31-ე ტური დასრულდა: "სამგურალმა" და "თელავმა" მოიგეს

AutoSharing Option
გაიმართა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 31-ე ტურის ბოლო ორი მატჩი: ორივე მასპიძლებმა მოიგეს მინიმალური სხვაობით. "სამგურალმა" მესამე ადგილი გაიმყარა, "თელავმა" კი თითქმის ექვსქულიანი თამაში მოიგო.

სამგურალი 2:1 სიონი

წყალტუბოს "სამგურალი" შინ ბოლნისის "სიონთან" აგებდა, მაგრამ 2:1 დაამარცხა. "სამგურალი" 5-ქულიანი ჰანდიკაპითაა მესამე ადგილზე, ხოლო "სიონი" მერვე ადგილზე დარჩა.

სიონი ლუკა ასათიანის თავურით დაწინაურდა, 68-ე წუთზე "სამგურალის" შემტევმა ირაკლი რუხაძემ გაათანაბრა, ხოლო მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე ისევ რუხაძემ პენალტით მოაგებინა წყალტუბოელებს. პენალტი ბრაზილიელმა ჯეფერსონ ჯერალდომ მოიპოვა.

რუხაძეს ამ დუბლით 13 გოლი მოუგროვდა მიმდინარე
სეზონში, ბომბარდირთა დავაში მეორე ადგილზეა და 3 გოლით ჩამორჩება ბათუმელთა შემტევ ჯოვინო ფლამარიონს.

თელავი 1:0 გაგრა

"თელავმა" ილია ბერიაშვილის გოლით 1:0 მოუგო "გაგრას" და მეშვიდე ადგილზე დარჩა, ხოლო "გაგრა" ისევ ბოლოსწინა, მეცხრე საფეხურზეა.

"გაგრა" მე-5 წუთიდან 10 კაცით თამაშობდა ვასილ ხოსიტაშვილის გაძევების გამო.

სხვათა შორის, ჩემპიონატში "თელავს" 26 ივნისის მერე არ ჰქონდა მოგებული. 11 ტურის განმავლობაში... და ახლა გატეხა ნავსი.

erovnuliliga.ge

მკითხველის კომენტარები / 3 /
თელავის მოგება მაინც მგონია ნესტორის დამსახურებაა,მთელი კახეთის რეგიონის ფეხბურთი მის მდგრად ხასიათზეა დამოკიდებული.
Ilia
00:52 24-10-2022
1
გაგრა მეორე ლიგაში გელოდებიან
გაგრა ბაიბაი
01:27 24-10-2022
1

სიახლეები პოპულარული