თბილისის "დინამო" მეცხრამეტედ გახდა საქართველოს ჩემპიონი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ბოლო, 36-ე ტური გაიმართა. გათამაშების გამარჯვებული თბილისის "დინამო" გახდა. გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა "გაგრა" 2:1 დაამარცხა და საქართველოს ჩემპიონობა მე-19-ედ იზეიმა.

დინამო თბილისი პირველად 1990 წელს გახდა ჩემპიონი, ქართული ფეხბურთის დამოუკიდებლად გასვლის პირველივე სეზონში. აი, მათი საჩემპიონო სეზონები: 1990, 1991, 1991/92, 1992/93. 1993/94, 1994/95, 1995/96, 1996/97, 1997/98, 1998/99, 2002/03, 2004/05, 2007/08, 2012/13, 2013/14, 2015/16, 2019, 2020, 2022.

მატჩი თავიდანვე თბილისელთა უპირატესობით წარიმართა და 28-ე წუთზე ანგარიში დავით სხირტლაძემ გახსნა.

მეორე ნახევარში იმრანმა ეროვნულ ლიგაში მე-7 გოლი გაიტანა და
ანგარიში გაზარდა, თუმცა "გაგრამ" ბოლომდე იბრძოლა და 73-ე წუთზე თამაზ მაქაცარიამ სხვაობა შეამცირა. დარჩენილ დროში ანგარიში არ შეიცვალა და დედაქალაქელებმა გაიმარჯვეს.

ამგვარად, "დინამო" 80 ქულით ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. მათმა უახლოესმა მდევარმა ბათუმის "დინამომ" "ტორპედოს" უმასპინძლა - მატჩი ფრედ, 2:2 დასრულდა.

მკითხველის კომენტარები / 30 /
რისი ჩემპიონი????
რისი
03 დეკემბერი 2022 19:05
2
ისე დასცინიან თბილისის დინამოს ჩემპიონობას და მერე იმას ევრო ტურნირებზე გავლენ და შერცხვებიანო გეგონება სხვა ქართული გუნდები ბრდღვნიან ევროპას, ბათუმის დინამოს რაც შეეხება არავის და არაფერს უნდა დააბრალონ რო ვერ გაჩემპიონდნენ გარდა საკუთარი თავისა. სხვაგან ნუ ეძებთ პრობლემებს საკუთარ გუნდში ეძებეთ. და კიდევ. გორის დილა სასწაულ ფეხბურთს თამაშობს! თან სეზონში 14-15 ფეხბურთელის მეტი არ ყავდათ, სამაგიეროდ ყავს ანდრეი დემჩენკო!!! ეროვნულ ლიგაში ყველაზე მაგარი მწვრთნელი!!! დილას რო დინამოების შესაძლებლობები ქონდეს არცერთ დინამოს ახლოს არ გაიკარებდა ისე გახდებოდა ჩემპიონი!!!
a a
03 დეკემბერი 2022 19:01
1
მირჩევნია ბოლო ადგილზე სიონმა გაგრამ მოიგოს ჩემპიონატი ვიდრე დინამო თბილისმა შემარცხვენელები არიან ეგენი ქვეყნის და ერის !!!!!
Nikoloz
03 დეკემბერი 2022 18:55
5
ისე იმ "სიონიდან"თუ დაიმატებს ერთ-ორ კაცს არ იქნება ურიგო, იგივე "თელავიდან".
დათო
06 დეკემბერი 2022 10:56
0
პლეიოფში სამტრედია გაგრა სიონი ბოლნისი სპაერი თბილისი
vova
03 დეკემბერი 2022 18:28
1
რათ გინდა მერე! თუ გინდ 119-ჯერ გახდეს საქართველოს ჩემპიონი მაინც მხოლოდ ფეხბურთელების გამზრდელი ფირმაა! შემედავება ვინმე?
პლეხანოვზე გაზრდილი
03 დეკემბერი 2022 17:07
2
ფეხბურთელების გაზრდა რომ შეეძლოთ რაღა უჭირდათ თავისით თუ ვინმე გამოერია ძალიან ნიჭიერი და იმასაც სასწრაფოდ და ძალიან იაფად ყიდიან
.....................................
03 დეკემბერი 2022 18:44
0
ვულოცავ დინამო თბილისს, და წარმატებები ევროთასებზე. რაც შეეხება ჩემპიონატის ხარვეზებს და გულისტკივილს მაგის წერა და ლანძღვა გინება კარგს არ მოგვიტანს თუ უფრო არ გააფუჭებს საქმეს. ამიტომ როგორც დინამო ბათუმის გულშემატკივარი ვფიქრობ რომ უმჯობესია თვალი გავუსწოროთ სიმართლეს და იმ განიავებულ 9 ქულაზე ვიფიქროთ და იმაზე რომ ორი კარგი ფეხბურთელი გაიყიდა დინამო ბათუმიდან და კარგი თანხებიც შეუვიდა დინამო ბათუმს და არცერთი ნორმალური დონის ფეხბურთელი არ მოუყვანიათ გუნდში ისე ჩაარიხინეს ეს ჩემპიონატი. ცვლილებების დროა!! ბათუმის დინამო და მისი გულშემატკივარი და ქალაქი მეტს იმსახურებენ! მოიყვანეთ ვინმე შვეიცარიელი მწვრთნელი და რამდენიმე ნორმალური ფეხბურთელი, ასე რთულია??.. მაგალითად სენტ გალენის მწვრთნელი ზეიდლერი, დარწმუნებულივარ გეგუჩაზეზე მეტი ხელფასი არ ექნება იქ, ახალ ისტორიას დაგვიწერს და ახალ საფეხბურთო სტილს შემატებს გუნდს და ქალაქს რაც ასე გვჭირდება. საკითხავია ის თუ წამოვა მაგრამ გეგუჩაძეს ორჯერ მეტი ხელფასი აქვს იქნებ არ გვითხრას ზეიდლერმაც უარი
ირაკლი
03 დეკემბერი 2022 16:49
2
Gundi unda gadzlierdes gansakutrebit mekare da dacva,zamrtarshive unda moxdes dzlieri fexburtelebis damateba da ara isetebis rom ver gaamartleben da zed evroturniris win rom gaushveben da axlebs moikvanen...erti sitkvit saqme tavze sakreli aqvt dinamos shefobas,rom kitev katastrofa agar moaxdinon momaval zafxuls...
Givi
03 დეკემბერი 2022 16:46
1
ბათუმის დინამოს ბოლოდროინდელი შედეგები გვაჩვენებს, რომ გუნდი საჭიროებს ცვლილებებს. გეგუჩაძემ ამოწურა თავისი შესაძლებლობები. გუნდის მენეჯმენდმა ახალ მთავარ მწვრთნელთან ერთად უნდა შეიმუშაოს დინამო ბათუმის განვითარების 3-5 წლიანი გეგმა და მიზნები.
დინამოოოო
03 დეკემბერი 2022 16:25
2
ანუ ჩემპიონთა ლიგის მომავალი გამარჯვებულის ვინაობა ცნობილია უკვე? კარგია, ახლა რა იქნება. ევროთასების წინ გუნდს დატოვებს 8-9 ფეხბურთელი, მოვლენ გაურკვეველი მოდგმის ლეგიონერები ვიეტნამიდან ან სინგაპურიდან, გავა გუნდი ევროთასზე, როგორც მკვდარ მტრედს ათრევს კატა ისე გვათრევს მალტის ან ლუქსემბურგის გუნდი, მწვრთნელი ამ ყველაფერს დააბრალებს წნეხს, დაიწყება ისევ გაყიდე დინამო ფიფია, მერე გამობრძანდება რომელიმე ჭურნალისტი და იტყვის ფაქტი ხოა მამარდა და კვარა დინამოს აკადემიამ რო აღზარდაო და მოკლედ ......სულ კარგად ბრძანდებიდეთ იოოოოო
იბერია
03 დეკემბერი 2022 16:12
2
მალტა და ლუქსემბურგამდე ვინ მიგვიშვებს, ფარერები გავწკეპლავენ მაქამდე ...
სიმართლის მოყვარული
03 დეკემბერი 2022 17:12
0
თქვენ გაიხარეთ რა.მთელი სეზონი გულით გიგულშემატკივრეთ და ბედნიერი ვარ,ბოლო 1 წელია ჩემს რთულ ცხოვრებაში,მხოლოდ 1 სასიხარულო ფაქტი მოხდა წლის ბოლოს.წინ დინამო წინ…
qomagi
03 დეკემბერი 2022 16:04
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული