"თბილისს მხოლოდ ფეხბურთი აკლია, დანარჩენი ყველაფერი აქვს..." - თემურ ქეცბაია

AutoSharing Option
კვიპროსის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ საზოგადოებრივ მაუწყებელზე, გადაცემა "საფეხბურთო ტაიმაუტის" პირდაპირ ეთერში, სხვადასხვა საკითხზე ისაუბრა.

კვიპროსის ნაკრები და მოახლოებული თამაშები

ჩვენი მიზანია მომდევნო მატჩებში რაც შეიძლება მეტი ქულა ავიღოთ. მარტივი შეხვედრები არ იქნება, თუმცა, იმის გათვალისწინებით, როგორი თამაშებიც კვიპროსის ნაკრებმა აჩვენა, საშინაო კედლებში გვაქვს შანსი, რომ 2 შეხვედრაში ქულა ან ქულები მოვიპოვოთ. "ანორთოსისში" მუშაობის პერიოდში შეთავაზება არაერთხელ მქონდა, როდესაც თავისუფალი ვიყავი და ისევ დამიკავშირდნენ. ბევრი არ მიფიქრია, გადაწყვეტილება სწრაფად მივიღე. კარგია, რომ მოთამაშეებზე დასაკვირვებლად ბევრი მოგზაურობა არ მომიწევს,
რადგან ფეხბურთელების უმეტესობა ადგილობრივ ჩემპიონატში გამოდის. 

ევროტურნირები და ქართული გუნდების შეფასება

თბილისის "დინამოსგან" უფრო მეტს მოველოდი. იმავეს მოლოდინი ბათუმის "დინამოსგანაც" მქონდა, რადგან "სლოვანთან" ბრწყინვალედ იასპარეზეს და შემდეგ ეტაპზე გასვლას იმსახურებდნენ. "ლეხთან" გასვლით მატჩში ასეთი მარცხს ვერ წარმოვიდგენდი. "საბურთალომ" სასიამოვნოდ გაგვაკვირვა, მიუხედავად იმისა, რომ "სტიაუას" სახით რთული მეტოქის წინააღმდეგ მოუწიათ თამაში, ორივე შეხვედრაში კარგი ფეხბურთი აჩვენეს და ვფიქრობ, მეტს იმსახურებდნენ. 

ქართული გუნდების სამომავლო პერსპექტივებზე

ვერ ვიტყვით, რომ შარშან კარგად გამოვედით და წელს იმედგაცრუებულნი ვართ, რადგან წლების განმავლობაში ერთი და იგივე მეორდება. რა დონის ჩემპიონატიც გვაქვს, ევროტურნირებზეც მსგავსი შედეგები გვაქვს. საქართველოს ჩემპიონატში კლუბებს არ აქვთ საშუალება, მაღალი დონის მოთამაშეები დაიმატონ. კვიპროსის ჩემპიონატი უფრო მაღალი დონისაა, ვიდრე ჩვენი, რადგან ბოლო ორი წლის განმავლობაში კვიპროსული გუნდები ევროტურნირებზე რეგულარულად გამოდიან და მომავალ წლებში გამსვლელ კლუბთა რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება. რა თქმა უნდა, ფინანსები ამ ყველაფრის მთავარი მიზეზია. თბილისი ულამაზესი ქალაქია, ხშირად ვხვდები ადამიანებს, რომლებიც აქ პირველად იყვნენ და ერთი სული აქვთ, მეორედ როდის დაბრუნდებიან. ნუთუ, ამხელა ქალაქში ვერ მოიძებნა ხალხი, რომ თბილისის "დინამოს" მიხედონ. ამ ქალაქს მხოლოდ ფეხბურთი აკლია, დანარჩენი ყველაფერი აქვს. ლატვიისა და ლიეტუვის გუნდებიც კი ახერხებენ ევროტურნირებზე გასვლას და დასანანია, რომ ჩვენ ამას ვერ ვახერხებთ. 

მოსაზრებაზე, რომ მეზობელ ქვეყნებთან საერთო ჩემპიონატი შეიქმნას

არა მგონია, რომ ეს ოდესმე მოხდეს. უმჯობესია, თანხები ჩვენს ჩემპიონატში ჩაიდოს. კვიპროსი არც ერთ ქვეყანასთან არაა გაერთიანებული, უფრო პატარა ქვეყანაა, ვიდრე საქართველო, მაგრამ ევროტურნირებზე 2 წარმომადგენელი უკვე ჰყავს. რატომ არ შეგვიძლია იგივე გავაკეთოთ ჩვენ? ეს იდეა ლოგიკისგან შორსაა".

შეგახსენებთ, თემურ ქეცბაიას კვიპროსის ნაკრები ერთა ლიგის C ჯგუფში 24 სექტემბერს საბერძნეთის ნაკრებს და 27 სექტემბერს კოსოვოს დაუპირისპირდება.

altთემურ ქეცბაია: მათემატიკა კარგად ვიცი...




მკითხველის კომენტარები / 15 /
ქეცბა მაგარაია!!!!!
ილია
06 ოქტომბერი 2022 18:31
0
თბილისს, თბილისობა აკლია.
გია-გივი
06 აგვისტო 2022 13:54
1
მაგარო საქარტველოს სახე ხარ ქეც ჯიგარო წარმატებები
o o n
05 აგვისტო 2022 18:23
0
თბილისის დინამოს ეტყობა როგორი ხელმძღვანელობა ყავს
მამარდაშვილის მაგალითზე ჩანს რა მცოდნე ბიჭები არიან
მანდ ყველა ფულზეა დაგეშილი, უპატეონო ნიჭიერი ბიჭების აღმოჩენა, განვითარება რა მაგათი საქმეა!!!
თენგო
05 აგვისტო 2022 15:08
0
რაო, ფიფო აფერისტმა, აღარ ვყიდი გუნდსაო?!
fani
05 აგვისტო 2022 16:55
0
გორის დილამ რა დაგიშავა ერთი სიტყვა მაინც გეთქვა, იბრძოლა და არ შერცხვა სხვა გუნდებივით
რომა
05 აგვისტო 2022 14:32
12
რომა ჯანმრთელად ხარ ძმაო ?? თბილისის დინამოს სირცხვილის გამო გორის დილას დრო არავის ჰქონდა თორე მაგათ უარესად შეჯორავდა ხალხი ... რა იბრძოლესო
iuri
06 აგვისტო 2022 10:50
0
ხო არ შერცხვა ნახევრად სამოყვარულო კუპსმა გამოაგდო
geo
05 აგვისტო 2022 16:13
0
ქართული გუნდებისგან რატომ ელოდი უკეთესს შედეგებს იქნებ ვინმემ იცოდეს
1.2.3.4.5.6.
05 აგვისტო 2022 14:27
3
ისე დონე ხარ ბრატ წარმატებები
pepe
05 აგვისტო 2022 14:05
2
წარმატებები ქეც იქაც ქარტული საქმე უნდა აკეტო კაცურო კაცო მარა დამნახავი ვინარი ყოველტვის გიკეტებია კარგი ქეც გაიხარე ბრატ წარმატებები
kaka
05 აგვისტო 2022 14:04
3
ხო. ფეხბურთის გარდა თბილიში მეტი პრობლემაა არაა. როდის გაიგებს ხალხი რო ფეხბურთი არის საქართველოში გასაუქმებელი. არაა ეგ ჩვენი საქმე არა.
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
05 აგვისტო 2022 13:29
39
სად ხარ ადამიანო რამდენი ხანია შენი კომენტარი აღარ შემხვედრია. ცოტა მომენატრა..
აკო
05 აგვისტო 2022 13:46
3
რომელ მეზობელ ქვეყნებთან უნდა შეიქმნას ჩემპიონატი ძალიან საინტერესოა. ამ სულელურ აზრებს უკვე მეორედ ვკითხულობ. აზერები-სომხები და ჩვენ? ჯერ აზერებიდა სომხების ერთობრივად სადმე ჩემპიონატზე ჩვენთან ვიღაც რომ ფიქრობს და როგორ წარმოუდგენია ასეთი ჩემპინატი უეფაში? ან იმათ რაში სჭირდებათ სადმე გაერთიანება, მითუმეტეს ჩვენთან, მითუმეტეს აზერებს? ასეთი რამე რომც მოხდეს რაც უტოპიაა, იქიდან ჩვენი გუნდები საერთოდ ვეღარ უსუნებენ ევრპის სარბიელს.
G.LA
05 აგვისტო 2022 13:12
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული