გიორგი პაპუნაშვილმა და კიდევ ოთხმა ფეხბურთელმა "ტორპედო" დატოვა

AutoSharing Option
"ტორპედოს" ფან-კლუბის "ჯუნგლების" Facebook გვერდის ინფორმაციით, ქუთაისური კლუბის რიგები ხუთმა ფეხბურთელამ - გიორგი პაპუნაშვილმა, ბაქარ მირცხულავამ, ირაკლი ძარიამ, ლევან არველაძემ და ვასილის კარაგუნისმა დატოვა. 

პაპუნაშვილი და არველაძე მიმდინარე სეზონის დასაწყისში ჩაირიცხსნენ "ტორპედოში", მირცხულავა და ძარია გუნდის ფორმას 2020 წლიდან ირგებდნენ, კარაგუნისი კი 2021 წლიდან.

"ტორპედოს" ეროვნულ ლიგაში 24 ქულა აქვს და კახა ჩხეტიანის გუნდის მე-7 პოზიციაზე იმყოფება.
მკითხველის კომენტარები / 13 /
"ტორპედიში" რო ხე
ლფასია ისე უნდა, სად მიდიხართ ეს საკამათო პოტენციალის ფეხბურთელები? მაშინ "გაგრა.თელავი, სიონის ბიჭებმა რა ქნან, შეიძლება ხვდებით რომ დაუმსახურებლად იღებთ მაღალ ხელფასს და მაგიტომ))მინდა ეგრე იყოს.ისე რა მაგის პასუხია, და ამხწლა "RMG"-ს რა გიჭირთ თქვენივე რეგიონის ერთ გუნდს მიხედოთ.ბოლნუსამდე ჩასასვლელი ფინანსი არ აქვთ ბიჭებს.
აკა
09:21 13-07-2022
0
მენტალიტეტი კი არა, განათლებიდან იწყება ყველაფერი. ნაპოლის გვერდს გადახედეთ, მარადონას ადარებენ უკვე კვარაცხელიას ქართველები, უხერხულია. წარმოგიდგენიათ, რომ მაგალითად ფინელებმა (ითვლება, რომ საუკეთესო განათლების სისტემა აქვთ) ასეთი აჟიოტაჟი ატეხონ თავიანთ რომელიმე ფეხბურთელზე? წყნარად, მშვიდად აკეთებენ თავიანთ საქმეს და ესმით, რომ მხოლოდ ცოდნით და შრომით, თავმდაბლობით უნდა აკეთონ საქმე. ზედმეტი ტრაბახისა და ქება-დიდების გარეშე. იქნებ გვესწავლა რამე სხვებისგანაც?
Vertical
20:43 10-07-2022
3

სიახლეები პოპულარული