
ოლეკსანდრ აზაცკის, მილან რადინისა და ბენჟამინ ტეიდის შემდეგ ბათუმის "დინამო" შეიძლება 26 წლის თავდამსხმელმა ჯოვინო ფლამარიონმა დატოვოს.
საქართველოს გასული ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარებული ფლამარიონის სამსახურით ყაზახეთის ჩემპიონი "ასტანა" დაინტერესდა, - ამის შესახებ ინფორმაციას Prosports.kz Aladop.kz-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
ფლამარიონი "პალმეირასის" აღზრდილია, ბათუმის "დინამოში" 2017 წელს გადავიდა, გასულ სეზონში კი ეროვნული ლიგის ბომბარდირი გახდა.