ლაზარე კუპატაძე ბათუმის "დინამოს" დატოვებას ეხმაურება

AutoSharing Option
როგორც მოგეხსენებათ, ლაზარე კუპატაძე ბათუმის "დინამოს" ღირსებას აღარ დაიცავს. აღნიშნულ გადაწყვეტილებას ქომაგებში ვნებათაღელვა მოჰყვა. ინფორმაცია ლაზარემაც დაადასტურა და "ფეისბუქის" საშუალებით განცხადება გააკეთა.

"მოგესალმებით. ოფიციალურად დღეიდან, ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელი აღარ ვარ.
ის ლამაზი ისტორია დღეს დასრულდა, რომელიც ყველამ ერთად დავწერეთ, ფეხბურთელებმა, გუნდმა, საოცარმა გულშემატკივრებმა.
მადლობა დიდი იმ საოცარი სიყვარულისთვის და ემოციებისთვის, რომელიც მე ამ გუნდში ყოფნისას მივიღე, არასდროს დამავიწყდება. მადლობა Black Sea Pirates - Dinamo Batumi Fan-Club და ყველა გულშემატკივარს
სოციალურ ქსელში ვრცელდება რამდენიმე ფეიქ სახის ინფორმაცია, ჩემსა და გუნდის წარმომადგენლებს
შორის დაპირისპირებასთან დაკავშირებით, რაც სრული სიცრუეა. დღემდე, ამ წამამდე, ამ ხალხთან ვინარჩუნებ ძალიან კარგ ურთიერთობას და ვრჩები ბათუმის "დინამოს" გულშემატკივრად.
მიყვარხართ და მადლობა საოცარი ემოციებისთვის, კიდევ შევხვდებით".

შეგახსენებთ, მხარეებმა კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყვიტეს.

altბათუმის "დინამო" სასტარტო მეკარის გარეშე დარჩა - კუპატაძე და "სლოვანი" ისევ აქტუალურია?

მკითხველის კომენტარები / 14 /
საერთოდ გუნდურ თამაშში წაგება ან თუნდაც მოგება ერთ კაცს დააბრალო ძაან დიდი შეცდომაა და ნამდვილი მიზეზეზის გადაფარვას ნიშნავს (პირდაპირი დიაგნოზია,... სხვათა შორის ეს განმარტება ზოგადია და თამაშში მარტო სპორტი არ იგულისხმება, მაგალითად ქირურგიაც გუნდური თამაშია
kaxak
18:25 26-07-2022
0
ხუთი გაუტანეს ბათუმს ერთი სამის გატანა კიდევ შეეძლოთ რა შუაშია აქ მეკარე პოლონეთის ჩემპიონს რომ შემტევ ფეხბურთს ეთამაშები გასვლაზე ქეცბაიას მაინც კითხეთ რას ნიშნავს ეს
მოურინიო
08:36 26-07-2022
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული