 1:0 ფლამარიონი (17), 2:0 ალთუნაშვილი (25), 3:0 ტეიდი (43), 3:1 სხირტლაძე (59)

დინამო (ბთ) (4-2-3-1): კუპატაძე, ჩაბრაძე (გაფრინდაშვილი 62), კობახიძე (კ), აზაცკი, აზაროვი, ალთუნაშვილი (ბიძინაშვილი 81), ტეიდი (ფალავანდიშვილი 75), მამუჩაშვილი, დავითაშვილი, ჯიღაური (რადინი 62), ფლამარიონი (ვაწაძე 81)

დინამო (თბ) (4-2-3-1): პრიეტო, ხარაბაძე (ანტილევსკი 80), კალანდაძე (ხვადაგიანი 46), ბენიო, მალი, მოისწრაფიშვილი (სხირტლაძე 46), მექვაბიშვილი (კ), კამარა (ჩხეტიანი 65), ბარნსი, კირკიტაძე, ბილენკი (გაბედავა 73)

მკითხველის კომენტარები / 20 /
თვალებს ვერ ვუჯერევ რომ ეს საქართველოში ხდება საოცარი ატმოსფერო უმაგრესი თამაშის ხარისხი დღეს თუ სადმე ფეხბურთია საქართველოში არის აჭარაში და არის ულამაზეს ქალაქ ბათუმში მალადეც აჭარლებო თქვენ ხარ იმედი და მაგალითი თუ როგორ უნდა ვუგულშემატკივროთ კლუბებს და დავაბრუნოთ ფეხბურთი საქართველოში ის რაც აჭარაში ხდება საოცრად სასიამოვნოა სასიამოვნო არის დინამოს თამაშების ყურება ვფიქრობ სერიოზული მეტოქე შეხვდა სლოვანს მთავარია გეგუჩაძეს გამოცდილება და ინტელექტი ეყოს ევრო სარბიელზე იმიტომ რათქმაუნდა მის კომპეტენციას არ ვაკნინებ მაგრამ ევრო ჩემპიონატები სხვა გამოცდილებას მოითხოვ რაც სამწუხაროდ ჩვენ არ გვაქ თუმცა მგონია რომ წელს ჯგუფში მოვხვდებით და არ არის გამორიხხული ეს პირდაპირ ჩემპიონთა ლიგა იყოს და წარმომიდგებია აჭარლები როგორ დაანგრევენ სტადიონს უკვე მეც მომწონს რაც იქ ხდება აუცილებლად მივბაძავთ ჩვენც მათ. და ბათუმელ ბიჭებს მაგარი ტემპი აქვთ აკრეფილი დარწმუნებულები არიან თავიანთ თავში ეს ეტყობათ კიდეც სტადიობზე რასაც აკეთებენ და როგორც აკეთებენ და გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვთ.
T.q კახელი
30 ივნისი 2022 02:03
0
ყველაფერი მშვენიერი იყო.ეს თამაში, საყურებლად არავისთან შეგვარცხვენდა.თბილისელებმა ცუდად ითამაშესო,ვერ იტყვი.კარგად ითამაშეს,მაგრამ უფრო ძლიერთან წააგეს,სანახაობრივ ბრძოლაში.ნეტავი ასეთი თამაშები,ასეთი სანახაობა და გულშემატკივრობა,ყველა ქალაქში გაგრძელდეს.ხვიჩას და ორივე დინამოს დავულოცავ გზას,უცხოური გამოცდების წარმატებით ჩასაბარებლად.
სოსო
29 ივნისი 2022 23:45
0
მოგმართავთ იტალიაში მყოფ ყველა ქართველ ემიგრანტს, ძმებო, დებო, ხვიჩას ნაპოლიში წარდგენის დღეს ვისაც შესაძლებლობა გექნებათ ყველანი ერთად შევიკრიბოთ სტადიონთან. გვერდში დავუდგეთ ხვიჩას და გზა დავულოცოთ დიდ ფეხბურთში. ყველას დავანახოთ ჩვენი სიძლიერე ჩვენი ერთობა გენაცვალეთ ყველას
???
29 ივნისი 2022 23:18
0
ბრავო ბათუმის დინამოს დაწყებული კლუბის პრეზიდენტისგან დამთავრებული ფეხბურთელებით, თბილისის დინამოს გაზრდილი ფეხბურთელებით ჯერ ხო მაგარ ფეხბურთს თამაშობს მერე კი ფინანსურადაც მაგრად ხეირობს, აი ესაა სწორი მუშაობა, სწორი მენეჯმენტი. ერთი თავით მაღლა იდგნენ მეტოქეზე. კვარას კი წარმატებას ვუსურვებ, სამაგალითო ფანკლუბი და გულშემატკივრობა ბათუმს, ბრავო.
zaza
29 ივნისი 2022 23:09
0
ყოჩაღ ბათუმს! ჭიაბრიშვილი დინამოში აუცილებლად ააწყობს თამაშს და კარგ გუნდსაც დააყენებს, დრო სჭირდება ამას. და კარგია, რომ ესტონეთამდე მოხდა ეს შეხვედრა. გაირჩევა დღევანდელი შეცდომები და ძაან დიდი იმედი მაქვს, რომ ესტონურ გუნდს გავცდებით. ხვიჩას წარმატებები და ყველა ჩვენს გუნდს გამარჯვებას ვუსურვებ ევროთასებზე!!!
საქართველო
29 ივნისი 2022 23:12
1
ხვიჩა 2024-ში სანტიაგო ბერნაბეუზე უნდა გიგულშემატკივროთ
მამუკა
30 ივნისი 2022 02:54
5
Დდავითაშვილმა დღეს კიდევ ერთხელ დაგვანახა,რომ შეუძლია და აქვს იმის პოტენციალი ტოპ 5 ჩემპიონატში რომ მოხვდეს.ძაან მოუმატა ტექნიკურად,ტაქტიკურად და ფიზიკურადაც.ვფიქრობ სანიოლის დამსახურებაცაა ეს ყოველივე.ფეხზე კარგად დგას,ფიზიკურად ძლიერია,ტექნიკა აქვს.მოკლედ მგონია,რომ მალე ვიხილავთ ტოპ 5 ლიგაში მას და წიტაიშვილსაც.წიტას ჟილკიდან და მონდომებიდან გამომდინარე,რასაც მოედანზე დებს სულ არ გამიკვირდება წლების შემდეგ ნაკრების კაპიტანიც რომ გახდეს!.წარმატებები ბიჭებო!
Მეზღვაური
30 ივნისი 2022 01:33
1
1964 წლიდან თბილისის დინამოსა და ქართული ფეხბურთის გულშემატკივარი, გულითადად ვულოცავ ბათუმის დინამოს თბილისის დინამოსთან გამარჯვებას. გუშინ მოიგო უფრო ძლიერმა გუნდმა და ეს ლოგიკურია, ბათუმელთა რიგებში ხომ ქვეყნის ნაკრების 7 თუ 8 ფეხბურთელი თამაშობს. იმ ნაკრების, რომელმაც სულ რამოდენიმე დღის წინ ძალიან გაგვახარა კარგი თამაშით ქართული ფეხბურთის ქომაგები. ანგარიში თითქმის რეალურად ასახავს ამ ორი გუნდის შესაძლებლობების შეფარდებას დღეის მდგომარეობით. ბათუმი ჩამოყალიბებული და ყველა პოზიციაზე კარგად დაკომპლექტებული გუნდია დიდ წარმატებებს ვუსურვებ ევროტურნირებზე. ჭიაბრიშვილს კი ბევრი სამუშაო აქვს, მთავარია იყოს თავისუფალი და მხარდაჭერილი გუნდის ხელმძღვანელობისგან.
ბათუმი ერთ-ერთ აკვანია ქართული ფეზბურთის და ძალიან მიხარია მისი გამარჯვებები, როგორც წინა საუკუნის დასაწყისში ჩაისახა და დაიწყო ქართული ფეხბურთის განვითარება და აღორძინება შავი ზღვისპირეთიდან და მათ შორის ბათუმიდან, ახლაც განმეორდება ისტორია და იმედი ვიქონიოთ, რომ ბათუმელების წარმატებები აღმოსავლეთშიც გადმოვა და მთლიანად ქართული ფეხბურთი დაიბრუნებს თავის ადგილს ევროპაშიც და მსოფლიოშიც.
გაიოზ გოშაძე
30 ივნისი 2022 13:07
0
სლოვანს გასვლას მოვუგებთ. დაიმახსოვრეთ ეს კომენტარი
რაბუ
30 ივნისი 2022 13:14
3
კარგი დავიმახსოვრებ და ცოტასაც დავდებ ტოტალიზატორში. ვნახოთ
მორიელი
30 ივნისი 2022 17:38
0
შესანიშნავი თამაში იყო!!! ბრავო!!!
tngh
30 ივნისი 2022 12:59
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული