უკრაინელი ნახევარმცველი იური ბატიუშინი "დილას" ფეხბურთელი გახდა, - ამის თაობაზე ინფორმაციას გორული კლუბი თავისი საიტით ავრცელებს:
"29 წლის უკრაინელი საყრდენი ნახევარმცველი იური ბატიუშინი კარიერას "დილაში" გააგრძელებს. იგი ჩვენს კლუბს უკრაინული "მეტალისტ 1925"-იდან შემოუერთდა.
მას კარიერის განმავლობაში მხოლოდ უკრაინულ გუნდებში აქვს ნათამაშები, სხვადასხვა დროს იცავდა "სტალის", "მიკოლაევისა" და "ჰირნიკ-სპორტის" ღირსებას".