ბათუმის "დინამო" აუტსაიდერთან მარცხს გადაურჩა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის 23-ე ტურში „ლოკომოტივი“ და ბათუმის „დინამო“ დაზავდნენ - 1:1.

სტუმრები დიდ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ, თუმცა მასპინძლები შესვენების შემდეგ პენალტით ძებნიაურმა დააწინაურა. ამის შემდეგ „დინამომ“ ისევ დიდი ძალებით შეუტია და 86-ე წუთზე მამუჩაშვილის ჩაწოდებულ ბურთს ფანცულაიამ თავურით გოშაძის კარში მიუჩინა ადგილი. კომპენსირებულ დროში "ლოკოს" თავდამსხმელი მახარობლიძე მეკარე ალავიძესთან პირისპირ გავიდა, მაგრამ გატანა ვერ შეძლო და შეხვედრა ფრედ დასრულდა.

აჭარული გუნდი 54 ქულით ლიდერია, უახლოეს მდევარ თბილისის „დინამოს“ 7 ქულით უსწრებს და 1-ელ სექტემბერს „თელავს“ უმასპინძლებს, ხოლო 4
ქულით ბოლო ადგილზე მყოფი „ლოკომოტივი“ იმავე დღეს თბილისის "დინამოს" დაუპირისპირდება.

საგურამო. „ლოკო-საგურამო“
ლოკომოტივი - დინამო (ბთ) 1:1
გოლები: 1:0 ძებნიაური (52, პენ), 1:1 ფანცულაია (86)

მკითხველის კომენტარები / 9 /
თერმეტრიანი ბათუმის კარში, ჩემი აზრით ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს, არა იმიტომ რომ ფალავანდილშვილს არაფერი დაუშავებია. თუ არასათამაშო ეპიზოდში რაიმე დარღვევა პენალტია, მაშინ მსაჯს თანმიმდევრულობა მართებდა და ლოკომოტივის კარში სულ ცოტა ორი პენალტი უნდა დაენიშნა. არაფერს ვამბობ იმაზე თუ როგორ აშკარად უბიძგა ქურდაძემ ხელი ბაUმელს სულ რამდენიმე წუთის შემდეგ.

მაგრამ ეს ასეთი მოვლენები ხშირია. წაგების მიზეზი სინამდვილეში თვითონ ბათუმის თამაშია. ხარისხმა აშკარად მოიკლო. ცოტა გამოფხიზლდით ბათუმლებო თორემ ჩემპიონპბას მარტივად მიაკარგავთ.
აქ წერენ ბერიძემ ფეხბურთელები გაყიდაო. კი ბატონო მაგრამ კვარაცხელია შემთხვევითი (ბედნიერი)მოვლენა იყო და იცოდნენ რომ წავიდოდა. იგივეა დავითაშვილიც, აქ დიდხანს არ იქნება. ე.ი. გამოდის რომ აზაროვზე და გაფრინდაშვილზე (მე ძალიან მომწონდა, მაგრამ ძირითადში იშვიათად იყო) იყო დამოკიდებული ბათუმის დინამო?? კარგად გგქონიათ საქმე ორი კაცის შეცვლა თუ არ შეგიძლიათ.
კიდევ ერთხელ გეტყვით გამოფხიზლდით და ნორმალური თამაში დაიწყეთ თორემ 2017 წლის დინამო თბილისივით დაამთავრებთ. 9 ქულით უსწრებდა ტორპედოს, მაგრამ ჩემპიონობა მაინც დაკარგა.

ოთარი
28 აგვისტო 2022 16:11
0
ავტორო თამაშს უყურე ? მოგონილ თერთმეტმეტრიანზე და უაზრო მსაჯობაზე რატომ არაფერს წერ?მინდორზე რომელიც საძოვარს გავს? იქნებ ახსნა ბურთის ჩაწოდებამდე მომხდარ კინკლაობახე თერთმეტმეტრიანს ვინ ნიშნავს?ობიექტურობა გაკლიათ
Baggio
28 აგვისტო 2022 13:35
2
გუნდი აღარ გავს თავის თავს, სად არის ტრანსფერები? თბილისის დინამოს კოპირება თუ უნდათ, პირდაპირ განაცხადონ!
მერაბი
28 აგვისტო 2022 09:05
0
ლიგისთვის პირველი ტურისთვის ემზადება ბათუმი.დ.დ.
ლოკო
27 აგვისტო 2022 23:11
0
ბერიძეც ფიფიას გზას დაადგა!კარგად გამოსდის ტყუილები
გიორგი
27 აგვისტო 2022 22:34
0
ბერიძე ფიფიას წყაროზე წაიყვანს და წყალს არ დაალევინებს.
იშვიათი აფერისტია.
მეგრელი
28 აგვისტო 2022 01:25
0
მოაშორე მუქტახორები ბატუმს ნუ დაემსგავსები ფიფიას და ნუ ვაცჰრობ
beridzes
27 აგვისტო 2022 21:59
0
გეგიჩაძის ხელში ამ გინდს მომავალი არააქვს
almasxani
27 აგვისტო 2022 21:20
1
დილასთან გაუმართლა ბათუმს, საბურთალოსთან იწვალა და ძლივს მოუგო, დღეს რაც ითამაშა დავინახეთ! ეს კობახიძე და აზასკი ვისი ნათესავები არიან უკლასო მცველები არიან ორივე! ფალავანდიშვილმა უაზროდ აიკიდა პენალტი, ბევრი ორთაბრძოლა წააგო და აშკარად სუსტია. სერიოზული ცვლილებები თუ არ მოხდა ბათუმი გაანიავებს უპირატესობას. ფაქტია დღეს აშკარა აუტსაიდერთან ძალიან სუსტად ითამაშეს. რავიცი ბერიძემ გავაძლიერებ კლუბსო და გაძლიერება თუ ვაწაძე ან ღუდუშაურია რომელმაც მიუხედავად ფაფხურისა შედეგიანად ვერ ითამაშა! მგონი სერიოზული ცვლილებია საჭირო ბათუმში!
zaza
27 აგვისტო 2022 21:07
0

სიახლეები პოპულარული