სოციალურ ქსელში "ფორმულა სპორტის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ:
"ფორმულა სპორტის ექსკლუზიური ინფორმაციით, რომან ფიფია დინამო თბილისის გასხვისებას განიხილავს – ამ გადაწყვეტილების შესახებ ოფიციალური განცხადება უახლოეს პერიოდში გაკეთდება.
ბიზნესმენმა, რომელიც საქართველოში დაბრუნებამდე მრავალი წელი რუსეთში მოღვაწეობდა, ქართული კლუბი 2011 წლის იანვარში შეიძინა და რამდენიმე მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა; რომან ფიფიას თითქმის 11-წლიანი მმართველობისას რეკონსტრუქცია ჩაუტარდა დინამო არენასა და დიღმის საწვრთნელ ბაზას, ასევე, ფუნქციონირება დაიწყო
ფიფიამ დინამო თბილისში არაერთი გამოცდილი მწვრთნელი და ფეხბურთელი მიიყვანა, თუმცა გულშემატკივართა სანუკვარი სურვილი, კვლავ ეხილათ ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი კლუბი ევროტურნირებზე, შეუსრულებელია. სწორედ ეს გახლავთ მთავარი მიზეზი, რის გამოც უკვე რამდენიმე წელია ქომაგები დინამო თბილისის თამაშებზე ხშირად სკანდირებენ - "დინამო" ფიფიას გარეშე", - წერია პოსტში.
იმედი მაქვს აჩიკო ბერიძის მზგავსი მფლობელი გამოუჩნდება გუნდს ვისაც ეყვარება დინამო და ენდომება გუნდის წარმატება.
ახლა აქ რომ ვიღაცები წერენ ბიძინა ივანიშვილზე ბიძინა ივანიშვილს ძალიან დიდი წვლილი აქვს ქართული რაგბის განვითარებაში დღეს რომ რაგბს აქვს ასეთი შედეგი ეს გინდა არ გინდა რაგბისტებთან ერთად ამ კაცის დამსახურებაც არის და ნეტა მართლა იყიდოს და მიხედოს ისე როგორც საჭიროა.
ისეთი ხალხია საჭირო ვინც ჩადებს ფულს და გაკეთებს პროექტს გრძელ ვადიან პერსპექტივაში რომ გუნდმა წარმატებას მიაჰწიოს იმ გათვლით რომ შეიძლება 2-3 წელი შედეგი არ გქონდეს მაგრამ გაგრძელებ მაინც გუნდის დაფინანსებას რომ ადრე თუ გვიან შედეგი მოვა მაგ ზალსბურგი რამდენი წელი ცდილობდა ლიგაზე მოხვედრას მაგრამ ვერ ხვდება თუმცა ინსვესტორებს არ დაუნებებით გუნდისთვის თავი.
ფიფია ორიენტირებულია კაპიკებში გაყიდოს ახალგაზრდები ჩუნგა-ჩანგა გუნდებში რომ რაღაც მოგება ქონდეს და ამ მიდგომით არაფერი გამოვა არც იმ ნიჭიერ ახალგაზრდას არ უნდა უამბიციო გუნდში თამამაში სადაც არც კარგი პირობები აქვს და გუნდიც ვერ იბრძვის მაღალი მიზნებისთვის.
ფარერელ მეთევზეებთან 1-6 შერცხვენის მერე სულ მაგას ვიძახდი - დინამო თბილისის გულშემატკივრებმა გამოვისყიდოთ კლუბი ფიფიასგანთქო! იმედია ახლა მაინც დაადგება საშველი მაგ ამბავს და მორიგი "სპეკულიანტი" ბიზნესმენი არ დაისაკუთრებს და კიდევ შემდეგი 10 წელი ის არ გაგვიხდება საგინებელი.
დინამო თბილისი უნდა იყოს ხალხის და იმედია საქართველოს მთავრობის შუამდგომლობითა და მხარდაჭერით მოხდება ამ კლუბის ხალხისთვის მიყიდვა(აქციების სახით). ეს არის შანსი საქართველოს მთავრობისთვის, რომ ფეხბურთის გულშემატკივრისგან ნაწილობრივი პატიება მაინც მიიღოს ერთა ლიგის ფინალში ცარიელი ტრიბუნების გამო(პარალელურად ოცნებისა თუ ნაცების ათეულათასიანი მიტინგების სანქცირებისა). ევრო2021-ზე ვერმოხვედრაში ყველაზე დიდი დამნაშავე იყო მთავრობა და მერე მწვრთნელ-ფეხბურთელები, ფედერაცია და სხვები. პოლიტიკურ ჭრილში რომ არ გამიგოთ ეს პოსტი აქვე ვიტყვი, რომ არც რადიკალი ნავიონალების და მათი შვილობილი პარტიების მომხრე არ ვარ და მაგრად მკიდია წითლებიც და ლურჯებიც! მხოლოდ ნამდვილ ქართველებს და საქართველოს გაუმარჯოს!